მხატვრულ ლიტერატურაში Man Booker 2017-ის ფინალისტები არიან: პოლ ოსტერი, ემილი ფრიდლანდი, მოჰსინ ჰამიდი, ფაიონა მოზლი, ჯორჯ სონდერსი და ალი სმითი.
განცხადება გაკეთებულ იქნა 13 სექტემბერს ჟიურის თავმჯდომარის, ბარონესა იანგის მიერ პრემიის სპონსორის, საინვესტიციო კომპანია "Man Group"-ის ოფისში.
ჟიურიმ აღნიშნა, რომ თითოეული რომანი თავისებურად უცხადებს გამოწვევას ჩვენს წინასწარ ჩამოყალიბებულ შეხედულებებს სიყვარულის, დროის, იდენტურობისა და სიკვდილის შესახებაც კი.
თხზულებები ფინალისტებისა, რომელთა შორის სამი მამაკაცი და სამი ქალბატონია, თემათა ფართო სპექტრს მოიცავს, ინგლისის სოფელში ოჯახის მიერ თავის გატანისათვის ბრძოლიდან ორი ლტოლვილის სასიყვარულო ისტორიამდე, რომლებიც სამოქალაქო ომის დროს ქალაქისათვის თავის დაღწევას ცდილობს.
მას შემდეგ, რაც პრემია ნებისმიერი ეროვნების ავტორისათვის გახდა ხელმისაწვდომი, ფინალისტებს შორის არის ორი ბრიტანელი, ერთი პაკისტანელი და სამი ამერიკელი ავტორი.
ექვსი ფინალისტი რომანი:
"4321", პოლ ოსტერი;
"მგლების ამბავი", ემილი ფრიდლანდი;
"გასავლელი დასავლეთითაა", მოჰსიდი ჰამიდი;
"ელმეტი", ფაიონა მოზლი;
"ლინკოლნი ბარდოში", ჯორჯ სონდერსი;
"შემოდგომა", ალი სმითი.