The son and daughter of two opposing families in Verona secretly marry, but it happens that the son is expelled from the city for murder. The drama, probably based on a true story, became an extremely popular work during the author's lifetime and is still the most frequently performed on stage, along with Hamlet. Created in 1595.
საზოგადოდ მიჩენული შექსპირის ერთ-ერთ საუკეთესო კომედიად, "აურზაური არაფრის გამო" დაწერილი უნდა იყოს 1598 ან 1599 წელს. ტყუილებისა და გაცურებებათა სერიების გამოყენებით ავტორი ქმნის გარემოებათა კომიკურ ერთობლიობას, სანამ საბოლოოდ ჭეშმარიტება არ იქნება გარკვეული, რაც წყვილი ქორწინებით სრულდება.
საზოგადოდ მიჩენული შექსპირის ერთ-ერთ საუკეთესო კომედიად, "აურზაური არაფრის გამო" დაწერილი უნდა იყოს 1598 ან 1599 წელს. ტყუილებისა და გაცურებებათა სერიების გამოყენებით ავტორი ქმნის გარემოებათა კომიკურ ერთობლიობას, სანამ საბოლოოდ ჭეშმარიტება არ იქნება გარკვეული, რაც წყვილი ქორწინებით სრულდება.
შექსპირის ისტორიული დრამა, რომელიც ხანდახან ტრაგედიადაც მოიხსენიება, როგორც ვარაუდობენ, 1591 წელსაა შექმნილი. შექსპირი „ჰენრი VI“-ის მესამე ნაწილიდან განაგრძობს თხრობას და გვიხატავს პორტრეტს ტახტზე ასვლის სურვილით შეპყრობილი ადამიანისა, რომელიც საკუთარი თავის სრული კონტროლისა და სხვათა დომინირების გზით ახერხებს ამას, თუმცა მეფობა დღემოკლე აღმოჩნდება.
"თამარ დედოფალი" (1903) ჰამსუნის მეხუთე და ბოლოსწინა პიესაა, რომლის შთაგონების წყაროს საქართველოს ისტორია წარმოადგენს, რასაც ავტორი 1899 წელს კავკასიაში მოგზაურობისას გაეცნო. პიესა მოგვითხრობს თამარისა და მუსლიმთა ხანის ომის ამბავს, რომელსაც რომანტიულ ხაზად დედოფლისა და მისი მეუღლის, მთავარ გიორგის ურთიერთობა გასდევს. პიესა შესრულდა კნუტ ჰამსუნის დაბადების 150 წლისთავის აღსანიშნავ ღონისძიებაზე 2009 წელს.
ართურ შნიცლერის პიესა "ფერხული" ათი ეროტიული დიალოგისგან შედგება, რომლებშიც ვნება, ძალაუფლება, იმედგაცრუება და სიყვარულის ჟინია აღწერილი. პიესის მონაწილეები არიან ყველა სოციალური კლასის წარმომადგენლები, პროლეტარიატიდან არისტოკრატიამდე.
"ფერხულის" პრემიერა 1920 წლის 23 დეკემბერს შედგა ბერლინის თეატრში Kleines Schauspielhaus და მყისვე უდიდეს სკანდალად მოინათლა. ქართულად ქვეყნდება პირველად.
ღატაკივით ჩაცმული მამაკაცი, ვინც საკუთარ თავს წმინდა ანტუანს უწოდებს, გარდაცვლილი ქალბატონის გაცოცხლებას ითხოვს. პიესა, რომელიც სატირული ფორმით სიკვდილის გარდუვალობის დემონსტრირებას ახდენს, 1904 წელს შეიქმნა, თუმცა პირველი წარმოდგენა არა ორიგინალის (ფრანგულ), არამედ გერმანულ ენაზე შედგა.
ვერონის ორი დაპირისპირებული ოჯახის ქალ-ვაჟი ფარულად იქროწინებს, თუმცა ისე მოხდება, რომ ვაჟს მკვლელობისთვის ქალაქიდან გააძევებენ. სავარაუდოდ რეალურ სიუჟეტზე დაფუძნებული დრამა ავტორის სიცოცხლეშივე უაღრესად პოპულარულ ნაწარმოებად იქცა და "ჰამლეტთან" ერთად დღემდე ყველაზე ხშირად იდგმება სცენაზე. შექმნილია 1595 წელს.
ახალგაზრდა და მომხიბლავი ქალი გამვლელების მოზიდვა-ცდუნებას ცდილობს, მაშინ, როდესაც ლოგინში "გარდაცვლილი" ქმარი უწევს. დე ფილიპოსეული განუმეორებელი იუმორით შეზავებული მოქმედების ადგილი 1960-იანი წლების იტალიაა, ეკონომიურ ბუმსა და უმუშევრობის გაწელილ კრიზისს შორის. 1965 წელს დაწერილი პიესა არაერთხელ იქნა ეკრანიზებული და დადგმული სცენაზე.
"მეთორმეტე ღამე" - ესაა მხიარული პიესა უპასუხო, ცალმხრივი სიყვარულის შესახებ. ტყუპები საზღვაო კატასტროფის განცდის შემდეგ უცხო მიწაზე აღმოჩნდებიან. პირველ მათგანს, ვიოლას, ორსინო შეუყვარდება, ვინც ოლივიაშია შეყვარებული, რომელსაც, თავის მხრივ, ვიოლა შეუყვარდება, ამ უკანასკნელს კი მალვოლიო აღმერთებს. გამოჩნდება სებასტიანო... ფერიცვალებათა სერიის შემდეგ ყველაფერი კეთილად სრულდება. პიესა თარიღდება 1601-02 წლებით.