iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

მსჯელობა მეთოდის შესახებ

რენე დეკარტი

დეკარტეს "მსჯელობა" გარდამტეხი წერტილია ევროპულ აზროვნებაში; მასში ავტორი მოკლედ გადმოსცემს თავის რადიკალურად ახალ ფილოსოფიას, რომელიც თვითობის არსებობის მტკიცებით იწყება (ცნობილი "cogito ergo sum"). შემდეგ ავტორი აკეთებს დასკვნას ღმერთის არსებობისა და ბუნების შესახებ, ბოლოს კი ფიზიკურ სამყაროზე, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროზე სრულიად ახალ თვალსაზრისს გვთავაზობს.შენახვა/დახურვა

2.99ლარი

ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ

ჯორჯ ბერკლი

თავის მთავარ ნაშრომში ირლანდიელი ფილოსოფოსი იმატერიალიზმის შეხედულებას აყალიბებს, რომლის თანახმად არაფერი მატერიალური არსებობს, სანამ რაიმეს ან ვინმეს მიერ არ აღიქმება. განსხვავებით სოლიფსიზმისგან, რომლის შესაბამისად მხოლოდ "მე" არსებობს, ბერკლის შეხედულება იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალური საგნები - იდეებია, რომლებიც ცალკეული ცნობიერი გონების მიერ არის ფორმირებული.

3.99ლარი

მეტაფიზიკური განაზრებანი

რენე დეკარტი

ეს წიგნი ექვსი განაზრებისგან შედგება, რომლებშიც დეკარტი თავდაპირველად ყველაფრის რწმენას უარყოფს, შემდეგ კი თანდათანობით ცდილობს მივიდეს იმის რწმენასთან, რისი რწმენას დაუეჭვებლად არის შესაძლებელი. ეს ნაშრომი ყველაზე დეტალურად განმარტავს დეკარტის მეტაფიზიკურ სისტემას, განავრცობს რა იდეებს, რომლებიც მოცემულია მეოთხე ნაწილში მისი "მსჯელობისა მეთოდის შესახებ".

3.77ლარი

სულის ვნებანი

რენე დეკარტი

ხშირად ფიქრობენ, რომ დეკარტმა გონებისა და სხეულის სრული გამიჯვნა შემოიტანა. მაგრამ მან ასევე აღიარა მჭიდრო კავშირი მათ შორის, თავის გვიანდელ ნაშრომებში კი ის ფოკუსირებას ადამიანური ბუნების ამ ასპექტზე ახდენს. "სულის ვნებანი" მისი უდიდესი წვლილია ამ დებატებში. იგი შეიცავს ღრმა განსჯას ემოციების მუშაობისა და მათი ადგილისა ადამიანურ ცხოვრებაში – ესაა საგანი, რომელიც სულ უფრო მეტად იპყრობს ფილოსოფოსების, ინტელექტუალებისა და კულტურის ისტორიკოსების ყურადღებას.

3.99ლარი

ფილოსოფიის საწყისები

რენე დეკარტი

"ფილოსოფიის საწყისები" რენე დეკარტის კლასიკური ტექსტია, რომელიც ლათინურად დაიწერა და 1644 წელს გამოქვეყნდა. იგი ეძღვნება ელისაბედ ბოჰემიელს, ვისთანაც დეკარტს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. წიგნში განსაზღვრულია ბუნების პრინციპები, ანუ ფიზიკის კანონები, როგორც დეკარტი უწოდებდა მათ.

3.99ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

მე-18 საუკუნის დასაწყისში ლონდონში ფუნქციონირებდა ფრანგული მასონური ლოჟაც, რომლის წევრები ძირითადად შოტლანდიელები, ირლანდიელები და ფრანგები იყვნენ, მათ შორის გახლდათ შოტლანდიელი ჯეიმს ანდერსონი. სწორედ მას, მე-18 საუკუნის დასაწყისში ინგლისის პირველი დიადი ლოჟის დიადმა ოსტატმა სთხოვა და დაავალა მასონური ორდენის განვითარების ისტორიის, მასონობის პრინციპებისა და წესების, ტრადიციების წიგნი დაეწერა. შედეგად, დაიბადა „კონსტიტუციის წიგნი“, რომელიც პირველად 1723 წელს გამოიცა ინგლისურ და შემდგომ ფრანგულ ენაზე.

თქვენს წინაშეა ქართველი მასონის, სოლომონ ასურელის მცირე ნაშრომი „მასონობა და ეზოთერიკა“, რომელშიც მოკლედ მოგითხრობთ მასონურ ეზოთერულ ტრადიციებზე, მ.შ. წმინდა გეომეტრიის არსზე, ეზოთერიკულ კვლევებზე და ცოდნაზე, და სხვა მრავალ საინტერესო ეპიზოდს საძმოს და კაცობრიობის ისტორიიდან. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს დიად ლოჟას და ყველა ჩვენს ძმას, იმისათვის, რომ ვგრძნობთ მათ არსებობას, სიყვარულს და მხარდაჭერას! ეს წიგნი - მცირედი ბროშურა, როგორც მე ვუწოდებ ჩემს ნაშრომებს, განეკუთვნება როგორც მასონ ძმებს, ასევე, საინტერესო იქნება პროფანებისთვის. მასონური ორდენის არსის გასაგებად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საზოგადოების, ორდენის, აზროვნების ფილოსოფიის და რიგი ინდივიდების ცხოვრების შესწავლა.

 

„მასონური საიდუმლოს ფესვები“ არის ქართველი მასონი ავტორის სოლომონ ასურელის საქართველოს ისტორიაში პირველი ქართულენოვანი ორი გამოცემის (2010 - 2012) - „მასონები - საიდუმლო საძმო თუ საძმო საიდუმლოებებით“ და „მასონური საიდუმლოს ფესვები - სინათლის ძიებაში“ გაერთიანებული, ჩასწორებული, ჰარმონიზებული და დამატებული ვერსია - კრებული, რომელშიც ქართველი მასონის რეალური ამბავია გადმოცემული. ამ წიგნში მასონური საძმოს ისტორიას, ორდენის რიტუალების და სიმბოლიკის ზოგად განმარტებებსა და მასონური ფილოსოფიის საფუძვლებს წარმოგიდგენთ.