iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ესე იტყოდა ზარატუსტრა

ფრიდრიხ ნიცშე

"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

4.77ლარი

სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ ნაშრომში "სიკეთესა და ბოროტებას მიღმა" განვითარებულია იდეები მისი წინამორბედი წიგნისა "ესე იტყოდა ზარატუსტრა, და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა სტანდარტებისათვის, რომლებსაც მორალთან დაკავშირებით იცავდნენ ფილოსოფოსები. წიგნი პირველად 1886 წელს გამოქვეყნდა.

4.33ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

3.77ლარი

ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს საპროგრამო ტექსტი, რომელში ჩამოყალიბებული იდეები მის მთელ შემოქმედებას თანამდევ ზოლად გასდევს. შექმნილი 1873 წელს.

0.99ლარი

ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

ფრიდრიხ ნიცშე

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

წიგნი „კარმა-იოგა“ შედგენილია 1893-1896 წლებში ამერიკასა და ინგლისში სვამი ვივეკანანდას ლექციების საფუძველზე, რომელშიც საუბარია კარმის გავლენაზე, შრომის საიდუმლოებაზე, ვალის მნიშვნელობაზე, საკუთარი თავის/ქვეყნიერების დახმარებაზე, გულცივობასა და თვითაღკვეთაზე, თავისუფლებაზე და ა.შ. აღსანიშნავია რომ ამ ქართულ გამოცემაში შესულია როგორც ლექციები კარმა-იოგაზე, ასევე, სხვადასხვა წლებში წაკითხული თემატურად სრულიად განსხვავებული 4 ლექციაც: 1. ღვთაებრივ სიყვარულზე, 2. რელიგიის მნიშვნელობაზე, 3. ღმერთზე და ადამიანზე, 4. შიდა სამყაროთი ცხოვრებაზე. წიგნი წარმოადგენს ავტორის ერთ-ერთ ძირითად ნაშრომს.

კარმა-იოგა
7.99ლარი

კარმა-იოგა

სვამი ვივეკანანდა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ავტორის მცირე ზომის წიგნი – „მედიტაცია და მისი მეთოდები“, რომელიც ორ ნაწილად იყოფა, შედგება უამრავი მცირე ზომის საუბრისგან. პირველი ნაწილი – მედიტაცია იოგას მიხედვით – შედგება ისეთ თემებზე საუბრებისგან როგორიცაა: რა არის მედიტაცია?, გარემო მედიტაციისთვის, პირობები მედიტაციისთვის, დრო მედიტაციისთვის, გონება და მისი მოთოკვა და სხვა. მეორე ნაწილი – მედიტაცია ვედანტას შესაბამისად – შედგება ისეთ თემებზე საუბრებისგან როგორიცაა: ღმერთის ვედანტური კონცეფცია, გაცნობიერების მიზანი და მეთოდები, ლოცვა გასხივოსნებისთვის, დე-ჰიპნოტიზაცია  სხვა.

ბჰაქთი-იოგა არის ღმერთის რეალური, ნამდვილი ძიება, ძიება, რომელიც იწყება, გადის და სრულდება სიყვარულში. ღმერთის ძლიერი, უსაზღვრო სიყვარულის ერთი წამი მარადიულ თავისუფლებას გვჩუქნის. გამოცემა აიერიანებს ვივეკანანდას რამდენიმე ტექსტს: ბჰაქთი-იოგა, ჩემი ცხოვრება და მისია, ჩემი მასწავლებელი, ბუდას მისია მსოფლიოს.

ბჰაქთი-იოგა
5.99ლარი

ბჰაქთი-იოგა

სვამი ვივეკანანდა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნი „შთაგონებული საუბრები“ წარმოადგენს იმ ლექციების და საუბრების გაშიფრულ და დამუშავებულ ჩანაწერს, რომლებსაც სვამი ვივეკანანდა 1895 წლის ზაფხულში ამერიკელ მოსწავლეთა ჯგუფთან ატარებდა. წიგნის ძირითადი თემატიკაა – სიკეთე და ბოროტება, ჭეშმარიტების და ცდომილების ამოცნობის მეცნიერება. აბსოლუტი და მაია, იოგას ოთხი სახის მსგავსება და განსხვავება, უმაღლესი მე-ს პრობლემა, დუალიზმი და მონიზმი, ადამიანის ვალდებულებები ამ სამყაროში და დიადი განთავისუფლების სტრატეგია.

შთაგონებული საუბრები
5.99ლარი

შთაგონებული საუბრები

სვამი ვივეკანანდა

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნი შედგება სვამი ვივეკანანდას 10 ლექციისგან (ინგლისურ ენაზე სტენოგრაფიულად ჩაწერილი), რომლებიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს იქნა წაკითხული ამერიკასა და ლონდონში. წიგნი – „ძველი ინდური ფილოსოფია“, მესამე ქართული გამოცემაა შესწორებებითა და დამატებებით. წიგნში ასევე შეტანილია ვივეკანანდას მიერ 1894-სა და 1896 წელს, ლონდონში წაკითხული სამი ლექციაც – „მაია და ილუზია“, „მაია და ღვთის ევოლუციის კონცეფცია“, „მაია და თავისუფლება“. წიგნს ერთვის მთარგმნელის, ნიკოლოზ კენჭოშვილის სტატია სვამი ვივეკანანდას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, სადაც ვივეკანანდას ცხოვრების და მოღვაწეობის ძირითადი მომენტებია გადმოცემული.