"რვეულებიდან" - ესაა დიმიტრი უზნაძის შენიშნვები და ჩანაწერები, შესრულებული 1944-დან 1949 წლამდე, რომლებიც ფსიქოლოგიის სხვადასხვა ასპექტებს ეხება, მათ შორის ავტომატიმზს, ემოციას, ქცევას, განწყობას და სხვა.
ბევრისადმი აღმოჩნდებოდა ეს სტრიქონებიც და სათაურიც: „გულის ეპოსი“ ძალდაუტანებლად რომ მოიქცეოდა თავის წიაღში კონსტანტინოს კავაფისის მთელ პოეტურ ნაღვაწს. აღიარებულ ლექსებსაც და სიცოცხლეში გამოუქვეყნებელთა. არადა უამათოდ სრულყოფილი წარმოდგენა ვერ შეგვექმნებოდა ამ მომხიბლავ, მომნუსხველ, ექსპრესიით აღვსილ მხატვრულ სამყაროზე, თავისი გზაბილიკი რომ უნდა გაეჭრა პოეტს არამარტო ბერძნულ ენობრივ სივრცეში, არამედ დასავლური ლიტერატურის მდინარებაშიც.
ამ პოეტურ ტექსტებში ოსტატურადაა წარმოჩენილი ძველბერძნული პოეტური ტრადიციისა და მოდერნის სინთეზი. მრავალფეროვანი შემოქმედება გამოხატავს და ეძებს დიდი ადამიანური თავგადასავლის ყველა კუთხე-კუნჭულს. მასთან ისტორია თანამედროვეობის გამოხატვის საშუალებაა. ხოლო ლაკონიზმი, კონტრასტულობა, ქვეტექსტების სიმკვეთრე ინსტრუმენტებია, რომლითაც შემოქმედის გუმანი მკითხველს რთულ და წინააღმდეგობრივ დროში აღმოჩენილი ადამიანისადმი თანაგანცდით აღავსებს.