iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ცნობიერება და ცივილიზაცია

მერაბ მამარდაშვილი

„ცნობიერება და ცივილიზაცია“ მერაბ მამარდაშვილის მიერ სხვადასხვა წლებში წაკითხული ლექციების ციკლია, რომელშიც თემატურად არის გადმოცემული ავტორის დამოკიდებულება („კონკრეტული და ცოცხალი შეგრძნება“) აღნიშნული საკითხისადმი. წიგნი იყოფა ორ ნაწილად, პირველი ნაწილი ეთმობა იმას, რასაც ავტორი აღწერადს, ანუ ნორმალურ სიტუაციებს უწოდებს და მეორე, აღუწერად, ანუ აღწერას (პრინციპულად განუსაზღვრელ) დაუქვემდებარებელ სიტუაციებს.

7.99ლარი

ცნობიერების ტოპოლოგია

მერაბ მამარდაშვილი

წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია მერაბ მამარდაშვილის მიერ პრუსტის შესახებ წაკითხულ ლექციათა კურსის შვიდი ლექციის თარგმანი, ისევე, როგორც ფრანგულენოვანი მოხსენებები, ინტერვიუები და სტატიები. წიგნი ეძღვნება მერაბ მამარდაშვილის (1930-1990) დაბედებიდან 80 წლისთავს.

3.77ლარი

რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები

მერაბ მამარდაშვილი

„რაციონალურობის კლასიკური და არაკლასიკური იდეალები“, წიგნი, რომელსაც საფუძვლად მერაბ მამარდაშვილის მიერ 1980 წლის მაისში ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტში წაკითხული ლექციების კურსი დაედო სახელწოდებით „შემეცნებითი ფორმების ანალიტიკა და ცნობიერების ონტოლოგია“, სამყაროს შესახებ ჩვენი ცოდნის რაციონალურობის არაკლასიკური ფორმულირების განხილვას ეძღვნება. ნაშრომში ფიზიკისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგალითების მიხედვითაა განხილული წანამძღვრები და დაშვებები, რომლებიც განსაზღვრავენ, როგორც მეცნიერული ანალიზის ობიექტურობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, ისევე ამ ობიექტურობის მიღწევის შესაძლებლობას შემმეცნებელი სუბიექტის მიერ. წიგნში ასევე მოცემულია ორი სტატია, დაწერილი მერაბ მამარდაშვილის მიერ ე. სოლოვიოვთან და ვ. შვირიოვთან ერთად, რომელთა გამოქვეყნება გასული საუკუნის 70-იან წლებში დიდ მოვლენად იქცა. წიგნს ბოლოში ერთვის ვ. კალინიჩენკოს სტატია – „კლასიკურისა“ და „არაკლასიკურის“ ცნებები მ. მამარდაშვილის ფილოსოფიაში.

7.99ლარი

ფანტაზია არაცნობიერის თემაზე

დევიდ ლოურენსი

წიგნში განხილულია, თუ რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს წარსულ გამოცდილებას ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე, რადგან ყოველი ქმედება პირდაპირ თუ ირიბად აისახება და ილექება არაცნობიერში, რაც შემდეგში თავს იჩენს ამა თუ იმ გადაწყვეტილების განხორციელების დროს. კულტურისა თუ სხვა გარემოების მიერ დათრგუნული ლიბიდო არაერთი კომპლექსის წყაროდ გვევლინება. სანამ მოზარდის ორგანიზმში სექსუალური სურვილები აქტუალიზირდება, იქამდე გოგონასა თუ ვაჟის ცნობიერში ჩნდება და ხშირად განმსაზღვრელიც კი ხდება ოჯახისა და კულტურის მიერ შემუშავებული წარმოდგენები სექსუალობისა და სექსისადმი, რაც ამ უკანასკნელის დათრგუნვასა და ტაბუირებას განაპირობებს.

6.99ლარი

საუბრები ფილოსოფიაზე

მერაბ მამარდაშვილი

წიგნში შემოთავაზებულია მერაბ მამარდაშვილის ორი, უაღრესად საინტერესო კურსი მიერ ფილოსოფიურ თემებზე, რომელიც მან გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე წაიკითხა. ლექციები  წიგნში შემოთავაზებულია „ისე, როგორც წაკითხულ იქნა“, რედაქტირების გარეშე, რისი გაკეთებაც, ბუნებრივია, ავტორმა ვერ შეძლო.

4.77ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

წინამდებარე ნაშრომში ქართველი ფილოსოფოსი პოპულარული ენით განმარტავს ალბერტ აინშტაინის ფარდობითობის თეორიას, ფიზიკის მეცნიერებაში მანამდე არსებულ მდგომაროებასა და აღნიშნული თეორიის მნიშვნელობას ფილოსოფიისთვის.

წინამდებარე კრებულში შესულია ალბერტ აინშტაინის ოთხი ესსეი და დიალოგი, რომლებშიც დიდი მეცნიერი და ფილოსოფოსი საკუთარ შეხედულებებს გამოთქვამს მეცნიერების მომავლის, რელიგიისა და მეცნიერების კავშირის, ფილოსოფიის მიზნისა და დანიშნულების, და სხვა საკითხების შესახებ მეოცე საუკუნის რეალობათა ფონზე.

21-ე საუკუნის მიჯნაზე ფართოდ გავრცელდა აზრი ალბერტ აინშტაინის რელიგიურობის შესახებ. წინამდებარე კრებული ნათლად გვიჩვენებს მის დამოკიდებულებას მეცნიერებისა და რელიგიისადმი, სადაც ის, ერთის მხრივ, მეცნიერებისა და რელიგიის მორიგებას ცდილობს, მეორეს მხრივ კი ამ უკანასკნელს მხოლოდ ზნეობრივი ნორმების მცველის ფუნქციას უტოვებს.

ალბერტ აინშტაინი ამ ესსეიში შიშისა და სოციალური რელიგიის ცნებებს უმატებს კოსმოსური რელიგიის ცნებას და ამ გზით რელიგიასა და მეცნიერებას შორის ურთიერთობის ერთგვარად ახალ კონცეფციას გვთავაზობს, რომელიც საბოლოოდ ბუნების საყოველთაო კანონების არსებობის რწმენამდე დაიყვანება.

21-ე საუკუნის მიჯნაზე ფართოდ გავრცელდა აზრი ალბერტ აინშტაინის რელიგიურობის შესახებ. წინამდებარე ესსეი ნათლად გვიჩვენებს მის დამოკიდებულებას მეცნიერებისა და რელიგიისადმი, სადაც ამ უკანასკნელს მხოლოდ ზნეობრივი ნორმების მცველის ფუნქციას უტოვებს.