iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:

რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები

ავტორი: მერაბ მამარდაშვილი

2021 წელი | გამომცემელი: აქტი

მთარგმნელი: დიმიტრი უჩანეიშვილი

ფილოსოფია, ქართული, თანამედროვე

ფორმატები: html, pdf, epub, mobi
1043
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star
5.0
(3 შეფასება)
ანოტაცია

„რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები“, წიგნი, რომელსაც საფუძვლად მერაბ მამარდაშვილის მიერ 1980 წლის მაისში ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი დაედო სახელწოდებით „შემეცნებითი ფორმების ანალიტიკა და ცნობიერების ონტოლოგია“, სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის რაციონალურობის არაკლასიკური ფორმულირების განხილვას ეძღვნება. ნაშრომში ფიზიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგალითების მიხედვითაა განხილული წანამძღვრები და დაშვებები, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორც მეცნიერული ანალიზის ობიექტურობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ისევე ამ ობიექტურობის მიღწევის შესაძლებლობას შემმეცნებელი სუბიექტის მიერ. წიგნში ასევე მოცემულია ორი სტატია, დაწერილი მერაბ მამარდაშვილის მიერ ე. სოლოვიოვთან და ვ. შვირიოვთან ერთად, რომელთა გამოქვეყნება გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდ მოვლენად იქცა. წიგნს ბოლოში ერთვის ვ. კალინიჩენკოს სტატია – „კლასიკურისა“ და „არაკლასიკურის“ ცნებები მ. მამარდაშვილის ფილოსოფიაში.

მახასიათებლები
სარჩევი
გადაფურცვლა
მერაბ მამარდაშვილი
მერაბ მამარდაშვილი

მერაბ მამარდაშვილი (15.09.1930-25.11.1990) - ქართველი ფილოსოფოსი, მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1972); მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მოსკოვის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი.