ლათინური ენის სასაუბრო პირველად იბეჭდება ქართულ ენაზე. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ე.წ. მკვდარი ენების სრულყოფილად დაუფლებას ის ართულებს,რომ მეტყველებაში მათი გამოყენების არეალი შეზღუდულია. წიგნის მიზანია ამ თვალსაზრისით ლათინური ენის ნაწილობრივი „გაცოცხლება“ ცნობილ და აპრობირებულ ე.წ. „ზეპირ“ მეთოდზე დაყრდნობით (ლექსიკის, იდიომატიკის, ფრაზეოლოგიზმების თემატურ ჯგუფებად თავმოყრა და მათი იმიტირებულ სიტუაციებში გამოყენება).
იამზე გაგუა - ასოცირებული პროფესორი; კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი; კლასიკური ფილოლოგიის კათედრა.