iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

მასების ამბოხი

ხოსე ორტეგა ი გასეტ

„მასების ამბოხი“ ხოსე ორტეგა ი გასეტის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც წიგნად 1929 წელს გამოქვეყნდა (მანამდე სტატიების სახით იბეჭდებოდა გაზეთში El Sol) და ოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. ავტორი ევროპის უახლესი ისტორიის განხილვის საფუძველზე აგებს ადამიანი-მასის კონცეფციას, „ბრბოსი“, რომელმაც ადამიანის აქტივობის ყველა სფეროში შეაღწია, ეხება მიზეზებს, რომლებმაც ასეთ ადამიან-მასათა უმრავლესობის მიერ უმცირესობის გაძევება გამოიწვია. წიგნის მეორე ნაწილი ერების წარმოშობის მიზეზებსა და მათი განვითარების გზებს იკვლევს.

5.00ლარი

დასავლური ფილოსოფიის ისტორია. წიგნი II

ბერტრან რასელი

ბერტრან რასელის "დასავლური ფილოსოფიის ისტორიის" მეორე წიგნი მოიცავს ათსაუკუნოვან პერიოდს და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი "კათოლიკურ ფილოსოფიას" უწოდებს, დაწყებული ეკლესიის მამებიდან (წმ. ავგუსტინე, პელაგიუსი, წმ. ბენედიქტე და გრიგოლ დიდი), მაჰმადიანური კულტურის გავლით დომინიკელებისა და ფრანცისკანელების ჩათვლით. ავტორი ასევე ეხება იოანე სკოტის, უილიამ ოკამელის და თომა აკვინელის ფილოსოფიას.

4.99ლარი

ფსიქოანალიზის შესავალი

ზიგმუნდ ფროიდი

ფროიდს არასოდეს შეუქმნია რეალური სახელმძღვანელო. მაგრამ „ფსიქოანალიზის შესავალი“ უდავოდ ყველაზე ახლოს არის ასეთ ტექსტთან. ფსიქიკური პროცესების მის მიერ აღმოჩენილი ძირითადი კანონები, განსაკუთრებით, არაცნობიერი, ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი მრავალი შედარების, ამბისა და სამედიცინო ისტორიის ამონარიდის გამოყენებით ფსიქოანალიტიკური კვლევის სამ კლასიკურ მიმართულებაზე დაყრდნობით – ესენია შეცდომები, სიზმრები და ნევროზული სიმპტომები. ხიბლი, რომელიც, როგორც ამბობენ, ფროიდის ლექციების სტილს ახასიათებდა, ნაბეჭდ ტექსტსაც მსჭვალავს: იმდროინდელ მსმენელთან გამართული დიალოგი დღესაც ცოცხლად იკითხება. ფაქტობრივად, „შესავალი“, მისი აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, დღემდე რჩება ფსიქოანალიზის დამფუძნებლის ყველაზე მოთხოვნად ნაშრომად.

4.99ლარი

დასავლური ფილოსოფიის ისტორია. წიგნი I

ბერტრან რასელი

ბერტრან რასელის „დასავლური ფილოსოფიის ისტორია“, რომელიც დღემდე ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფილოსოფიურ ნაშრომად, წარმოადგენს დასავლური ფილოსოფიის გადმოცემას სოკრატემდელი ეპოქიდან მეოცე საუკუნემდე და მოიცავს არა მხოლოდ საკუთრივ ფილოსოფიას, არამედ შესაბამისი ეპოქებისა და ისტორიული კონტექსტის ანალიზს. წიგნი მსუბუქად და ყველასათვის გასაგებად არის დაწერილი, თუმცა, იმავდროულად, ფილოსოფიური პოპ-პუბლიკაციებისგან განსხვავებით, რეალურ და მაღალი ხარისხის ცოდნას იძლევა, რაც უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ის საინტერესო იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისა და ამ სფეროს პროფესიონალების, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც დასავლური ფილოსოფიური აზრის განვითარებით არის დაინტერესებული. აქ შემოთავზებულია ნაშრომის პირველი ნაწილი – „ანტიკური ფილოსოფია“.

4.99ლარი

დასავლური ფილოსოფიის ისტორია. წიგნი III

ბერტრან რასელი

ბერტრან რასელის „დასავლური ფილოსოფიის ისტორიის“ მესამე წიგნი მოიცავს პერიოდს მეთვრამეტე საუკუნიდან მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი „თანამედროვე ფილოსოფიას“ უწოდებს, დაწყებული დევიდ ჰიუმიდან და ლოგიკური ანალიზის ფილოსოფიით დასრულებული. სწორედ ამ უკანასკნელ სკოლას მიაკუთვნებს ავტორი საკუთარ თავსაც.

4.99ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

წიგნში შემოთავაზებულია მერაბ მამარდაშვილის ორი, უაღრესად საინტერესო კურსი მიერ ფილოსოფიურ თემებზე, რომელიც მან გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე წაიკითხა. ლექციები  წიგნში შემოთავაზებულია „ისე, როგორც წაკითხულ იქნა“, რედაქტირების გარეშე, რისი გაკეთებაც, ბუნებრივია, ავტორმა ვერ შეძლო.

საუბრები ფილოსოფიაზე
4.77ლარი

საუბრები ფილოსოფიაზე

მერაბ მამარდაშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია მერაბ მამარდაშვილის მიერ პრუსტის შესახებ წაკითხულ ლექციათა კურსის შვიდი ლექციის თარგმანი, ისევე, როგორც ფრანგულენოვანი მოხსენებები, ინტერვიუები და სტატიები. წიგნი ეძღვნება მერაბ მამარდაშვილის (1930-1990) დაბედებიდან 80 წლისთავს.

ცნობიერების ტოპოლოგია
3.77ლარი

ცნობიერების ტოპოლოგია

მერაბ მამარდაშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები“, წიგნი, რომელსაც საფუძვლად მერაბ მამარდაშვილის მიერ 1980 წლის მაისში ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი დაედო სახელწოდებით „შემეცნებითი ფორმების ანალიტიკა და ცნობიერების ონტოლოგია“, სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის რაციონალურობის არაკლასიკური ფორმულირების განხილვას ეძღვნება. ნაშრომში ფიზიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგალითების მიხედვითაა განხილული წანამძღვრები და დაშვებები, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორც მეცნიერული ანალიზის ობიექტურობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ისევე ამ ობიექტურობის მიღწევის შესაძლებლობას შემმეცნებელი სუბიექტის მიერ. წიგნში ასევე მოცემულია ორი სტატია, დაწერილი მერაბ მამარდაშვილის მიერ ე. სოლოვიოვთან და ვ. შვირიოვთან ერთად, რომელთა გამოქვეყნება გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდ მოვლენად იქცა. წიგნს ბოლოში ერთვის ვ. კალინიჩენკოს სტატია – „კლასიკურისა“ და „არაკლასიკურის“ ცნებები მ. მამარდაშვილის ფილოსოფიაში.

„ცნობიერება და ცივილიზაცია“ მერაბ მამარდაშვილის მიერ სხვადასხვა წლებში წაკითხული ლექციების ციკლია, რომელშიც თემატურად არის გადმოცემული ავტორის დამოკიდებულება („კონკრეტული და ცოცხალი შეგრძნება“) აღნიშნული საკითხისადმი. წიგნი იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნაწილი ეთმობა იმას, რასაც ავტორი აღწერადს, ანუ ნორმალურ სიტუაციებს უწოდებს და მეორე, აღუწერად, ანუ აღწერას (პრინციპულად განუსაზღვრელ) დაუქვემდებარებელ სიტუაციებს.