„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
საზოგადოების შემდგომი ჰუმანიზაციის პროცესს ბევრად შეუწყობს ხელს ფილოსოფიისა და ეთიკის პრობლემატიკის გახსენება-შესწავლა, რათა აღადგინოს ერთ დროს თითქმის მიღწეული წონასწორობის, ანუ - გრძნობა-გონების ჰარმონიულობისაკენ სწრაფვის საყოველთაო პრინციპი. ამ რწმენით ვთავაზობთ საზოგადოებას ქართველი ეთიკოსის პროფესორ გელა ბანძელაძის „ეთიკის“ მოკლე შინაარსს და ზოგიერთი თანამედროვე „ჰუმანისტური ფსიქოლოგიის“ წარმომადგენელთა ეთიკურ-ფსიქოლოგიურ თვალსაზრისებს (ალტერნატიულ ეთიკას და ფსიქოლოგიას), რომელთა შორის თანამშრომლობა, მხოლოდ უმნიშვნელო წინააღმდეგობების მიუხედავად, სულაც არ არის ძნელი!