iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

შეყვარებული მხატვარი

მოლიერი

ფრანგულ ენაზე პიესის სრული სახელწოდებაა "სიცილიელი ანუ შეყვარებული მხატვარი" - ეს გახლავთ ერთაქტიანი კომედია, რომელშიც ეჭვიანი პატრონის გაბითურების სცენაა გათამაშებული. პიესა პირველად დაიდგა 1667 წლის 5 იანვარს სენ-ჟერმენ-ენ-ლეიში.

1.00ლარი

მკურნალი სიყვარული

მოლიერი

მოლიერის სამაქტიანი კომედია "მკურნალი სიყვარული", რომელიც ხუთ დღეში იქნა და დაწერილი და წარმოდგენილი, ძუნწი და ეგოისტი მამის გაბითურებას გვიჩვენებს, ვისაც არაფრით სურს ქალიშვილის გათხოვება. პირველი წარმოდგენა შედგა 1665 წლის 22 სექტემბერს.

1.22ლარი

ჩინებული სასიძონი

მოლიერი

ასტროლოგის მიერ დაიმედებული სასიძოები დედოფლის ასულის ხელისათვის ეჯიბრებიან ერთმანეთს, მაგრამ კომიკურ სიტუაციაში აღმოჩნდებიან, ამ დროს კი არადიდგვაროვანი სამხედრო პირი იმარჯვებს, რომელიც ბედსა და თავის თავსაა მინდობილი.

1.44ლარი

კრიჟანგი

მოლიერი

მხოლოდ ფულით მოტივირებული გამრიგე, ჰარპაგონი, შეძლებულ მეღლეებს ეძებს თავისი შვილებისთვის, რათა მისი სიმდიდრე უსაფრთხოდ იქნას შენარჩუნებული. რა მოხდება მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტ გრძნობებს აეხდება ფარდა? ვნება და ანგარებითი მოტივები ერთმანეთის გვერდით თანაცხოვრობენ ამ ხმაურიან კომედიაში.

1.77ლარი

სასაცილო პრესიოზები

მოლიერი

პიესა, რომელმაც მოლიერსა და მის კომპანიას პარიზის თეატრისა და პუბლიკისკენ გაუხსნა გზა. "სასაცილო პრესიოზები" მოლიერისათვის დამახასიათებელი იუმორით აქილიკებს უსაფუძვლო პრეტენზიულობას, და დღესაც საკმაოდ აქტუალურად ჟღერს. 

0.99ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

ანტიქრისტე
3.77ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.

"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

"Ecce Homo: როგორ იქცე იმად, რაც ხარ" - ფრიდრიხ ნიცშეს უკანასკნელი ორიგინალური ნაწარმოებია, რომელიც 1888 წელს შეიქმნა, მაგრამ 1908 წლამდე არ გამოქვეყნებულა. ესაა წიგნი, რომელშიც ნიცშე გვთავაზობს თავისი განვითარების, შრომებისა და მისი პიროვნების მნიშვნელობის საკუთარ ინტერპრეტაციას. ქვეყნდება ორიგინალის ენაზე.

Ecce Homo
1.00ლარი

Ecce Homo

ფრიდრიხ ნიცშე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ფრიდრიხ ნიცშეს საპროგრამო ტექსტი, რომელში ჩამოყალიბებული იდეები მის მთელ შემოქმედებას თანამდევ ზოლად გასდევს. შექმნილი 1873 წელს.

გერმანელი ფილოსოფოსის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური ნოველა შექმნილია 1883-85 წწ.. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შექმნილი ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

Also Sprach Zarathustra
0.99ლარი

Also Sprach Zarathustra

ფრიდრიხ ნიცშე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star