iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ფილოსოფია

სორტირება:

უნიკალური პიროვნების, დიდი პოეტისა და მოაზროვნის წინამდებარე ტექსტები, რომელთა პწკარედებიც მთარგმნელს ხელთ დიპლომატიური გზებით ჩაუვარდა, მათი პირველი პუბლიკაცია და, შესაბამისად, მსოფლიო პრემიერაა.

წინამდებარე წიგნში მოქცეულია დიდი ბერძენი ფილოსოფოსის ჩვენამდე მოღწეული წერილები, ბრძნული გამონათქვამები და ფრაგმენტები თხზულებებიდან.

1920 წელს კარლ კაუცკი დამოუკიდებელ საქართველოს ეწვია, რომლის სათავეში სოციალ-დემოკრატები იდგნენ. ევროპელმა პოლიტიკოსმა ვრცელი სიტყვა წაიკითხა საქართველოში სოციალ-დემოკრატიის პერსპექტივებზე და საქართველოს კავშირის აუცილებლობაზე ევროპულ ინტერნაციონალთან, რაც გახდა კიდეც საფუძველი წინამდებარე წიგნისა.

ბერტრან რასელის „დასავლური ფილოსოფიის ისტორია“, რომელიც დღემდე ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფილოსოფიურ ნაშრომად, წარმოადგენს დასავლური ფილოსოფიის გადმოცემას სოკრატემდელი ეპოქიდან მეოცე საუკუნემდე და მოიცავს არა მხოლოდ საკუთრივ ფილოსოფიას, არამედ შესაბამისი ეპოქებისა და ისტორიული კონტექსტის ანალიზს. წიგნი მსუბუქად და ყველასათვის გასაგებად არის დაწერილი, თუმცა, იმავდროულად, ფილოსოფიური პოპ-პუბლიკაციებისგან განსხვავებით, რეალურ და მაღალი ხარისხის ცოდნას იძლევა, რაც უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ის საინტერესო იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისა და ამ სფეროს პროფესიონალების, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც დასავლური ფილოსოფიური აზრის განვითარებით არის დაინტერესებული. აქ შემოთავზებულია ნაშრომის პირველი ნაწილი – „ანტიკური ფილოსოფია“.

„საგანთა ბუნებისათვის“ ლუკრეციუსის ერთადერთი ცნობილი ნაწარმოებია. ტექსტის მიზანია ეპიკურეიზმის ფილოსოფიის გაცნობა რომაელი ხალხისთვის. მისი ადრესატია გაიუს მემიუსი, ლუკრეციუსის პრეტორი და მფარველი. პოემაში ლუკრეციუსი სხვადასხვა ფილოსოფიურ მიმდინარეობებს განიხილავს და მნიშვნელოვან ინფორმაციას გვთავაზობს მათ შესახებ. „საგანთა ბუნებისათვის“ არის ანტიკური დებატების დაწვრილებითი გადმოცემა, რომელიც დღესაც აქტუალურია.

წიგნში შემოთავაზებულია მერაბ მამარდაშვილის ორი, უაღრესად საინტერესო კურსი მიერ ფილოსოფიურ თემებზე, რომელიც მან გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე წაიკითხა. ლექციები  წიგნში შემოთავაზებულია „ისე, როგორც წაკითხულ იქნა“, რედაქტირების გარეშე, რისი გაკეთებაც, ბუნებრივია, ავტორმა ვერ შეძლო.

საუბრები ფილოსოფიაზე
4.77ლარი

საუბრები ფილოსოფიაზე

მერაბ მამარდაშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ხშირად ფიქრობენ, რომ დეკარტმა გონებისა და სხეულის სრული გამიჯვნა შემოიტანა. მაგრამ მან ასევე აღიარა მჭიდრო კავშირი მათ შორის, თავის გვიანდელ ნაშრომებში კი ის ფოკუსირებას ადამიანური ბუნების ამ ასპექტზე ახდენს. "სულის ვნებანი" მისი უდიდესი წვლილია ამ დებატებში. იგი შეიცავს ღრმა განსჯას ემოციების მუშაობისა და მათი ადგილისა ადამიანურ ცხოვრებაში – ესაა საგანი, რომელიც სულ უფრო მეტად იპყრობს ფილოსოფოსების, ინტელექტუალებისა და კულტურის ისტორიკოსების ყურადღებას.

ეს ესსეი ლაიბნიცის პირველი ზრდასრული ფილოსოფიური ნაწარმოებია, რომელიც 1684 წელს გამოქვეყნდა. ლაიბნიცი ამ ესსეით, რომელიც მის შემდგომ თხზულებებში ხშირად არის ციტირებული, მედიატორად გვევლინება არნო-მალბრანშის ცნობილ დებატებში, რაც 1683 წელს არნოს ნაშრომის "Des vraies et des fausses ideés" გამოქვეყნებას მოყვა.

ოშო რაჯნიშის წიგნში "ზარატუსტრა: მოცეკვავე ღმერთი" საუბრებია ნიცშეს "ასე იტყოდა ზარატუსტრას" მოტივებზე.

