iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ესე იტყოდა ზარატუსტრა

ფრიდრიხ ნიცშე

"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

4.77ლარი

სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ ნაშრომში "სიკეთესა და ბოროტებას მიღმა" განვითარებულია იდეები მისი წინამორბედი წიგნისა "ესე იტყოდა ზარატუსტრა, და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა სტანდარტებისათვის, რომლებსაც მორალთან დაკავშირებით იცავდნენ ფილოსოფოსები. წიგნი პირველად 1886 წელს გამოქვეყნდა.

4.33ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

3.77ლარი

ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს საპროგრამო ტექსტი, რომელში ჩამოყალიბებული იდეები მის მთელ შემოქმედებას თანამდევ ზოლად გასდევს. შექმნილი 1873 წელს.

0.99ლარი

ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

ფრიდრიხ ნიცშე

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

„კაპიტალისტური  წარმოების წინამორბედი ფორმები“ პირველად გამოქვეყნდა 1939 წელს სათაურით „პოლიტიკური ეკონომიის კრიტიკის მონახაზები“ (მოსკოვი 1939).

"გოთას პროგრამის კრიტიკა" არის დოკუმენტი, დაფუძნებული კარლ მარქსის 1875 წლის წერილზე გერმანიის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიისათვის, რომელთანაც მარქსი და ენგელსი ახლო ურთიერთობაში იყვნენ. დოკუმენტი გოთაში გასამართ ყრილობაზე განსახილველი საკითხების კრიტიკას წარმოადგენს; მას თან ერთვის მარქსის და ენგელსის წერილები.

"კაპიტალის" პირველი ტომის ამ ნაკვეთში კარლ მარქსი საქონლის ორ ფაქტორს, შრომის ორად ხასიათსა და ღირებულების ფორმებს იკვლევს.

სიტყვის სახით წარმოთქმული წინამდებარე ესსეი მარქსის სიკვდილამდე არ გამოქვეყნებულა. იგი იკითხება, როგორც "კაპიტალის" პირველი ტომის შეკუმშული ვერსია და მარქსის ძირითად არგუმენტებს შეიცავს კაპიტალის მუშაობის შესახებ.

"დაქირავებული შრომა და კაპიტალი" მარქსის ერთ-ერთი ფუძემდებლური ნაშრომია, რომელშიც ის შეკუმშული სახით, "მუშებისთვის" გასაგებად ხსნის "სამუშაო ძალის" ცნებას და დამოკიდებულებას დაქირავებულ შრომასა და კაპიტალს შორის. ნაშრომს წინ უძღვის ფ. ენგელსის წინასიტყვაობა.

"ფოიერბახი. მატერიალისტური და იდეალისტური შეხედულებების დაპირისპირებულობა" არის პირველი თავი "გერმანული იდეოლოგიისა", რომელშიც მარქსმა და ენგელსმა პირველად დაამუშავეს თავიანთი ახალი მსოფლმხედველობა - ისტორიის მატერიალისტური გაგება, როგორც მეცნიერული კომუნიზმის თეორიის ფილოსოფიური საფუძველი.

ფოიერბახი
2.66ლარი

ფოიერბახი

კარლ მარქსი ფრიდრიხ ენგელსი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"კომუნისტური პარტიის მანიფესტი" - ესაა 1848 წლის პოლიტიკური მანიფესტი კარლ მარქსისა და ფრიდრიხ ენგელსის ავტორობით, რომელშიც კომუნისტთა ლიგის პროგრამაა ჩამოყალიბებული. პირველად "მანიფესტი" გამოქვეყნდა გერმანულ ენაზე, 1848 წლის რევოლუციების დასაწყისში, და მას შემდეგ ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ ტექსტად ითვლება მსოფლიოში.

კომუნისტური პარტიის მანიფესტი
1.55ლარი

კომუნისტური პარტიის მანიფესტი

კარლ მარქსი ფრიდრიხ ენგელსი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ებრაელთა საკითხი" არის კარლ მარქსის 1843 წლის ნაშრომი, რომელშიც ის ბრუნო ბაუერის მიერ პრუსიაში ებრაელთა ემანსიპაციის შესაძლებლობების კრიტიკის საფუძველზე ლიბერალურ უფლებათა საკუთარ ანალიზს გვთავაზობს.

"ფილოსოფიის სიღატაკე" მთავარი წყაროა კარლ მარქსის კომუნიზმის თეორიის გასაგებად. წიგნი 1847 წელს გამოქვეყნდა პარიზსა და ბრიუსელში. იგი დაიწერა, როგორც პასუხი ფრანგი ანარქისტის, პიერ-ჟოზეფ პრუდონის ეკონომიკურ და ფილოსოფიურ არგუმენტებზე, რომლებიც მან 1846 წელს გამოცემულ წიგნში, "ეკონომიკურ წინააღმდეგობათა სისტემა", ჩამოაყალიბა.