iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

დრამატურგია

სორტირება:

არისტოფანე (446-386 ჩვ. წ.ა.) - ანტიკური საბერძნეთის კომედიოგრაფი, შერაცხული „კომედიის მამად“. მისი სავარაუდო ორმოცი პიესიდან სრულადაა შემორჩენილი თერთმეტი.

ფრინველები
1.99ლარი

ფრინველები

არისტოფანე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ჰენრი მეოთხე, ნაწილი I” გახლავთ უილიამ შექსპირის ისტორიული თხზულება, რომელიც დაწერილი უნდა იყოს არა უგვიანეს 1597 წლისა. იგი მოიცავს ჰენრი ბოლინგბროკოის, იგივე ჰენრი IV-ის მეფობის პერიოდს, დაწყებულს 1402 წლიდან, როდესაც მის წინააღმდეგ აჯანყებას ეყრება საფუძველი, ხოლო სრულდება შრიუსბერიში აჯანყებულთა დამარცხებით 1403 წელს. პიესა უაღრესად პოპულარული იყო, როგორც მაყურებლებს შორის, ასევე კრიტიკოსთა წრეში.

ჰენრი მეოთხე
3.44ლარი

ჰენრი მეოთხე

უილიამ შექსპირი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„მოვალეობის მსხვერპლნი“ ავტობიოგრაფიული ელემენტების შემცველი პიესაა, რომელიც 1953 წელს გამოქვეყნდა. პიესა სხვადასხვა თემებს მოიცავს, მაგრამ მთავარი მასში, როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს მოვალეობაა, რისი აღსრულება თანამედროვე სამყაროში მსხვერპლს მოითხოვს. იყო მოვალეობის მსხვერპლი, იონესკოს ენაზე ნიშნავს მიუზღო საზოგადოებას თავისი - შეესაბამებოდე ნორმებს, მონაწილეობას იღებდე გამოძიებაში, დააბეზღო მეზობელი და ა.შ. პიესის პრემიერა 1953 წლის თებერვალში შედგა პარიზის თეატრში „Théâtre du Quartier latin“.

„მამა“ სტრინდბერგის მიერ 1887 წელს შექმნილი დრამაა, რომელშიც კონფლიქტის საფუძველი დედასა და მამას შორის ქალიშვილის მომავალი ბედის შესახებ განსხვავებული აზრია, თუმცა კონფლიქტი სწრაფად სცდება ერთი ოჯახის ფარგლებს და საყოველთაო ხასიათს იღებს. აქ იკითხება სქესთა შორის ბრძოლა, ქალის ადგილი საზოგადოებაში და ასევე, მამაკაცის დანიშნულება ცხოვრებაში.

მამა
2.00ლარი

მამა

ავგუსტ სტრინდბერგი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ძია ვანია“, აღიარებული ჩეხოვის ერთ-ერთ საუკეთესო ნამუშევრად, 1896 წელს კომედიიდან („ოჩოპინტრე“) გადაკეთებული სოფლის დრამაა, რომელშიც ავტორი სხვა თემებთან ერთად ეგზისტენციალურ პრობლემას - მოჩვენებითი კერპისადმი მსახურებას, განიხილავს. მთავარი გმირი აცნობიერებს საკუთარ არარაობას, მაშინ, როდესაც აღარაფრის შეცვლა აღარ არის შესაძლებელი და... ემორჩილება მას. პიესა ასევე ეხება თავად-აზნაურთა სულიერი სიღატაკის საკითხს.

ძია ვანია
2.00ლარი

ძია ვანია

ანტონ ჩეხოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ვარაუდობენ, რომ შექსპირის ადრეული კომედია „ამაო გარჯა სიყვარულისა“ 1590-იან წლებში უნდა იყოს შექმნილი. პიესა ნავარის მეფისა და მისი დიდებულების მიერ სწავლისა და მარხვის სანაცვლოდ ქალთა საზოგადოებაზე უარის თქმის ფიცის გატეხვის პროცესს აღწერს, რასაც მრავალი კომიკური ეპიზოდი ახლავს თან. თუმცა მყისიერად სიყვარული იმარჯვებს, პირობის მომავალში ასრულების პერსპექტივა ყველაფერს ეჭვქვეშ აყენებს.

გრიგოლ რობაქიძის 1917 წელს შექმნილი პიესა „ლონდა“ წარმართულ საქართველოში ვითარდება. ღმერთის გულის მოსალბობად მსხვერპლად ულამაზესი, ლონდა, უნდა შეეწიროს, რასაც მისი ტრფიალი თამაზ ბატონიშვილი ეწინააღმდეგება. ლონდა, ვისთვისაც სიკვდილი და სიყვარული, თანასწორია, ნებაყოფლობით მიდის მსხვერპლად შეწირვაზე, რასაც თამაზი აასრულებს და შეყვარებულთან ერთად გადასკდება მდინარეში. ასეთია, გრიგოლისეული სიყვარული, რომელზე “უტკბილესი არა არის რა ქვეყანაზე. მაგრამ ამავე დროს სიგიჟის თესლია იგი.“

ლონდა
1.99ლარი

ლონდა

გრიგოლ რობაქიძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„სარდაფი“ 1910 წლის პარიზის ატმოსფეროს ასახავს გრაფის სახლის მაგალითზე, სადაც სარდაფი შინამოსამსახურეთა სამყოფელია, ხოლო ზედა სართულები - ბატონების. ესაა უსამართლობის, უბედურებისა და უიმედობის სამყარო, საიდანაც ხსნასა და გამოსავალს ავტორიც კი ვერ პოულობს. გამოქვეყნებულია 1958 წელს.

