„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
"თამარ დედოფალი" (1903) ჰამსუნის მეხუთე და ბოლოსწინა პიესაა, რომლის შთაგონების წყაროს საქართველოს ისტორია წარმოადგენს, რასაც ავტორი 1899 წელს კავკასიაში მოგზაურობისას გაეცნო. პიესა მოგვითხრობს თამარისა და მუსლიმთა ხანის ომის ამბავს, რომელსაც რომანტიულ ხაზად დედოფლისა და მისი მეუღლის, მთავარ გიორგის ურთიერთობა გასდევს. პიესა შესრულდა კნუტ ჰამსუნის დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე 2009 წელს.
რომანის გმირი, იუჰან ნილსენ ნაგელი, იდუმალი პიროვნებაა, რომელიც ერთი პატარა ნორვეგიული ქალაქის მშვიდ და ბიურგერულ ცხოვრებას ააფორიაქებს და ააშფოთებს. ის თითქოს უცხოა ამ პლანეტაზე, ცდილობს წესების მიხედვით იცხოვროს და არ იცის, როგორ; მოიპოვებს ორი ქალის სიყვარულს, მაგრამ ვერც ერთის რეალიზებას ვერ შეძლებს; მას არეული აქვს რეალობისა და სიზმრის აღქმა. 1892 წელს გამოქვეყნებული „მისტერიები“ ეგზისტენციალისტური რომანია, ზოგჯერ უცნაური, ზოგჯერ მხიარული, დროდადრო სევდიანიც, რომელიც საბოლოოდ მარადიულ კითხვას სვამს: „რისთვის ვცხოვრობთ?“