iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

მსჯელობა მეთოდის შესახებ

რენე დეკარტი

დეკარტეს "მსჯელობა" გარდამტეხი წერტილია ევროპულ აზროვნებაში; მასში ავტორი მოკლედ გადმოსცემს თავის რადიკალურად ახალ ფილოსოფიას, რომელიც თვითობის არსებობის მტკიცებით იწყება (ცნობილი "cogito ergo sum"). შემდეგ ავტორი აკეთებს დასკვნას ღმერთის არსებობისა და ბუნების შესახებ, ბოლოს კი ფიზიკურ სამყაროზე, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროზე სრულიად ახალ თვალსაზრისს გვთავაზობს.შენახვა/დახურვა

2.99ლარი

ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ

ჯორჯ ბერკლი

თავის მთავარ ნაშრომში ირლანდიელი ფილოსოფოსი იმატერიალიზმის შეხედულებას აყალიბებს, რომლის თანახმად არაფერი მატერიალური არსებობს, სანამ რაიმეს ან ვინმეს მიერ არ აღიქმება. განსხვავებით სოლიფსიზმისგან, რომლის შესაბამისად მხოლოდ "მე" არსებობს, ბერკლის შეხედულება იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალური საგნები - იდეებია, რომლებიც ცალკეული ცნობიერი გონების მიერ არის ფორმირებული.

3.99ლარი

მეტაფიზიკური განაზრებანი

რენე დეკარტი

ეს წიგნი ექვსი განაზრებისგან შედგება, რომლებშიც დეკარტი თავდაპირველად ყველაფრის რწმენას უარყოფს, შემდეგ კი თანდათანობით ცდილობს მივიდეს იმის რწმენასთან, რისი რწმენას დაუეჭვებლად არის შესაძლებელი. ეს ნაშრომი ყველაზე დეტალურად განმარტავს დეკარტის მეტაფიზიკურ სისტემას, განავრცობს რა იდეებს, რომლებიც მოცემულია მეოთხე ნაწილში მისი "მსჯელობისა მეთოდის შესახებ".

3.77ლარი

სულის ვნებანი

რენე დეკარტი

ხშირად ფიქრობენ, რომ დეკარტმა გონებისა და სხეულის სრული გამიჯვნა შემოიტანა. მაგრამ მან ასევე აღიარა მჭიდრო კავშირი მათ შორის, თავის გვიანდელ ნაშრომებში კი ის ფოკუსირებას ადამიანური ბუნების ამ ასპექტზე ახდენს. "სულის ვნებანი" მისი უდიდესი წვლილია ამ დებატებში. იგი შეიცავს ღრმა განსჯას ემოციების მუშაობისა და მათი ადგილისა ადამიანურ ცხოვრებაში – ესაა საგანი, რომელიც სულ უფრო მეტად იპყრობს ფილოსოფოსების, ინტელექტუალებისა და კულტურის ისტორიკოსების ყურადღებას.

3.99ლარი

ფილოსოფიის საწყისები

რენე დეკარტი

"ფილოსოფიის საწყისები" რენე დეკარტის კლასიკური ტექსტია, რომელიც ლათინურად დაიწერა და 1644 წელს გამოქვეყნდა. იგი ეძღვნება ელისაბედ ბოჰემიელს, ვისთანაც დეკარტს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. წიგნში განსაზღვრულია ბუნების პრინციპები, ანუ ფიზიკის კანონები, როგორც დეკარტი უწოდებდა მათ.

3.99ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

ერკუილ პუარო "აღმოსავლეთის ექსპრესით" მგზავრობს და, როგორც ყოველთვის, თავსატეხ ისტორიაში აღმოჩნდება ჩათრეული. პირველ კლასის ვაგონშ მამაკაცის გვამია. პუაროს მოუწევს გახსნას დანაშაული, რომელშიც მკვლელი შესაძლოა რესპექტაბელურ მგზავრთაგან ნებისმიერი იყოს. 

ახალგაზრდა ქალი, ნიკ ბაკლი, სასიკვდილო საფრთხეთა სერიის წინაშეა აღმოჩენილი: მანქანას მუხრუჭი გაუფუჭდა, კლდიდან ქვა დაგორდა, ტყვია ესროლეს, მაგრამ ის ყველა ამ შემთხვევას დაუძვრა. სჩანს, ის უხილავი მკვლელის სამიზნედაა ქცეული, და სწორედ ერკუილ პუარომ უნდა იხსნას მისი სიცოცხლე.

ხანშიშესული ქალბატონი და, იმავდროულად, დეტექტივი ჯეინ მარფლი ბავშვობის მეგობარ ქერი ლუიზ სეროქოლდთან მიემგზავრება მის მამულ სტოუნიგეიტში, თითქოს დასასვენებლად, სინამდვილეში კი საეჭვო ვითარებაზე დასაკვირვებლად. ეჭვები მალევე დასტურდება, რადგან აქ იგი მახვილგონივრულად დაგეგმილ მკვლელობათა სერიის მოწმე გახდება... ვინ? რატომ? რა მიზნით? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა მკითხველს საკმაოდ გაუჭირდება, სანამ ნაწარმოების კვანძი არ გაიხსნება. ეს საინტერესო დეტექტივი 1952 წელს გამოქვეყნდა.

წიგნში წარმოდგენილია ხუთი თხზულება მცირე ზომის დეტექტივების კრებულიდან "პარკერი პაინი იძიებს", რომელიც პირველად 1934 წელს გამოქვეყნდა და რომელშიც მთავარი მოქმედი პირი პუარომდელი პერსონაჟი - ინგლისელი პარკერ პაინია.

ეს მცირე ზომის მოთხრობა „ეგვიპტურ სამარხთა“ ციკლიდან ერქუილ პუაროს დეტექტიური უნარების მორიგი დემონსტრირებაა. მიუხედავად მოგზაურობისადმი ანტიპათიისა, პუარო ეგვიპტეში მიემგზავრება და ერთ საღამოში ამოხსნის ერთი შეხედვით რთულ ამოცანას.