iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ტრიუმფალური თაღი

ერიხ მარია რემარკი

"ტრიუმფალური თაღი" - ესაა რომანი სიყვარულის, ომისა და სიკვდილის , რომანი ქალის შესახებ, რომელიც მხოლოდ ყოველწუთიერ გამარჯვებებს ესწრაფვის, და პარიზში მცხოვრები გერმანიიდან გამოქცეული ექიმისა, შიშისა და უიმედობის მუდმივი განცდით რომ ცხოვრობს. ესაა წიგნი ვნების შესახებ, რომელიც გარდუვალად ტრაგედიით უნდა დასრულდეს. შექმნილია 1945 წელს, აშშ-ში ავტორის ემიგრაციის წლებში (1939-1948).

3.55ლარი

ვიკინგები

ზიგრიდ უნსეტ

"ვიკინგები" (1909) ზიგრიდ უნსეტის პირველი ისტორიული რომანია, რომელში განვითარებული მოვლენები მე-11 საუკუნის ნორვეგიასა და ისლანდიაში მიმდინარეობს. რომანი ნორვეგიელი ვიგდისისა და ისლანდიელი ვიგა-ლიოტის სიყვარულს ამბის გადმოცემაა, სადაც სიყვარულთან ერთად განსაკუთრებული ადგილი შურისძიებისა და შვილებზე მშობლების ქმედებათა შედეგებს ეთმობა.

2.77ლარი

დასავლეთის ფრონტი უცვლელია

ერიხ მარია რემარკი

"დასავლეთის ფრონტი უცვლელია" გახლავთ ერიხ მარია რემარკის 1928 წელს გამოქვეყნებული რომანი, რომელიც გერმანელი ჯარისკაცების ფიზიკურ და მენტალურ სტრესს აღწერს პირველი მსოფლიო ომის პერიოდში. წიგნი აკრძალული იყო ფაშისტურ გერმანიაში, მის ეგზემპლარებს ეძებდნენ და წვავდნენ. რომანი ორჯერ არის ეკრანიზებული.

2.77ლარი

ვიღაც, არავინ, ასი ათასი

ლუიჯი პირანდელო

1927 წელს გამოქვეყნებული რომანი ყველაზე მეტად ტიპიურია დიდი იტალიელისთვის. ვიტანჯელო მოსკარდა უეცრად აღმოაჩენს, რომ ადამიანი "ერთი" არ არის, ის "ასი ათასია" ანუ იმდენი, რამდენ ადამიანთანაც აქვს ურთიერთობა. ხოლო ის, ვინც ამ აღმოჩენას აკეთებს, ხდება "არავინ", რადგან იმასღა ხედავს, თუ სხვათა წინაშე როგორ წარმოდგება. ამ განსჯის შედეგად ჯენჯე გადაწყვეტს, რომ საკუთარი ცხოვრება გაანადგუროს.

3.88ლარი

ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა

ერიხ მარია რემარკი

რუსეთის ფრონტზე გატარებული ორი წლის შემდეგ ერნსტ გრებერი შვებულებით ბრუნდება შინ. სახლი ჭურვებისგან დანგრეული ხვდება, ხოლო მშობლებს ვერსად აგნებს. არავინ იცის მათი ბედ-იღბალი. როდესაც შვებულება დასასრულს უახლოვდება, გრებერი მიდის ელიზაბეტთან, ბავშვობის მეგობართან, რომელიც იმავე სამყაროშია ჩაკეტილი, რომელიც მას არ შეუქმნია. მაგრამ ომის მიმდინარეობისას სიყვარული მთელ სამყაროდ მოჩანს, ხოლო დროებითი კომფორტი შესაძლოა მოულოდნელის მომტანი აღმოჩნდეს.

3.44ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

"იულიანე განდგომილი. ღმერთების სიკვდილი" პირველი რომანია ტრილოგიისა "ქრისტე და ანქტიქრისტე", რომელიც 1895 წელს გამოქვეყნდა. რომანი ასახავს IV საუკუნის რომის იმპერატორის, ფლავიუს კლავდიუს იულიანეს ცხოვრებასა და მის მცდელობას აღადგინოს წარმართობა სულ უფრო პოპულარული ქრისტიანობის პირობებში. ავტორის სიცოცხლეშივე რომანი "გამორჩეული მხატვრული ძალის" ნაწარმოებად იქნა მონათლული.

იულიანე განდგომილი
2.44ლარი

იულიანე განდგომილი

დიმიტრი მერეჟკოვსკი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star