iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ესე იტყოდა ზარატუსტრა

ფრიდრიხ ნიცშე

"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

4.77ლარი

სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ ნაშრომში "სიკეთესა და ბოროტებას მიღმა" განვითარებულია იდეები მისი წინამორბედი წიგნისა "ესე იტყოდა ზარატუსტრა, და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა სტანდარტებისათვის, რომლებსაც მორალთან დაკავშირებით იცავდნენ ფილოსოფოსები. წიგნი პირველად 1886 წელს გამოქვეყნდა.

4.33ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

3.77ლარი

ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს საპროგრამო ტექსტი, რომელში ჩამოყალიბებული იდეები მის მთელ შემოქმედებას თანამდევ ზოლად გასდევს. შექმნილი 1873 წელს.

0.99ლარი

ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

ფრიდრიხ ნიცშე

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

იესო ქრისტეს შობის და ჯვარცმის თარიღები დღემდე დაუზუსტებელად ითვლება. ამ წიგნში ნახავთ დეტალურად ახსნილ და განმარტებულ სრულ თარიღებს, არა მარტო მის შობასა და ჯვარცმაზე, არამედ მისი ცხოვრების სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზეც. წიგნში აგრეთვე არის ვარაუდი ქვეყნის აღსასრულის ზუსტ თარიღზე, მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს სიტყვებით, ეს დღე, მხოლოდ მამა ღმერთმა იცის, როდის იქნება.

ნაშრომში დეტალურადაა განხილული ფსიქოლოგიური მიმართულებანი სამეცნიერო კვლევის სხვადასხვა სფეროში. ამასთან ერთად, გაშუქებულია პერსონოლოგიური პრობლემები ქართულ მწერლობაში – შოთა რუსთაველის, სულხან-საბა ორბელიანის, ნიკოლოზ ბარათაშვილის, ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასა და ივანე ჯავახიშვილის შემოქმედების მაგალითზე. მასალები განხილულია ევოლუციურ-დინამიკურ, ისტორიულ ასპექტში. განხილულია აგრეთვე საკითხები ადამიანის სულიერი ყოფიერების აზრის, მნიშვნელობისა და დანიშნულების შესახებ. ავტორი აგრეთვე ჩერდება კაცთმცოდნეობისა და მორალური სიფაქიზის პრობლემებზე.

წინამდებარე კვლევის საგანია ორი გმირული ეპოსი – „ამირანიანი“, „არსენას ლექსი“, და ერთი რომანტიკული ეპოსი – „აბესალომ და ეთერი“. ზურაბ კიკნაძე ამ სამ ეპოსზე ახლებურ ხედვას გადმოგვცემს, მათ შორის ერთობ საინტერესო პარალელებს ავლებს და მნიშვნელოვან მიგნებებსაც გვთავაზობს.

ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და პუბლიცისტი, ზურაბ ავალიშვილი, წინამდებარე ნაშრომში ქეთევან დედოფლის წამების ფაქტებს იკვლევს თეიმურაზის პოემის მიმართებაში ისტორიულ კონტექსტთან. დამატების სახით ნაშომს ერთვის სამი ქართული ისტორიული დოკუმენტის განხილვა.

ზურაბ ავალიშვილი წინამდებარე თხზულებაში საქართველოს ისტორიის ნაკლებად ცნობილ მოვლენებს ეხება, კერძოდ კი საქართველოს სამეფოს დამოკიდებულებას ჯვაროსნებთან დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქაში.

ჯვაროსანთა დროიდან
2.44ლარი

ჯვაროსანთა დროიდან

ზურაბ ავალიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს წიგნი იუდაიზმის ერთ-ერთი შედარებით გვიან წარმოშობილი მიმართულების, ხასიდიზმის, შესახებაა. მასში განხილულია ხასიდების რწმენა და ყოფა, მოცემულია ხასიდური გამონათქვამებისა და აფორიზმების თარგმანი და განხილულია ე.წ. "ციმცუმის" იდეა.

ნაშრომში განხილულია ტიგროსსა და ევფრატს შორის მოსახლე ძველი ხალხების - შუმერელთა და აქადელთა (ასურელ-ბაბილონელთა) მითოლოგიური წარმოდგენები, მათი შეხედულება სამაყროსა და მისი წარმოშობის შესახებ, ადამიანის შექმნა, მისი ფუნქცია, ცივილიზაცია, წარღვნის მითოსი და სხვა.

ამ ფუნდამენტურ ნაშრომში დეტალურად არის გაანალიზებული საქართველოს 1918-21 წლების მდგომარეობა საერთაშორისო ურთიერთობათა ჭრილში, აღმა და დაღმასვლებით, გამარჯვებებითა და მარცხით... და მომავლის მტკიცე იმედით.

სტატიაში განხილულია ეთიკური პრობლემატიკის ორი ალტერნატიული გადაჭრის გზა. ავტორი ცდილობს ეთიკური საკითხის განიხლივისას, ობიექტური პოზიცია შეინარჩუნოს და ეთიკური საკითხების ფილოსოფიური კვლევა შემოგვთავაზოს.