სოფოკლე მომხიბლავი მამაკაცი იყო, ბიჭობისას იგი შიშველი იღებდა მონაწილეობას პიესაში;
სოფოკლემ მსახიობობაზე უარი წვრილი ხმის მიზეზით თქვა;
როგორც ავტორს, მას ყველაზე მეტი ჯილდო აქვს მიღებული ათენის დრამატულ შეჯიბრებში;
მას ორი ვაჟი ჰყავდა ორი ქორწინებიდან. ორივე ტრაგიკოსი გახდა, მაგრამ ერთ-ერთმა, იოფონემ, სარჩელი შეიტანა მის წინააღმდეგ, როდესაც ის უკვე 90-ს იყო გადაცილებული, რომლითაც ამბობდა, რომ სოფოკლე აღარ იყო ქმედუნარიანი და ქონება ვაჟისთვის უნდა გადაეცა. თავდასაცავად სოფოკლემ წაიკითხა „ოიდიპოსი კოლონოსში“;
ის ღრმად რელიგიური პიროვნება იყო და საკუთარი სახლი მკურნალობის ღმერთ ასკლეპიოსის თაყვანისცემის ადგილად აქცია იმ პერიოდში, როდესაც ტაძარი შენდებოდა;
როდესაც აკროპოლისიდან ოქროს გვირგვინი მოიპარეს, ამბობენ, რომ ჰერაკლე გამოეცხადა სოფოკლეს სიზმრად და მიუთითა ადგილი, სადაც გვირგვინს მალავდნენ;
ამბობენ, რომ ის გარდაიცვალა, როდესაც „ანტიგონეს“ კითხულობდა.