iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

მასების ამბოხი

ხოსე ორტეგა ი გასეტ

„მასების ამბოხი“ ხოსე ორტეგა ი გასეტის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც წიგნად 1929 წელს გამოქვეყნდა (მანამდე სტატიების სახით იბეჭდებოდა გაზეთში El Sol) და ოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. ავტორი ევროპის უახლესი ისტორიის განხილვის საფუძველზე აგებს ადამიანი-მასის კონცეფციას, „ბრბოსი“, რომელმაც ადამიანის აქტივობის ყველა სფეროში შეაღწია, ეხება მიზეზებს, რომლებმაც ასეთ ადამიან-მასათა უმრავლესობის მიერ უმცირესობის გაძევება გამოიწვია. წიგნის მეორე ნაწილი ერების წარმოშობის მიზეზებსა და მათი განვითარების გზებს იკვლევს.

5.00ლარი

დასავლური ფილოსოფიის ისტორია. წიგნი II

ბერტრან რასელი

ბერტრან რასელის "დასავლური ფილოსოფიის ისტორიის" მეორე წიგნი მოიცავს ათსაუკუნოვან პერიოდს და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი "კათოლიკურ ფილოსოფიას" უწოდებს, დაწყებული ეკლესიის მამებიდან (წმ. ავგუსტინე, პელაგიუსი, წმ. ბენედიქტე და გრიგოლ დიდი), მაჰმადიანური კულტურის გავლით დომინიკელებისა და ფრანცისკანელების ჩათვლით. ავტორი ასევე ეხება იოანე სკოტის, უილიამ ოკამელის და თომა აკვინელის ფილოსოფიას.

4.99ლარი

ფსიქოანალიზის შესავალი

ზიგმუნდ ფროიდი

ფროიდს არასოდეს შეუქმნია რეალური სახელმძღვანელო. მაგრამ „ფსიქოანალიზის შესავალი“ უდავოდ ყველაზე ახლოს არის ასეთ ტექსტთან. ფსიქიკური პროცესების მის მიერ აღმოჩენილი ძირითადი კანონები, განსაკუთრებით, არაცნობიერი, ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი მრავალი შედარების, ამბისა და სამედიცინო ისტორიის ამონარიდის გამოყენებით ფსიქოანალიტიკური კვლევის სამ კლასიკურ მიმართულებაზე დაყრდნობით – ესენია შეცდომები, სიზმრები და ნევროზული სიმპტომები. ხიბლი, რომელიც, როგორც ამბობენ, ფროიდის ლექციების სტილს ახასიათებდა, ნაბეჭდ ტექსტსაც მსჭვალავს: იმდროინდელ მსმენელთან გამართული დიალოგი დღესაც ცოცხლად იკითხება. ფაქტობრივად, „შესავალი“, მისი აზროვნების ყველაზე მნიშვნელოვანი პროდუქტი, დღემდე რჩება ფსიქოანალიზის დამფუძნებლის ყველაზე მოთხოვნად ნაშრომად.

4.99ლარი

დასავლური ფილოსოფიის ისტორია. წიგნი I

ბერტრან რასელი

ბერტრან რასელის „დასავლური ფილოსოფიის ისტორია“, რომელიც დღემდე ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფილოსოფიურ ნაშრომად, წარმოადგენს დასავლური ფილოსოფიის გადმოცემას სოკრატემდელი ეპოქიდან მეოცე საუკუნემდე და მოიცავს არა მხოლოდ საკუთრივ ფილოსოფიას, არამედ შესაბამისი ეპოქებისა და ისტორიული კონტექსტის ანალიზს. წიგნი მსუბუქად და ყველასათვის გასაგებად არის დაწერილი, თუმცა, იმავდროულად, ფილოსოფიური პოპ-პუბლიკაციებისგან განსხვავებით, რეალურ და მაღალი ხარისხის ცოდნას იძლევა, რაც უფლებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ ის საინტერესო იქნება არა მხოლოდ სტუდენტებისა და ამ სფეროს პროფესიონალების, არამედ ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც დასავლური ფილოსოფიური აზრის განვითარებით არის დაინტერესებული. აქ შემოთავზებულია ნაშრომის პირველი ნაწილი – „ანტიკური ფილოსოფია“.