„ალუბლის ბაღი“ - ესაა ჩეხოვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწარმოები და იმ პერიოდის ყველაზე ცნობილი რუსული პიესა. მის მთავარ გმირს არა პერსონაჟი, არამედ ალუბლის ბაღის სახე წარმოადგენს, რაც რუსეთის მაშინდელი თავადაზნაურობის სიმბოლოა. პიესაში ბაღი იჩეხება ანუ თავადაზნაურობის რუსეთი წარსულს ბარდება, მის ნაცვლად კი ახალი, ვაჭრებისა და მარად სტუდენტთა რუსეთი მოდის. შექმნილია 1903 წელს, პრემიერა შედგა 1904 წლის 17 იანვარს.

ალუბლის ბაღი
2.00ლარი

ალუბლის ბაღი

ანტონ ჩეხოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„ფარისეველთა კაბალა“, რომელიც ასევე „მოლიერის“ სახელითაა ცნობილი, ბულგაკოვმა 1929 წელს დაწერა მოსკოვის მხატვრული თეატრისთვის. პიესა ხელოვანის ბედს გვიჩვენებს ტირანიის პირობებში, ამასთან, მნიშვნელობა არ ენიჭება, რომელი ძალაუფლებიდან მოდის ეს ტირანია, სეკულარული თუ კლერიკალური - ტირანია ულმობელია და ხშირად შემოქმედის სიკვდილს იწვევს. საბჭოთა პერიოდში პიესა აკრძალული იყო.

ფარისეველთა კაბალა
1.88ლარი

ფარისეველთა კაბალა

მიხეილ ბულგაკოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეჟენ იონესკოს პირველი პიესა და, იმავდროულად, აბსურდის თეატრის პიონერი - „მელოტი მომღერალი ქალი“ - 1950 წლის 11 მაისს იქნება ნაჩვენები პირველად სცენაზე. პიესა უმთავრესად ორი წყვილის უაზრო და უშინაარსო დიალოგისგან შედგება, რომლებსაც ვერაფერი გაუგიათ ერთმანეთის და საბოლოოდ მათი ურთიერთობა სიტყვებისა და სულაც ასოების წამოძახილად იქცევა, რაც კვლავ და კვლავ უნდა განმეორდეს ამ თანამედროვე აბუსრდულ სამყაროში...

„შეყვარებულთა თვითმკვლელობა ციურ ბადეთა კუნძულზე“ (1720) ჩიკამაცუ მონძაემონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესაა, რომლის პრემიერა 1721 წლის 3 იანვარს შედგა. იგი სიყვარულით დაბრმავებული ორი ადამიანის ცხოვრებას ეხება, რომლებიც სოციალურ და პოლიტიკურ მიზეზთა გამო ვერ ახერხებენ ერთად ყოფნას და უკანასკნელ ნაბიჯს დგამენ - ერთობლივ თვითმკვლელობას მიმართავენ იმქვეყნად შერთების იმედით.

„თოლია“ ჩეხოვის ერთადერთი პიესაა, რომელშიც ის სხვა თემებთან ერთად შემოქმედების საკითხსა და ერთის მხრივ, შემოქმედის ხასიათსა და თავისებურებებს, მეორეს მხრივ კი, მის ბედს განიხილავს, რაც ნაწილობრივ პირად გამოცდილებასაც ეფუძნება. სუსტი ტრეპლევი, რომელსაც საყრდენი წერტილი ვერ უპოვნია, ნებდება და მარცხდება, საშუალო ნიჭის ნინა ზარეჩნაიას კი სჯერა და ამიტომ „აღარაფრის ეშინია“. „თოლია“ 1896 წელს გამოქვეყნდა, პრემიერა კი შედგა იმავე წლის 17 ოქტომბერს.

თოლია
2.55ლარი

თოლია

ანტონ ჩეხოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„სამი და“ - 1900 წელს გამოქვეყნებული და 1901 წელს დადგმული პიესაა, რომელიც ჩეხოვის შედევრებს ეკუთვნის „ძია ვანიას“, „თოლიასა“ და „ალუბლის ბაღთან“ ერთად. ესაა პიესა ბედნიერების მოლოდინის, მიუწვდომლის, უნაყოფო იმედებისა და ილუზიების შესახებ, რომელშიც გადის მთელი ცხოვრება, მომავალი კი არ დგება, რომლის ნაცვლად კვლავ აწმყო გრძელდება, უსიხარულო და უიმედო.

სამი და
2.77ლარი

სამი და

ანტონ ჩეხოვი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„მარტორქა“ - აბსურდის თეატრის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია, რომელიც 1959 წელს შეიქმნა. პიესა მრავალგვარი წაკითხვის საშუალებას იძლევა, მათ შორის ხშირად მოიაზრება, როგორც ფაშიზმის და/ან კომუნიზმის უცაბედი პოპულარობის ალეგორია, პარალელურად კი განიხილავს კულტურის, ბრბოს მენტალობისა და ფსიქოლოგიის, ზნეობის თემებს.

მარტორქა
2.99ლარი

მარტორქა

ეჟენ იონესკო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

1961 წელს ფრანგულ ენაზე შექმნილი რადიოპიესა ბეკეტისათვის ნიშანდობლივ თემებს - ადამიანის მიერ იდენტობის ძიებას, მისი ვერპოვნის შიშს, პიროვნულ დისჰარმონიას ეხება. პიესა პირველად გადაცემულ იქნა 1963 წლის 13 ოქტომბერს არხით France Culture.

Cascando
1.55ლარი

Cascando

სემუელ ბეკეტი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star