ფროიდმა "მასების ფსიქოლოგია და ეგოს ანალიზი" 1921 წელს გამოაქვეყნა. ამ ნაშრომის დასაწყისში იგი გუსტავ ლე ბონის შეხედულებებს აჯამებს, შემდეგ კი მასაში მოქმედ ფსიქოლოგიურ მექანიზმებს აღწერს, რისთვისაც ინსტინქტთა თეორიას იშველიებს, მასების ერთობის საფუძვლად კი ლიბიდოიზურ კავშირებს ასახელებს.