4.99ლარი

დასავლური ფილოსოფიის ისტორია. წიგნი III

ბერტრან რასელი

ბერტრან რასელის „დასავლური ფილოსოფიის ისტორიის“ მესამე წიგნი მოიცავს პერიოდს მეთვრამეტე საუკუნიდან მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი „თანამედროვე ფილოსოფიას“ უწოდებს, დაწყებული დევიდ ჰიუმიდან და ლოგიკური ანალიზის ფილოსოფიით დასრულებული. სწორედ ამ უკანასკნელ სკოლას მიაკუთვნებს ავტორი საკუთარ თავსაც.

4.99ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

ეს წიგნი მიიზიდავს ბევრ მოაზროვნე მკითხველს, მათ, ვისაც აინტერესებს მეცნიერება და ამავე დროს, მისტიკა, სამყაროს ენერგია და ადამიანის, საკუთარი „მე“-ს ადგილი მიკრო და მაკრო კოსმოსში. გამოცემა ეხება შემქმნელის მიერ შექმნილ სამყაროს, მის ერთიანობას, ჩვენს ადგილს ამ უსასრულო სამყაროში და იმ არსებებს, რომლებიც ჩვენ გარშემო არსებობენ. წიგნში ვისაუბრებ ჩვენს პასუხისმგებლობაზე, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ სამყაროს, საკუთარ თავს, ჩვენ გარშემო მყოფ ადამიანებს და სხვა არსებებს. ეს წიგნი არ არის არც კლასიკური სამეცნიერო და არც მხოლოდ მისტიკური სისტემური ნამუშევარი, ის, ერთგვარი სიმბიოზია.

მასონური გზა თაობიდან თაობაზე განდობის ელემენტებითა და ტრადიციებით გადადის და ვითარდება. განდობა შეიძლება ეწოდოს მთლიან პროცესს, პირველი სხივის ხილვიდან - სინათლის ხილვამდე და შემდგომაც. განდობა მასონური ორდენის პირველ - შეგირდის ხარისხში - ინიცირება ეწოდება და ეს „საერთო“ ანუ „ერთიანი“ განდობის სისტემა სწორედ ამ ცერემონიით იწყება. ამასთან, მასონური ორდენის განდობის ერთიანი ციკლი ცოტა უფრო ადრე იწყება, ვიდრე თავად ინიციაცია. უფრო ზუსტად, ინიციაციის და „გამოცდების“ პირველი ეტაპია - განდგომის ანუ რეფლექსიის კელია. განდგომის კელიაში - ოთახში ადამიანი, კანდიდატი, რჩება მარტო, საკუთარ თავთან და გარკვეულ მედიტაციაშია, რომელსაც ჩვენ რეფლექსიას ვუწოდებთ, ანუ მდგომარეობას როდესაც ადამიანის მიერ საკუთარი პიროვნების (ღირებულებების, ინტერესების, მოტივების, ემოციების, საქციელის) ცოდნისა და მდგომარეობის გაცნობიერება ხდება. წარმოდგენილი განახლებული გამოცემა გაძლევთ საშუალებას უფრო სიღრმისეულად გაიგოთ, თუ რას წარმოადგენს მასონურ ორდენში ინიცირების რიტუალი, რა კავშირშია ალქიმია და განდობის ცერემონია, რა სიმბოლიზმია განდგომის კელიაში - რომელიც წარმოადგენს პირველ „გამოცდას“ შეგირდის ინიცირების დროს.

მომზადდა ტრილოგია „მასონის სახელმძღვანელო“ და ამ სამ გამოცემაში ვეცდები მეტი დაგანახოთ მასონური ორდენის „შიდა სამზარეულოს“ შესახებ. თქვენ წინაშეა „წიგნი მესამე“ - ტრილოგიის ბოლო, მესამე ნაწილი, რომელშიც მოკლედ აღწერილია რამდენიმე ძირითადი მასონური წესდება, მათი ისტორია, შინაარსი, რიტუალისტიკა, ე.წ. „ზედა საფეხურების“ პრინციპები და სისტემა, ასევე, წაიკითხავთ სხვადასხვა რაინდულ ორდენზე, რომელიც დაკავშირებულია მასონურ საძმოსთან, ისევე, როგორც როზენკროიცერულ, მარტინისტულ და სხვა მისტიკურ, ეზოთერულ და ალქიმიურ ორგანიზაციებზე, პარა-მასონურ საზოგადოებებზე, მათ ისტორიაზე, სისტემებზე და ფასეულობებზე. ტრილოგია განსხვავებული ფორმატის გამოცემაა, რომელიც აქამდე არ ყოფილა ქართულენოვანი მკითხველის სივრცეში. ეს წიგნები თქვენ დაგანახებთ მასონურ ლოჟას და საძმოს შიდა სტრუქტურულ-სისტემურ ცხოვრებას, პრაქტიკული თვალსაზრისით, ნაკლები ისტორია - მეტი, რეალური ცხოვრებიდან.

