iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ფსიქოლოგია

სორტირება:

დიდი ინგლისელი მწერლის ჯეიმს ალენის ყველაზე ცნობილი წიგნი „როგორ აზროვნებს ადამიანი“ გამოქვეყნდა 1902 წელს და ამჟამად ითვლება კლასიკურ ნაწარმოებად ადამიანის თვითგანვითარების სფეროში. ეს მომცრო წიგნი შეყვანილია მსოფლიოს იმ 50 საუკეთესო ფსიქოლოგიურ ნაწარმოებს შორის, რომლებიც ადამიანს ცხოვრების შეცვლაში დაეხმარება. ამიტომაც ამ გამოცემას ეს სათაური მივეცით. გამოცემაში შესულია ალენის კიდევ ორი ნაწარმოები: „გახდით თქვენი გონების, ჯანმრთელობის და ცხოვრების სრულუფლებიანი ბატონი“ და „წარმატების რვა ბურჯი“.

წინამდებარე გამოცემაში მკითხველს ვთავაზობთ მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის შინაარსობრივად ორ ერთმანეთთან ახლო მდგომ ნაწარმოებს: „ფსიქოანალიზი და რელიგია“ და „დოგმატი ქრისტეზე“. პირველ ნაწარმოებში ავტორი დიდი გულისხმიერებით მოეკიდა ისეთ რთულ საკითხს, როგორიცაა დაპირისპირება მრავალსაუკუნოვან რელიგიასა და ათეიზმის ტენდენციებს შორის. „დოგმატი ქრისტეზე“ საინტერესოა იმით, რომ ფრომი ცდილობს მიუახლოვდეს ადამიანის საიდუმლოს ამოხსნას, უპასუხოს კითხვაზე, თუ ბოლოს და ბოლოს ვინ არის ადამიანი. ეს ნაწარმოები მოიცავს ისტორიულ პერიოდს ქრისტეს დაბადებიდან ნიკეას პირველ კრებამდე. გაანალიზებულია, თუ როგორ იცვლებოდა იესოს რელიგიური გაგება იმ დროის სოციალურ-ეკონომიკურ რეალიებზე დამოკიდებულებით.

წინამდებარე წიგნიდან, გვსურს, მკითხველს დავანახოთ, რომ ის პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც თან ახლავს ფსიქიკურ აშლილობას, დაძლევადია! ფსიქიკური აშლილობის სიმპტომური გამოვლინებები, აკვიატებები იქნება ეს თუ სხვა ფორმის ილუზიები, დროთა განმავლობაში უკან იხევს, თანდათანობით ქრება და ადგილს უთმობს ახალ შესაძლებლობებს. ბავშვობისდროინდელი განწყობა, რომ რაღაც საშინელებაა მოსალოდნელი, რომელიც არასდიდებით არ უნდა მოხდეს, იცვლება და ცხადი ხდება, რომ ის ნეგატიური გამოცდილება, რომელიც ცხოვრების გზის დასაწყისში, ოდესღაც გადავიტანეთ, რამაც უცილობელი ხიფათის მოლოდინი შეგვიქმნა, აღარ განმეორდება და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდება!

წინამდებარე ნაშრომი, „ემოციური ინტელექტის განმსაზღვრელი სოციალური ფაქტორები მოზარდებთან“, წარმოადგენს მონოგრაფიულ ნაშრომს, რომელიც ეხება ბავშვის აღზრდის ხანგრძლივ პროცესს. წიგნი განკუთვნილია ფსიქოლოგებისთვის, მასწავლებლებისთვის, სოციალური მუშაკებისთვის, სტუდენტებისთვის და სოციალური მეცნიერებებით დაინტერესებული პირებისთვის.

დევიანტურად (deviation - გადახრილი) იწოდება ფსიქოლოგიურად მდგრადი ქცევის ისეთი ტიპი, რომელიც არ შეესაბამება საზოგადოებრივად მიღებულ და ოფიციალურად დადგენილ მორალურ-სამართლებლივ ნორმებსა და ღირებულებებს. სოციუმის მწვავედ უარყოფითი შეფასება-დამოკიდებულება, რასაც თან სდევს სტიგმატიზაცია/სოციალური მარკირება, დევიანტს მხოლოდ იზოლაციის, მკურნალობის ან სასჯელის ალტერნატივას სთავაზობს. დევიანტური ქცევის განმსაზღვრელი კრიტერიუმები არაერთმნიშვნელოვანი და ხშირად საკამათოა, რაც განპირობებულია მისი წინააღმდეგობრივი, ფარდობითი და დროში ცვალებადი ბუნებით.

გამოჩენილი ინგლისელი მწერლისა და ფსიქოლოგის ალენ კარის ეს წიგნი დაგეხმარებათ მის მიერ შედგენილი მეთოდიკის გამოყენებით სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემის გადაჭრაში - ალკოჰოლური დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევით დაწყებული და წონაში დაკლებით დამთავრებული. მკითხველები შეძლებენ ცნობიერების განთავისუფლებას საზოგადოებისა და მასობრივი კულტურის მიერ თავს მოხვეული სტერეოტიპებისაგან, ჩამოუყალიბდებათ პოზიტიური განწყობა, გაუმკლავდებიან სტრესებს და დაძლევენ უსარგებლო შიშებს და მღელვარებას.

