ორი იდენტური პერსონაჟი, დიურანი და დიუპონი უკიდურესად სიმეტრიულად კამათობს ერთმანეთთან პუბლიკისთვის უცნობ საგანზე. შემოდის მარტენი, შემდეგ მშვენიერი ქალბატონი, რომელსაც სამივე თავის საცოლედ მიიჩნევს. ამ საფუძვლით ჩხუბი იწყება, რომელშიც დაზარალებული ქალბატონი გამოდის. სცენის ბოლოს ის ახერხებს მოჩხუბართათვის თავის დაღწევას და პუბლიკას მიმართავს სიტყვებით: "დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, მე სრულებით გეთანხმებით. ეს ტოტალური სისულელეა."
"მიჯაჭვულ პრომეთეში" ესქილე გვიჩვენებს დრამატულ კონფლიქტს ადამიანის პროგრესის თავისუფალ სულსა და ღვთიური კანონით დადგენილ შეზღუდვებს შორის. პრომეთე მთაზე იქნა მიჯაჭვული, მას მარადიული და ჯოჯოხეთური ტანჯვა მიესაჯა, რადგან გაბედა და ღმერთებს ცეცხლი მოპარა დედამიწაზე მის ჩასატანად. პრომეთეს ამბავი იქცა ადამიანის ხასიაის სიმტკიცის, გამარჯვებისა და განათლების უნივერსალურ სიმბოლოდ.
ექიმი სტოკმანი ცდილობს წყლის დაბინძურების სკანდალი გამოიძიოს თავის მშბლიურ ქალაქში, რომელიც საკუროტო ცენტრად უნდა იქცეს. როდესაც მისი ძმა, ბურგომისტრი, შეთქმულებას მოაწყობს ადგილბრივ პოლიტიკოსებსა და გაზეთთან ერთად, სტოკანი იძულებულია საზოგადოებას მიმართოს, თუმცა პასუხად მხოლოდ "ხალხის მტრის" სახელს იღებს. პირველად დადგმული 1883 წელს, "ხალხის მტერი" დღემდე რჩება ავტორის ერთ-ერთ ყველაზე ხშირად წარმოდგენილ პიესად.
ეს სამაქტიანი პიესა პირველად 1879 წლის 21 დეკემბერს შესრულდა დანიის სამეფო თეატრში. პიესა ნიშანდობლივია XIX საუკუნის ქორწინების ნორმებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით. ამას დიდი კამათი მოჰყვა, რადგან მთავარი გმირი, ნორა, ქმარსა და შვილებს სტოვებს, რადგან საკუთარი თავის პოვნა სურს.
"მოჩვენებანი" სცენაზე პირველად 1881 წელს დაიდგა. პიესაში ავტორი აკრიტიკებს ზნეობრივ კოდექსთა პირმოთნეობას, გვთავაზობს რა თამამ გადაწყვეტას ისეთი იმ დროს ტაბუდადებული თემებისა, როგორიცაა ღალატი, ვენერიული დაავადებები და არაკანონიერება. იბსენმა მემკვდირეობითობის მეცნიერული თეორია ჩაანაცვლა ძველლბერძნული წარმოდგენით ბედისწერის შესახებ, ამხილა რა წარსულის ცოდვები, როგორც გახრწნის საფუძველი.
50-ს გადაცილებული სგანარელი დაქორწინებას აპირებს, თუმცა მსი მეგობარი ჟერონიმო ქორწინებას არ ურჩევს. სგანარელი რჩევას ეკითხება ორ ფილოსოფოსს, შემდეგ ორ ბოშა ქალს, საბოლოოდ კი, გაიგებს რა, რომ დორიმენა მას მხოლოდ ანგარებით მიყვება, ქორსილი ჩაშლას გადაწყვეტს, თუმცა განზრახვას ვერ ასრულებს, და იძულებით ქორწინდება. პირველად წარმოდგენილია ლუვრში 1664 წლის 29 იანვარს.
