ამ პოეტურ ტექსტებში ოსტატურადაა წარმოჩენილი ძველბერძნული პოეტური ტრადიციისა და მოდერნის სინთეზი. მრავალფეროვანი შემოქმედება გამოხატავს და ეძებს დიდი ადამიანური თავგადასავლის ყველა კუთხე-კუნჭულს. მასთან ისტორია თანამედროვეობის გამოხატვის საშუალებაა. ხოლო ლაკონიზმი, კონტრასტულობა, ქვეტექსტების სიმკვეთრე ინსტრუმენტებია, რომლითაც შემოქმედის გუმანი მკითხველს რთულ და წინააღმდეგობრივ დროში აღმოჩენილი ადამიანისადმი თანაგანცდით აღავსებს.
კონსტანტინოს კავაფისი (29.04.1863-29.041933) - ბერძენი პოეტი, ჟურნალისტი და სახელმწიფო მოხელე. თანამედროვე ბერძნული პოეზიის ისტორიაში მოდერნიზმის ფუძემდებელი.