პოლიტიკური ფილოსოფიის, ინტელექტუალური და კულტურული ისტორიისა და ეკონომიკის უზადო ნაშრომი, "გზა ბატონყომობისკენ" თითქმის საუკუნის განმავლობაში შთააგონებს და რისხვას ჰგვრის პოლიტიკოსების, საწავლულებისა და უბრალო მკითხველების არაერთ თაობას. თავდაპირველად 1944 წელს გამოქვეყნებული – როდესაც ელეანორა რუზველტმა მხარი დაუჭირა სტალინის ძალისხმევას, აინშტაინმა კი სოციალურ პროგრამას მოაწერა ხელი – "გზა ბატონყმობისკენ" ერეტიკულად ჩაითვალა წარმოების საშუალებებზე სახელმწიფო კონტროლის საშიშროებათა გამო გაფრთხილებისთვის. აქ შემოთავაზებულია ამ წიგნის შეკვეცილი ვერსია, რომელიც 1945 წელს გამოქვეყნდა "რიდერს დაიჯესტში".

ნობელის პრემიის ლაურეატის, ერვინ შროდინგერის, "რა არის სიცოცხლე?" მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კლასიკური მეცნიერული ნაშრომია. ის არაპროფესიონალისთვის არის დაწერილი, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, სტიმულად იქცა მოლეკულური ბიოლოგიის წარმოშობისა და დნმ-ის შემდგომი აღმოჩენისთვის.

რა არის სიცოცხლე?
2.99ლარი

რა არის სიცოცხლე?

ერვინ შროდინგერი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია მერაბ მამარდაშვილის მიერ პრუსტის შესახებ წაკითხულ ლექციათა კურსის შვიდი ლექციის თარგმანი, ისევე, როგორც ფრანგულენოვანი მოხსენებები, ინტერვიუები და სტატიები. წიგნი ეძღვნება მერაბ მამარდაშვილის (1930-1990) დაბედებიდან 80 წლისთავს.

ცნობიერების ტოპოლოგია
3.77ლარი

ცნობიერების ტოპოლოგია

მერაბ მამარდაშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს გახლავთ ჩვენამდე შემორჩენილი ფრაგმენტები ჰერაკლიტეს ნაშრომისა "ბუნებისათვის", სამყაროს პირველი თანმიმდევრული ფილოსოფიური ტრაქტატისა, რომელიც საჯილდაო ქვა იყო პლატონის, არისტოტელესა და მარკუს ავრელიუსისთვის, მასში გადმოცემული აზრები კი გავლენას ახდენდა ისეთ ფილოსოფოსებზე, როგორებიც მონტენი, ნიცშე და ჰაიდეგერი არიან.

წიგნი – „რა არის მედიტაცია?“ – შედგება ოშოს ორი მცირე ზომის წიგნისგან, „ცნობიერება და მედიტაცია“ და „რა არის მედიტაცია?“. წიგნში საუბარია მედიტაციის მნიშვნელობაზე, მის როლზე პიროვნულ განვითარებაში, შესაძლებლობებზე. წიგნში ავტორის მიერ მოყვანილია მედიტაციის 39 მნიშვნელობა, როგორიცაა შემოქმედება, მეცნიერება, მდუმარება, თავისუფლება, მოწიფულობა, შემთვისებლობა, სიცხადე, გაწმენდა, გაცნობიერება, გაგება, ერთიანობა, ტრანსფორმაცია და ა.შ.

„რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები“, წიგნი, რომელსაც საფუძვლად მერაბ მამარდაშვილის მიერ 1980 წლის მაისში ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი დაედო სახელწოდებით „შემეცნებითი ფორმების ანალიტიკა და ცნობიერების ონტოლოგია“, სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის რაციონალურობის არაკლასიკური ფორმულირების განხილვას ეძღვნება. ნაშრომში ფიზიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგალითების მიხედვითაა განხილული წანამძღვრები და დაშვებები, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორც მეცნიერული ანალიზის ობიექტურობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ისევე ამ ობიექტურობის მიღწევის შესაძლებლობას შემმეცნებელი სუბიექტის მიერ. წიგნში ასევე მოცემულია ორი სტატია, დაწერილი მერაბ მამარდაშვილის მიერ ე. სოლოვიოვთან და ვ. შვირიოვთან ერთად, რომელთა გამოქვეყნება გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდ მოვლენად იქცა. წიგნს ბოლოში ერთვის ვ. კალინიჩენკოს სტატია – „კლასიკურისა“ და „არაკლასიკურის“ ცნებები მ. მამარდაშვილის ფილოსოფიაში.

„ალბათ არსად, არცერთ ენაზე არ დაწერილა ისეთი წიგნი, როგორიც არის “თერიონის ვარდი”. ეს არის მეტაფიზიკური მძვინვარებით შექმნილი ნაწარმოები, სადაც დაყენებულია საზღვრითი ფილოსოფიური და რელიგიური პრობლემები. ეს წიგნი აცნაურებს ადამიანის უძლიერეს ამბოხს და მის დაჟინებულ სწრაფვას დაიცვას მიწა ზეცის წინაშე. პორფირესთან კონცენტრირებული და ურთიერთგადაჯაჭვულია თემები, რომელთაგან თითოეული იმსახურებს გულმოდგინე და სიღრმისეულ განხილვას. წიგნი ძველი ქართული ენის ინტონაციებით და ფორმებით არის აღბეჭდილი, რაც უჩვეულოა ქართული ფილოსოფიური აზროვნებისათვის და რაც, თუმც აძნელებს ნაწერის აღქმას, მაგრამ განსაკუთრებულ ტონალობას ანიჭებს და ახალ შუქზე წარმოგვიდგენს ფრაზობრივ კონსტრუქციებს. გავიმეორებ: ეს წიგნი უთუოდ უნდა გახდეს ღრმა და გულმოდგინე განსჯის საგანი“. თამაზ ჩხენკელი