iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

დანაშაული და სასჯელი (წიგნი 1)

ფიოდორ დოსტოევსკი

1866 წელს გამოქვეყნებული რომანის მთავარი თემა ღარიბი სტუდენტის, როდიონ რასკოლნიკოვის ღრმა სულიერი აშლილობა და მორალური დილემაა - შესაძლებელია თუ არა დანაშაულის ჩადენა მომავალი კეთილი საქმის სახელით. რომანი ასევე სინჯავს რასკოლნიკოვის თეორიას იმისა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბუნებრივად აქვთ მინიჭებული დანაშაულის ჩადენის უნარი. „დანაშაული და სასჯელი“ ფსიქოლოგიური რომანის მწვერვალად მიიჩნევა.

5.99ლარი

იდიოტი (წიგნი პირველი)

ფიოდორ დოსტოევსკი

რომანის სახელწოდება, „იდიოტი“, ნაწარმოების მთავარ მოქმედ პირზე (თავადი ლევ ნიკოლაევიჩ მიშკინი) ირონიული მინიშნებაა. მისი გულღიობა, სიკეთე და უბრალოება გარშემომყოფებს შეცდომით აფიქრებინებს, რომ ის ჭკუას და გამჭრიახობას მოისაკლისებს. დოსტოევსკი ამოცანად ისახავდა „კეთილი და ყოვლად პოზიტიური“ ადამიანის სახის შექმნას და შეცნობას იმისა, თუ რას გამოიწვევდა ასეთი უნიკალური პიროვნების განთავსება მიწიერი კონფლიქტების, სურვილების, ვნებებისა და ეგოიზმის შუაგულში. შედეგად მივიღეთ ერთ-ერთი უმშვენიერესი რომანი ლიტერატურის ისტორიაში. გამოქვეყნდა 1869 წელს.

3.33ლარი

მკვდარი სახლის ჩანაწერები

ფიოდორ დოსტოევსკი

1849 წელს დოსტოევსკის ოთხი წლის საკატორღო სამუშაოები მიუსაჯეს სოციალისტურ ჯგუფში მონაწილეობისთვის. რომანმა, რომელიც მან განთავისუფლების შემდეგ დაწერა, ეფუძნებოდა რა კონტრაბანდული გზით გამოტანილ ჩანაწერებს, არა მარტო აღიარება მოუტანა მას, არამედ რუსული ციხის აღწერის ტრადიციაც შექმნა.

3.99ლარი

ეშმაკნი (წიგნი პირველი)

ფიოდორ დოსტოევსკი

რომანი "ეშმაკნი" 1869 წელს რუსეთში მომხდარი საზარელი მკვლელობით არის შთაგონებული. ეს სოციალური და პოლიტიკური სატირა, ისევე, როგორც ფსიქოლოგიური დრამა, გმობს მატერიალისტურ იდეოლოგიას და წინასწარმეტყველურად გვიჩვენებს რუსეთში მცირე ხნის შემდეგ მომხდარ მოვლენებს.

5.55ლარი

ძმები კარამაზოვები (წიგნი I)

ფიოდორ დოსტოევსკი

წიგნი, მიჩნეული უდიდეს მიღწევად მსოფლიო ლიტერატურაში, "ძმები კარამაზოვები" არის სულიერი დრამა, რომელიც ისეთ საკითხებზე სიღრმისეულ დებატებს ეხება, როგორიცაა ღმერთი, თავისუფალი ნება, ბედისწერა, ზნეობა, ეჭვი, სამსჯავრო და სხვა. ამ ფილოსოფიური რომანის მოქმედება მე-19 საუკუნის რუსეთში მიმდინარეობს, მთავარ თემას კი შვილის მიერ მამის მოკვლა წარმოადგენს. იბეჭდებოდა "რუსეთის მაცნეში" 1879-80 წწ.

5.99ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

"რამოს ძმისწული" გახლავთ დიალოგი მთხრობელსა და ჟან-ფრანსუა რამოს შორის, რომელიც ცნობილი კომპოზიტორის ძმისწულია. დიდრო იყენებს პერსონაჟებს, რათა იმსჯელოს იტალიურ/ფრანგული საოპერო ორთაბრძოლის, ბავშვთა განათლების, გენიოსის ბუნებისა და  ფულის შესახებ. ხშირად უმიზნო საუბარი მასხრად იგდებს იმ დროის ცნობილ მოღვაწეებს, მათ შორის განმანათლებლებს, როგორებიც არიან მონტესკიე, რუსო და ვოლტერი.

ძიებაში მყოფი გმირი ნაწარმოებისა თავადპირველად რწმენისა და რელიგიის გზას შეუდგება, შემდეგ - ფილოსოფოსთა გზას, ხვავრიელს დებატებითა და იდეებით, საბოლოოდ კი მიწიერი საქმიანობისა და სიამის გზას. გზად მიმავალი ის თავს არიდებს ინკვიზიტორებს, მგზნებარე ფანატებს, შეშლილ ფილოსოფოსებსა და მოღალატე საყვარლებს. ფილოსოფიის ჭეშმარიტი კლასიკა.

"ფილოსოფიური აზრები" - ესაა ფრანგი ფილოსოფოსის განაზრებანი ადამიანის, ღმერთის, განგების შესახებ, ისევე, როგორც შესახებ ადამიანის დამოკიდებულებისა ღვთაებასთან; "ფილოსოფიური აზრების დამატებანი" კი უმთავრესად რელიგიის, უპირველეს ყოვლისა კი ქრისტიანული რელიგიის წინააღმდეგობრივ საკითებს ეხება.

წინამდებარე კრებულში თავმოყრილია ფრანგი განმანათლებლის მოსაზრებები ხელოვნების სხვადასხვა დარგებზე, როგორიცაა ფერწერა, ქანდაკება, არქიტექტურა და პოეზია, რაც მხატვრული კრიტიკის საფუძვლად იქცა. ფილოსოფიური შეხედულებები ბუნების, მატერიის, სიცოცხლის წარმოშობის საკითხებს ეხება.