"ორფევსი ჯოჯოხეთში ეშვება" - ესაა მოწოდება სულიერი და შემოქმედებითი თავისუფლებისკენ, ისევე, როგორც შეუწყნარებლობისა და რასიზმის პორტრეტი. როდესაც მოხეტიალე ველ ქსევერი ქალაქში გამოჩნდება თავისი გიტარითა და გველის ტყავის ქურთუკით, ის სიძულვილისა და მიზიდულობის სასხლეტად იქცევა სამი მიტოვებული სულის: მაღაზიის მეპატრონე ლეიდი ტორენსის, "გარყვნილი" კეროლ კეტრირისა და რელიგიური ნათელმჭვრეტის ვი ტელბოტისთვის.
ესაა ტენესი უილიამსის პირველი დიდი წარმატება და ყველაზე პოპულარული პიესა ამერიკულ საზოგადოებრივ თეატრებში. იგი 1930-იან წლებში იწყება უინგფილდების ბინის უკანა მხარეს. ტომი მოგვითხრობს ამბავს. მთავარი მოქმედი პირები: ამანდა, ლორა და ჯიმი. მოქმედება თითქოს მეხსიერებაში ხდება. თქვენ წარსულში ბრუნდებით და იგებთ ფაქტებს წარსულის შესახებ პიესის მიმდინარეობასთან ერთად.
მინდია ხვდება ერთს ხრამთან ლამარას, ქისტეთის ერთ ლამაზ ქალაის. ვაჟი იხიბლება. ქალაის გულსაც ხიბლი იფლობს. მოკლე გასაუბრება. ჩემად გთვლიდე - ეუბნება ვაჟი. მთვლიდე, თუ შესძლებ ჩემს მოტაცებას - მიუგებს ლამაზი მაცდური ღიმილით და გავარდება. მოიტაცებს ლამარას თორღვაი, ძმა მინდიასი, არა დედით. ძმები გვანან ერთიმეორეს ვითარ ორეულნი. ლამარას ჰგონია, მინდიამ მოიტაცა. ერკვევა, იმღვრევა...
1623 წელს გამოქვეყნებული პიესა 1603 ან 1604 წელს უნდა იყოს დაწერილი. ქალაქ ვენის მთავარი დიპლომატიური მისიით მიემგზავრება სამფლობელოდან და ხელისუფლებას ავტორიტარ ანჯელოს უტოვებს, რომელიც თვლის, რომ ქალაქი გარყვნილებაშია ჩაფლული და კანონების გამკაცრებისკენ ისწრაფვის, ამას კი მრავალი უსამართლობა მოყვება. "საწყაული საწყაულისა წილ" მკვლევარების მიერ კომედიადაა კლასიფიცირებული და ბარდის ერთ-ერთ პრობლემურ პიესად მიიჩნევა.
ჰედა გაბლერი უკმაყოფილო ბრუნდება საქორწინო მოგზაურობიდან. დაღლილი მეცნიერი ქმრის მიერ, ის უსიხარულო ცხოვრებას ხედავს თვალწინ. ამგვარად, თანამზრახველისა და ნდობით აღჭურვილი პირის, ასესორ ბრაკის თანხლებით, ის გარემომცველთა ბედით მანიპულირებას იწყებს, ახდენს რა ამ დროს გამანადგურებელ ეფექტს.
მხოლოდ ფულით მოტივირებული გამრიგე, ჰარპაგონი, შეძლებულ მეღლეებს ეძებს თავისი შვილებისთვის, რათა მისი სიმდიდრე უსაფრთხოდ იქნას შენარჩუნებული. რა მოხდება მას შემდეგ, რაც ჭეშმარიტ გრძნობებს აეხდება ფარდა? ვნება და ანგარებითი მოტივები ერთმანეთის გვერდით თანაცხოვრობენ ამ ხმაურიან კომედიაში.