2022 წელს, აზრად მომივიდა კომისიის (რომლის ერთ - ერთი წევრი მეც გახლავართ) მიერ მომზადებული რამდენიმე „მასონური სახელმძღვანელოს“ გადაკეთება პროფანული, ანუ არა მასონური, საზოგადოებისთვის, რათა თითოეულ თქვენთაგანს მიეცეს საშუალება უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს მასონური ორდენის სტრუქტურა და საქმიანობა, რა თქმა უნდა, ისე, რომ არ დაირღვეს „მასონური საიდუმლოება“. მომზადდა ტრილოგია „მასონის სახელმძღვანელო“ და ამ სამ გამოცემაში ვეცდები მეტი დაგანახოთ მასონური ორდენის „შიდა სამზარეულოს“ შესახებ. თქვენს წინაშეა - წიგნი მეორე, სადაც საუბარი იქნება - თუ რა განსხვავებია მასონურ რიტუალებს შორის, საქართველოს დიადი ლოჟის ფორმირების ისტორია, საქართველოში მოქმედი წესდებების და რიტუალების ისტორია, რას წარმოადგენს თანამოძმის ანუ კომპანიონის ხარისხი, თანამოძმის ხარისხის ელემენტები, რას ნიშნავს კვალიფიკაციის ამაღლება და სარგოს მომატება, ოსტატად ელევაცია და მრავალი სხვა.

ქართულენოვან მკითხველს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში აქვს საშუალება, გაეცნოს ოცამდე გამოცემას - მომზადებულია მასონური გამომცემლობის მიერ, რომელიც, თავის მხრივ, არ მიეკუთვნება საქართველოს დიად ლოჟას და მოქმედებს, როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია. 2022 წელს, აზრად მომივიდა კომისიის (რომლის ერთ-ერთი წევრი მეც გახლავართ) მიერ მომზადებული რამდენიმე „მასონური სახელმძღვანელოს“ გადაკეთება პროფანული, ანუ არა-მასონური, საზოგადოებისთვის, რათა თითოეულ თქვენგანს მიეცეს საშუალება, უფრო სიღრმისეულად შეისწავლოს მასონური ორდენის სტრუქტურა და საქმიანობა, რა თქმა უნდა, ისე, რომ არ დაირღვეს „მასონური საიდუმლოება“.

საბჭოეთმა დაუკითხავად ისესხა უამრავი ელემენტი მასონობისგან, რადგან მისი საწყისი პოლიტიკური „ელიტის“ ნაწილი მიეკუთვნებოდა (ან პირად წარსულში წვდომა გააჩნდა) სხვადასხვა მასონურ, ეზოთერულ, კაბალისტურ, მისტიკურ, როზენკროიცერულ, მათ შორის, ფსევდო-ორგანიზაციებს, საზოგადოებებს და საძმოს. ამ წიგნში, ასევე, განვიხილავ საკმაოდ სინტერესო ფენომენს. მასონობის დევნის და ლიკვიდაციის პერიოდში შექმნილი „გულაგების“ პირველ სპეციალურ დაწესებულებებში მასონობის ზეგავლენაზე „კანონიერი ქურდების“ გარკვეული ტრადიციების ჩამოყალიბებაზე. სწორედ 1930-იან წლებში ჩამოყალიბდა ეს ფენომენი საბჭოეთში, რომელსაც ახასიათებდა საკუთარი კოდექსების მკაცრი პრინციპების არსებობა, ასევე ჩაკეტილობისა და კონსპირაციის გარკვეული დონე. ვფიქრობ საინტერესო გამოცემა გამოვიდა, რომელსაც დიდი ინტერესით გაეცნობით და რომელიც მისცემს თქვენს გონებას დამატებით ფიქრის საზრდოს.

