iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ფილოსოფიური

სორტირება:

ფრანგი მოაზროვნის კრებულში შესულია სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი სატირა "კანდიდი", ფილოსოფიური ნოველა "ზადიგი" და რომანტიული მოთხრობა "ბაბილონის პრინცესა". ამ სამივე მოთხრობას ადამიანის უსასოო ყოფით მოგვრილი ღრმა პესიმიზმის შეგრძნება აერთიანებს.

მრავალის აზრით ვიტგენშტაინის "ფილოსოფიური ძიებანი" (1953) დღემდე წარმოადგენს მეოცე საუკუნის ფილოსოფიის ფუძემდებლურ ნაწარმოებს.

წიგნი თავად ფილოსოფიის სრულიად ახალ კონცეფციას გვთავაზობს და დახვეწილი ანალიტიკური აზროვნების ნიმუშს წარმოადგენს. მეორეს მხრივ, ეს ნაშრომი ინტერპრეტირების უნარის საუკეთესო მაგალითია. ფილოსოფიური პრობლემები ხშირად ენის გამოყენებასთან დაკავშირებული გაუგებრობიდან მომდინარეობს, ამ პრობლემათა გადაჭრა კი, ავტორის აზრით, ენის განმარტებაში მდგომარეობს, რასაც თავად ცდილობს და რისკენაც მოუწოდებს კიდეც სხვა ფილოსოფოსებს ვიტგენშტაინი.

ფილოსოფიური ძიებანი
6.99ლარი

ფილოსოფიური ძიებანი

ლუდვიგ ვიტგენშტაინი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

პლატონის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნი, რომელიც კი ოდესმე შექმნილა ფილოსოფიისა და პოლიტიკური თეორიის თემაზე, "სახელმწიფო" - ესაა გამოგონილი დიალოგი სოკრატესა და რამდენიმე ათენელსა და უცხოელს შორის, რომელშიც სამართლიანობის მნიშვნელობაა განხილული. შექმნილი ჩვ. წ.ა. დაახლოებით 380 წელს, ნაშრომი მნიშვნელოვანი კონტრიბუციაა  მარადიულ საკითხში იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იქნას მოწყობილი საზოგადოება საუკეთესო გზით.

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

ანტიქრისტე
3.77ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ვოლტერი (ფრანსუა მარი არუე; 21.11.1694-30.05.1778) - განმანათლებლობის ეპოქის ფრანგი მწერალი, ფილოსოფოსი და ისტორიკოსი, ცნობილი, როგორც სიტყვისა და აღმსარებლობის თავისუფლების დამცველი.

კლასიკური ბერძნული ტრაგედიის შესახებ ამ თითქმის თანამედროვე ანგარიშში არისტოტელე სიუჟეტის, ხასიათის, ენისა და სანახაობის დრამატულ ელემენტებს იკვლევს ესქილეს, სოფოკლესა და ევრიპიდეს ნაწარმოებთა მაგალითზე.

პოეტიკა
2.55ლარი

პოეტიკა

არისტოტელე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ამ პატარა სტატიაში გადმოცემულია თომა აქვინელის ანგელოლოგიის ძირითადი დებულებები.

ამ პატარა სტატიაში დასაბუთებულია, რომ იოანე დამასკელი იყო არამარტო დიდი თეოლოგი, არამედ შესანიშნავი ფილოსოფოსიც.

ამ პატარა სტატიაში თეოლოგია და ფილოსოფიაა შედარებული და თეოლოგია გაკრიტიკებულია ფილოსოფიური პოზიციიდან.

"ლახესი" პლატონის ერთ-ერთი სოკრატული დიალოგია, რომლის მონაწილეები სიმამაცის განსხვავებულ კონცეფციებს წარმოადგენენ. დიალოგი აპორიაში სრულდება.

მძაფრი და მხიარული, "კანდიდი" დღემდე სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს სატირად რჩება 1759 წელს მისი პირველი გამოქვეყნებიდან. ის მოგვითხრობს თავგადასავლებს ახალგაზრდა კანდიდისა, პანგლოსის მოწაფის, ვინც, თავის მხრივ, ლაიბნიცის მოწაფეა და სამყაროს სიკეთისა სწამს. მრავალი უბედურების ნახვის შემდეგ კანდიდი საწინააღდეგოში რწმუნდება.

წინამდებარე კრებულში რუსული და საერთაშორისო ანარქიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი არსებულ წეს-წყობილებასთან ანარქიზმის შედარებით ანალიზს ახდენს და გარკვეულ წინასწარმეტყველებებსაც აკეთებს სახელმწიფოთა მომავალი იდეალური მოწყობის შესახებ.

არსებობს ისტორიული და სახარებისეული იესო, რომლებიც არ არიან იდენტურნი. ავტორი ცდილობს გვიჩვენოს, რომ იესო ქრისტეს ის სურათი, რომელიც სახარებებშია წამოდგენილი, ნეგატიურ ასპექტებს გულისხმობს.

პირდაპირი და შეუფერადებელი თხრობა გვიხატავს გემის ქირურგის, ლემუელ გულივერის ოთხ ნიშანდობლივ მოგზაურობას, მათ შორის ერთს - ლილიპუტების მიწაზე, სადაც ექვს–დიუიმიანი მაცხოვრებლები ბინადრობენ; კიდევ ერთს - ბრობდინგნაგში, მიწაზე, სადაც გიგანტებთან შედარებით ადამიანები სრულ უსუსურობად წარმოდგებიან. უბრალო ენით დაწერილი კლასიკა მომხიბვლელობით გამოირჩევა: ბავშვებისთვის ის მხიარულ ფანტასტიკას წარმოადგენს; მოზრდილებისთვის - პოლიტიკური ცხოვრების გონებამახვილურ პაროდიას.

წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს თომა აქვინელის ნაშრომის "თეოლოგიის კომპენდიუმის" რამდენიმე თავის თარგმანს.

1.არის თუ არა ღმერთის არსებობა თავისთავად ცხადი? 2.შესაძლებელია თუ არა ღმერთის არსებობის დამტკიცება? 3