ვინ არიან სპეცაგენტები? ჩვენი გაგებით ისინი არიან უჩვეულო უნარების მქონე ადამიანები. მათ აქვთ ფენომენალური ნებისყოფა, კარგი ფიზიკური მომზადება და უნიკალური უნარები. მათთვის ადამიანები გახსნილი წიგნია, ისინი ადვილად გამოიცნობენ ტყუილს და სიმართლეს, იციან, როგორ ათქმევინონ ინფორმაცია და როგორ აიძულონ ადამიანები შეასრულონ მათ მიერ დასახული ამოცანები. ნეიროლონგვისტური პროგრამირება შედარებით ახალი მეცნიერებაა, რომელსაც შეუძლია შეგცვალოთ არა მხოლოდ თქვენ, არამედ შეცვალოს მთელი თქვენი ცხოვრებაც. მას მერე, რაც ამ მეცნიერების საფუძვლებს გაეცნობით, თქვენ შეძლებთ დადგეთ არა მხოლოდ საკუთარი ცხოვრების საჭესთან, არამედ გასაღებიც იპოვოთ ადამიანებთან ურთიერთობების ნებისმიერი პრობლემის გადასაჭრელად. წიგნი განკუთვნილია მკითხველთა ფართო წრისთვის.

ეს ტექსტი შემოკლებული ვერსიაა მარკ მენსონის წიგნისა „ფეხებზე დაკიდების დახვეწილი ხელოვნება“. მხოლოდ ყველაზე ფასეული აზრები, იდეები, კეისები, მაგალითები. მარკ მენსონის ამ წიგნს აშშ-ში უწოდებენ წიგნს თვითდახმარების თაობის შესახებ. „ათეული წლები ჩვენ გვიმტკიცებდნენ, რომ პოზიტიური აზროვნება - ესაა ბედნიერი და მდიდრული ცხოვრების გასაღები. ეშმაკსაც წაუღია პოზიტიურობა“ - ამბობს მარკ მენსონი.

„როგორ სურს ქალს“ ბესტსელერის ავტორი ემილი ნაგოსკი გვთავაზობს საკუთარი სექსუალური ცხოვრების გაუმჯობესების მეცნიერულად დასაბუთებულ მეთოდიკებს. სექსისგან სიამოვნების მიღების გზა საკუთარი თავის შეცნობით იწყება. ეს წიგნი კი შესანიშნავი გზამკვლევია ამისთვის. წიგნი დაყოფილია ოთხ ნაწილად, რომელთაგან თითოეული ეძღვნება მნიშვნელოვანი ასპექტებიდან ერთ-ერთს: ანატომიას, კულტურის გავლენას, აღგზნების შესახებ მეცნიერულ მონაცემებს და სურვილებს, ბოლოს კი – ორგაზმს.

ცნობილი ამერიკელი ფსიქოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი მეგ ჯეი იკვლევს ახალგაზრდა ადამიანების განვითარებას ოციდან ოცდაათ წლამდე ასაკში. ბერკლის უნივერსიტეტში იგი მუშაობდა ერთ-ერთ ყველაზე ხანგრძლივ კვლევაზე იმის შესახებ, ზრდისა და განვითარების როგორ სტადიებს განიცდის ქალის ორგანიზმი. მისი კვლევა ქალების, დეპრესიისა და გენდერული განსხვავებების შესახებ ჩატარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ნაციონალური ინსტიტუტის დაკვეთით. ამ კვლევამ დიდი აღიარება მოიპოვა არა მარტო ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში. კლიენტებთან და სტუდენტებთან მუშაობის გამოცდილება, მისი მეცნიერული კვლევის და დაკვირვების შედეგები საფუძვლად დაედო წიგნს „რატომ არ ღირს ცხოვრების მომავლისთვის გადადება“.

ალბათ თქვენ არაერთხელ გსმენიათ ან წაგიკითხავთ, რომ ჩვენი ორგანიზმის შესაძლებლობები ამოუწურავია. და მართლაც, ცნობილია შემთხვევები, როცა კრიტიკულ სიტუაციებში ადამიანი არ იყინება ყინულიან წყალში, მხედველობადაკარგული შესანიშნავად ორიენტირებს სივრცეში, ხელების გარეშე დარჩენილი ხატავს სურათებს, ან უცებ უარს ამბობს დიდი ხნის ნანატრ დაგეგმილ შვებულებაზე და ცოცხალი რჩება, რამეთუ ის თვითმფრინავი ჰაერში ფეთქდება, რომლითაც უნდა გაფრენილიყო. ასეთი მაგალითები უამრავია. ადამიანი საოცარი არსებაა. მას ბევრი რამის გაკეთება შეუძლია, უბრალოდ საჭიროა მისი ფარული შესაძლებლობების გაღვიძება. ეს შეიძლება ფსიქოტექნიკების დახმარებით. რა არის ფსიქოტექნიკა? როგორ შეიძლება მისი გამოყენება? სწორედ ამაზე იქნება საუბარი მოცემულ წიგნში. 