ქალები უკვე მე-18 საუკუნიდან აცხადებდნენ სურვილს მასონურ ორდენში გაწევრიანებაზე, მაგრამ მათი „მასონად აღიარებას“ საფრანგეთში რამდენიმე ათეული წელი, ხოლო ინგლისში 200 წელზე მეტი დრო დასჭირდა. დღეს ეს საკითხი საკმაოდ მწვავედ დგას ტრადიციულ მასონურ წრეებში, ამასთან, ცალკე მდგომი [მხოლოდ ქალებისთვის] ქალთა ლოჟები, აღიარა ფაქტობრივად უკვე ყველა იურისდიქციამ, როგორც „მასონური“, აკრძალვა ვრცელდება ე.წ. „შერეულ“ მუშაობებზე, სადაც მამაკაცები და ქალები ერთად რიტუალურად იმუშავებდნენ. წიგნის ავტორი არ ამტკიცებს თუ რა არის მართებული, წარმოგიდგენთ მხოლოდ ფაქტებს და ისტორიას, ამასთან, გარკვეულ მსჯელობას, თუ რატომ სურთ ქალებს მასონური ორდენის წევრობა, რას „აძლევს“ მათ ასეთი წევრობა, რა როლს ასრულებს ქალი როგორც მასონი, საზოგადოებაში და ა.შ..

ქალი მასონი
21.55ლარი

ქალი მასონი

სოლომონ ასურელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს ახალი გამოცემა ერთგვარი სამგზავრო დღიურია, რუკაა, რომლის მეშვეობითაც ვეპატიჟები ქართულენოვან მკითხველს, ჩემთან ერთად იმოგზაუროს მასონური ორდენის არსის საკვლევად, ჭეშმარიტებისა თუ მოგონილი ლეგენდების დასადგენად. წინა გამოცემებისგან განსხვავებით, ეს წიგნი, მასონური ორდენის არსის თუ ისტორიის სხვა ასპექტებზე აკეთებს აქცენტს, რაც მკითხველისთვის საინტერესო უნდა იყოს.  ეს წიგნი არის მცდელობა, მკითხველს მარტივი და გასაგები ენით ვუმასპინძლო და ჩემთან ერთად ვამოგზაურო მასონური ორდენის „საიდუმლო ფარდის“ მიღმა. ამ გამოცემაში წარმოდგენილი ხედვა მეკუთვნის მე და არ წარმოადგენს რომელიმე მასონური ორგანიზაციის და მორჩილების ოფიციალურ პოზიციას.

ეს შემოკლებული და ელექტრონულად ადაპტირებული მეორე გამოცემაა. წიგნი მივუძღვენი იმ ქართველ ძმებს , მასონური ორდენის წევრებს, რომლებიც იყვნენ ჩვენი სამშობლოს შვილები, ქვეყნის განვითარებაში სხვადასხვა როლით, ფუნქციითა და ხედვით. წლების წინ საკმაოდ გაუბედავად დავიწყე ამ გამოცემის მომზადება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილი და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში, კიდევ მრავალი ახალი გამოცემა მიეძღვნება ჩვენს ქართველ მასონ ძმებს. გაუბედავად, იმიტომ, რომ რთულია გამორჩეულ ადამიანებზე წერა, ქართული საზოგადოებისთვის იმის ახსნა, თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები, როგორც მასონები, თუ რა გავლენას ახდენდა მასონობა მათ მსოფლმხედველობაზე და ზოგადად, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე. 

რას არ მიაწერენ „ილუმინატებს“ შეთქმულების თეორიის თანამედროვე მოყვარულები: ნაპოლეონ ბონაპარტის დამარცხებას ვატერლოოს ბრძოლაში, პრეზიდენტ ჯონ ფ

ილუმინატები
33.00ლარი

ილუმინატები

სოლომონ ასურელი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ესა თუ ის საიდუმლო საზოგადოება ეფუძნება გარკვეულ პრინციპებს, ცოდნას, ნაგროვებ გამოცდილებას, წესდებას, საერთო მიზნებსა და ამოცანებს. ყოველი ასეთი საზოგადოება ერთმანეთისგან განსხვავდება, მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა საერთო თვისებებიც და გადაკვეთის წერტილებიც ჰქონდეთ. ხშირად, მაგრამ არა ყოველთვის, ასეთი საზოგადოებები თანამშრომლობენ, ერთმანეთისგან „სწავლობენ“ და შესაძლოა ერთიანდებიან, აერთიანებენ რა მათ ტრადიციებს, ცოდნასა და შესაძლებლობებს.

