iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ესე იტყოდა ზარატუსტრა

ფრიდრიხ ნიცშე

"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

4.77ლარი

სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ ნაშრომში "სიკეთესა და ბოროტებას მიღმა" განვითარებულია იდეები მისი წინამორბედი წიგნისა "ესე იტყოდა ზარატუსტრა, და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა სტანდარტებისათვის, რომლებსაც მორალთან დაკავშირებით იცავდნენ ფილოსოფოსები. წიგნი პირველად 1886 წელს გამოქვეყნდა.

4.33ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

3.77ლარი

ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს საპროგრამო ტექსტი, რომელში ჩამოყალიბებული იდეები მის მთელ შემოქმედებას თანამდევ ზოლად გასდევს. შექმნილი 1873 წელს.

0.99ლარი

ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

ფრიდრიხ ნიცშე

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

ტრაგიკული ბედის მქონე ქართველი მეფის გადაწყვეტილების პირველ პლანზე წამოწევით ილია იმ ეპოქის უკუღმართობას გვიჩვენებს და აყალიბებს მონარქის იდეალს, რომელიც შეგნებულად სწირავს თავს სამშობლოს.

წინამდებარე მცირე ზომის ესსეით ივანე ჯავახიშვილი შეკუმშული ახით გადმოსცემს ილია ჭავჭავაძის დამოკიდებულებას ისტორიის შესწავლისადმი და იმ ძირითად მომენტებს, რაზეც დიდი ქართველი მოღვაწე ამახვილებდა თავის ყურადღებას.

დიდი ილია დღეს უაღრესად აქტუალურ თემას, ღვინის ქართულად დაყენების წესს, სახელდობრ კი ქვევრში ღვინის დაყენებას, მასთან დაკავშირებულ სირთულეებს, სხვა მეთოდებთან უპირატესობებსა და გამოწვევებს აღწერს. ასევე დიდ ადგილს უთმობს მის დროს ღვინის გაყალბების (ცნობილის, როგორც „ღვინის გაკეთება“) ევროპაში გავრცელებულ პრაქტიკასა და ხერხებს. მნიშვნელოვანი წიგნია მეღვინეობით დაინტერესებული ყველა ადამიანისთვის.

წინამდებარე კრებულში შესულია ილიას მოსაზრებები საბანკო ბიზნესის მოწყობასა და ბანკის სტრუქტურასთან დაკავშირებით, მისი შეხედულებები სხვადასხვა სახის საბანკო-შემნახველი საზოგადოებების შესახებ, საგლეხო ბანკის საკითხი და ამასთან დაკავშირებული კამათი ისეთ საზოგადო მოღვაწეებთან, როგორებიც იყვნენ ნიკო ნიკოლაძე და აკაკი წერეთელი. ბონუსის სასხით გთავაზობთ ილიას პოლემიკას ნოე ჟორდანიასთან საბანკო და სხვა საზოგადოებრივ საკითხებზე.

"ქვათა ღაღადი" ქართულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიულ-პუბლიცისტური ნაწარმოებია, რომელიც სომეხ და რუს ფსევდო-მეცნიერთა უსაფუძვლო თავდასხმების არიდების ფონზე ქართველთა წარმოშობის იდეას აყალიბებს.

ქვათა ღაღადი
1.00ლარი

ქვათა ღაღადი

ილია ჭავჭავაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ქართული ლიტერატურის კლასიკოსის ხუთივე პოემა ერთ კრებულში: პატრიოტული "მეფე დიმიტრი თავდადებული" და "ქართვლის დედა", სოციალური უთანასწორობის ამსახველი "კაკო ყაჩაღი", ფილოსოფიური შინაარსის "განდეგილი" და ეროვნულ–სოციალურ პრობლემატიკაზე აგებული "აჩრდილი"

პოემები
1.55ლარი

პოემები

ილია ჭავჭავაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კრებულში შესულია ილიას შვიდივე მოთხრობა, კლასიკად ქცეული "კაცია-ადამიანი?!"-ს, "მგზავრის წერილების" და ასევე ნაკლებად პოპულარული "ნიკოლოოზ გოსტაშაბიშვილისა" და "სარჩობელაზედ" ჩათვლით.

მოთხრობები
1.66ლარი

მოთხრობები

ილია ჭავჭავაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კრებულში შესულია დიდი ილიას მიერ შექმნილი ორივე პიესა: "მაჭანკალი", აგებული "კაცია ადამიანის?!" მოტივებზე და "გლეხთა განთავისუფლების პირველ დროების სცენები", ამსახველი ბატონყმობისშემდგომი საქართველოს სოციალური ურთიერთობებისა.

პიესები
1.22ლარი

პიესები

ილია ჭავჭავაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star