მკითხველს ვთავაზობთ ოშოს წიგნის სრულ თარგმანს, რომელიც გამოვიდა მას შემდეგ, რაც ავტორმა ეს სამყარო დატოვა. წიგნი შეიცავს 80 საუბარს (თავს). იგი ეძღვნება 112 სუტრას ტექნიკას, რომელიც გადმოცემულია უძველეს ტანტრას ტრაქტატში ვიგიან ბჰაირავა ტანტრას მიერ. ამ წიგნში რაჯნიში ლაპარაკობს ღმერთზე, როგორც რაღაც პოტენციალზე. ეს პოტენციალი ჩადებულია თავად ადამიანში, როგორც გარკვეული მდგომარეობა, რომელიც მასში უნდა რეალიზდეს.

ეს ტექსტი დანიელ გოულმანის წიგნის „ემოციური ინტელექტი“ შემოკლებული ვერსიაა. აქაა მოცემული ყველაზე უფრო ფასეული აზრები, იდეები, კეისები, მაგალითები. ყველამ იცის, რომ მაღალი IQ არ არის წარმატების, ბედნიერების და კეთილდღეობის გარანტია, მაგრამ ემოციური ინტელექტის აღმოჩენამდე მხოლოდ მკითხაობდნენ ამასთან დაკავშირებით. დანიელ გოულმანის „ემოციური ინტელექტი“ პასუხობს ამ კითხვას ფსიქოლოგიის და ნეირობიოლოგიის ფარგლებში. ამ წიგნის დახმარებით ადამიანი შეძლებს ემოციების კონტროლს, ისწავლის გრძნობების დაჭერას, რომლებიც სიტყვების მიღმა იმალება.

დოქტორი დიპაკ ჩოპრა გვთავაზობს სრულიად მოულოდნელ შეხედულებას მავნე ჩვევებზე, და ამ ჩვევებით შეპყრობილ ადამიანებზე. მიუხედავად იმისა, რომ მავნე ჩვევებს ჩვენთვის მოაქვს ფიზიკური და ემოციური ტანჯვები, ეს წიგნი სიყვარულზე და იმედზე, ჯანმრთელობაზე და ბედნიერებაზეა.

ეს წიგნი  შესანიშნავი სახელმძღვანელოა საკუთარი თავისთვის დახმარების გასაწევად ყოველდღიური ცხოვრების პრობლემურ სიტუაციებში, იმ შემთხვევებში, როცა შეიძლება საკუთარ თავს დავეხმაროთ სპეციალისტების მომსახურების გარეშე, აგრეთვე ფსიქოთერაპიის პერიოდში დამატებითი მხარდაჭერისთვის. ეს წიგნი ცოცხალი და რეალისტური აღწერაა იმისა, თუ ემოციურ, სომატურ, სოციალურ, ეგზისტენციალურ და რეალური ცხოვრების სხვა პრობლემებთან პერიოდულად შეჩეხებისას, როგორ სწავლობს რეალური ადამიანი მათ გადაწყვეტას საკუთარ შეცდომებზე და წარუმატებლობებზე მიღებული გამოცდილებიდან გაცნობიერებული გაკვეთილების საფუძველზე.

წინამდებარე სახელმძღვანელოში წარმოდგენილი ფსიქოლოგიის ისტორიის კურსის უდიდესი მნიშვნელობა ისაა, რომ ამ საგნის შინაარსი არსებითად გვევლინება იმ კულტურის საფუძვლად, რომელსაც აუცილებლად უნდა ფლობდეს ნებისმიერ სფეროში მომუშავე ფსიქოლოგი. სახელმძღვანელოს წაკითხვის შედეგად მკითხველი განსხვავებულად გაიაზრებს „პროგრესის“ ცნებას. პროგრესის გაგება იმ აზრით, რომ ახალი ცოდნა ხარისხობრივად უკეთესია ძველზე, შესაძლოა ტექნიკურ და არა სოციალურ მეცნიერებებში. მართლაც, დღეს კაცობრიობამ ზედმეტად ბევრი იცის ატომის, ადამიანის ნერვული სისტემის და ა.შ. შესახებ, მაგრამ ძველბერძენ და რომაელ ფილოსოფოსთა და ფსიქოლოგთა ღვაწლი თანამედროვე მეცნიერების მიერ შექმნილ შრომებზე არანაკლებ მნიშვნელოვანი და საინტერესოა. აქედან გამომდინარე, სახელმძღვანელოს სტრუქტურაც ამ პრინციპითაა აგებული. ფსიქოლოგიის ისტორია მკითხველს არამხოლოდ ფაქტებს აცნობს, არამედ აზროვნებასაც ასწავლის, უვითარებს ცალკეული ფსიქოლოგიური მოვლენისა თუ კონცეფციის გაგებისა და ადეკვატურად შეფასების უნარებს.