აღნიშნული გამოცემა შედგება სამი ნაწილისგან: 1. მასონის მსოფლმხედველობა 2. ოსტატის ხარისხი 3. პრაქტიკული ეზოთერული სავარჯიშოები - 2020 წლის ადაპტირებული ელექტრონული ვერსია.

ამ წიგნით მსურს ტაძრელთა - ტამპლიერთა ორდენის ისტორიას უფრო ვრცლად დავუთმო ქართულენოვანი მკითხველის ყურადღება, უფრო ღრმა კვლევა და ანალიზი წარმოგიდგინოთ, ძვირფასო მკითხველო, ამ საინტერესო, საიდუმლოებით მოცულ და გავლენიან რაინდთა ორდენზე, რომელსაც ჩემი ღრმა რწმენით საკუთარი არსებობა მე-14 საუკუნეში ნამდვილად არ შეუწყვეტია და დღესაც აქტიურად მოღვაწეობს. შევეცდები ლაკონურად, მაქსიმალურად მარტივად და ამომწურავად წარმოგიდგინოთ, როგორც ორდენის ისტორია, ასევე ანალიზი იმისა, თუ რა მოხდა წარსულში და რა ვითარებაა დღეს ამ ორდენთან მიმართებით.

ამ გამოცემაში შევეცადე მოკლედ მიმომეხილა ის უსაფუძვლო ბრალდებები, რომელიც ისმის მასონების წინააღმდეგ, განსაკუთრებით რელიგიურ კონტექსტში და ასევე, წარმომედგინა პირადად ჩემი შეხედულებები, ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ადამიანის, მასონობის, რელიგიის და სახელმწიფოს ურთიერთკავშირი, თანხვედრა, თანაარსებობა და განსხვავებები. ეს მხოლოდ ჩემი, ერთ-ერთი ძმა - მასონის, მკვლევარის პირადი შეხედულებებია. წინამდებარე გამოცემაში ასევე განხილულია მაგია, როგორც რელიგიის წინაპარი, საინტერესო ანალიზია ბიბლიის, როგორც წმინდა კანონთა კრებულის, წარმოდგენილია მასონური ორდენის ისტორიის გარკვეული მონაკვეთი საქართველოს ისტორიიდან, ისევე, როგორც რელიგიის განვითარების ისტორიული ეტაპები საქართველოში.

თქვენს წინაშეა ქართველი მასონის, სოლომონ ასურელის ნაშრომი „მასონობა და უძველესი მისტერიები“, გაგრძელება ციკლის, რომელიც მოკლედ მოგითხრობთ მასონურ ტრადიციების პარალელურად კაცობრიობის ისტორიაში აღმოცენებულ მისტერიების - კაბალას, სუფიზმისა და თეოსოფიის შესახებ. აღნიშნული გამოცემა მიუკუთვნება „მიწა“-ს, წიგნი მესამე. როგორც წინა გამოცემებში, ვეყრდნობი პირად ცოდნასა და გამოცდილებას, შეხედულებებს, რომელიც პირადად მივიღე ემპირიული თუ თეორიული ცოდნის მიღებისას, სხვადასხვა ავტორიტეტულ წყაროზე დაყრდნობით. 

თქვენს წინაშეა ქართველი მასონის, სოლომონ ასურელის ნაშრომი „მასონობა და ოკულტიზმი“, გაგრძელება ციკლის, რომელიც მოკლედ მოგითხრობთ მასონურ ტრადიციებზე, ოკულტიზმზე, ეზოთერიკულ კვლევებზე და ცოდნაზე, მარტინისტთა ორდენის აღმოცენებაზე, ჰერმეტიკულ საზოგადოებებზე მათ განვითარების ისტორიას და სხვადასხვა მოვლენის ურთიერთკავშირს ისტორიულ და ორგანიზაციულ ჭრილში. ჩემი წიგნების ციკლი დავყავი ოთხი მიმართულებით - „მიწა“, „ჰაერი“, „წყალი“ და „ცეცხლი“, თითოეულში კი 3 ნაწილია. ჩვენს საზოგადოებაში, მრავალი ობიექტური მიზეზის გამო, ამ წიგნებში აღწერილ საკითხებზე ცოდნა საკმაოდ ბუნდოვანია ან მცდარი. შესაბამისად, ვცდილობ მოკლედ, მაგრამ ნათლად წარმოვაჩინო რიგი საკითხები, თემები, რომელთა ცოდნა და ანალიზი აუცილებელია, ყველა განათლებული, კულტურული და განვითარებული ადამიანისთვის.