ბრანდი მღვდელია, რომელიც აღიარებს თავისი არჩევანის შედეგს და გრძნობს ვალდებულებას, აკეთოს მართებული რამეები. მას სწამს ადამიანების ნებისა და ცხოვრობს პრინციპის "ან ყველაფერი, ან არაფერი" შესაბამისად. ის მოუწოდებს თავის სამწყსოს, უარი თქვას სიცოცხლეზე, რათა სული იხსნას. ბრანდის მთავარი მიზანი სამყაროს ხსნაა, თუმცა მისი შეხედულებები მკაცრი და უსამართლოა.
საყოველთაოდაა მიღებული აზრი, რომ "ორი ვერონელი აზნაური" შექსპირის პირველი კომედიაა, და შესაძლოა საერთოდ პირველი პიესა. გაუგებრობასა და სამოსისა და გარეგნობის შეცვლის გარშემო აგებული კომედია იმავდროულად იდეალური მამაკაცური მეგობრობის და იმის შესახებაა, თუ რა საფრთხის დგას ეს მეგობრობა, როდესაც საქმე ქალის სიყვარულს ეხება.
იბსენის ადრეული პოეტური დრამა მისი მთავარი გმირის, პერ გუნტის, მეშვეობით იკვლევს მთელი კაცობრიობის დამახასიათებელ ღირსებებსა და ბიწიერებას. პიესა ნორვეგიულ ფოლკორსა და იბსენის პირად გამოცდილებას ეყრდნობა. დრამა მოგვითხრობს ყარიბის თაღლითური ცხოვრების შესახებ, რომელიც სახელსა და დიდებას მოიხვეჭს, მაგრამ არა ბედნიერებას, თუმცა საბოლოოდ სიყვარულით გამოსყიდვას აღწევს.
უმცროსი ძმის მიერ უსამართლოდ განდევნილი ჰერცოგი არდენის ტყეში გაიხიზნება ერთგულ მიმდევრებთან ერთად, მისი ქალიშვილი კი ამ დროს კარზე რჩება თავისი ბიძაშვილის მხლებლად. როდესაც ცხოვრება რომანტიულ ელფერს იძენს, გოგონები ინიღბებიან და ტყეს აშურებენ, სადაც მეგობრულად განწყობილი ავაზაკებისა და ბრძენი ბრიყვების გარემოცვაში აღმოჩნდებიან. ეს პიესა, რომელიც ერთდროულად მსუბუქი კომედიაცაა და სოციალური პრობლემების უფრო ღრმა ასახვაც, პერსონაჟთა დაუვიყწარ კრებულსა და შექსპირის უმშვენიერეს პოეზიას წარმოგვიდგენს.
"უინძორელი მხიარული ქალები" პირველად 1602 წელს გამოქვეყნდა. შექსპირის ცნობილი პერსონაჟი, სერ ჯონ ფოლსტაფი, მისი არაერთი პიესის გმირია. ამჯერად ლოთი და მექალთანე ფოლსტაფი სამი მოხერხებული ქალბატონის - მისის პეიჯის, მისის ფორდისა და მისის კუიკლის - მსხვერპლი ხდება. ცდილობს რა სუსტ სქესთან გაარშიყებას, ფოლსტაფი მახვილგონივრულ ინტრიგებში აღმოჩნდება ჩათრეული, რომლებიც ამ ქალბატონების მიერაა მოფიქრებული.
"ფარია" - 1888-89 წლებში დაწერილი პიესაა, რომელიც სტრინდბერგის მეგობარ ოლა ჰანსონის მოთხრობის სიუჟეტს ეფუძნება. ესაა ორი ადამიანის ინტელექტუალური შეტაკება, რომელთაგან წარსულში ორივე დამნაშავეა. როდესაც ჭეშმარიტებას ფარდა აეხდება, რჩება კითხვა, რამდენად შესაძლებელია პატიება დროის გასვლის შემდეგ. პრემიერა 1889 წლის 9 მარტს შედგა.
სემეულ ბეკეტის ამ მინიატურულ პიესაში, რომელიც მხოლოდ 7 წუთს გრძელდება და სიმბოლოებითა და მეტაფორებითაა აღსავსე, მის დრამატურგიულ ნაწარმოებთაგან განსხვავებით სამი პერსონაჟია, რომელიც მხოლოდ რამდენიმე ფრაზით და კომენტარითაა შემოფარგლული. მიუხედავად ასეთი მინიმალისტური მიდგომისა, მრავალი კრიტიკოსის აზრით პიესა ბეკეტის ერთ-ერთ ყველაზე სრულყოფილ ნაწარმოებადაა მიჩნეული. პრემიერა შედგა 1966 წლის 14 იანვარს ბერლინის Schillertheater-ში.
"ეჰ ჯო" სემულე ბეკეტის მიერ 1965 წელს შექმნილი ტელეპიესაა, რომლის თემატიკა, სჯობს, ალბათ თვით ბეკეტის სიტყვებით გადმოვცეთ: "მოგონებები კლავს. ამგვარად, თქვენ არ უნდა იფიქროთ კონკრეტული მოვლენების შესახებ, ან უმალ უნდა იფიქროთ, რადგან თუ ასე არ მოიქცევით, არსებობს საფრთხე მათი აღმოჩენისა თქვენს გონებაში. ანუ თქვენ უნდა იფიქროთ მათ შესახებ მცირე ხანს, კარგა ხანს, სანამ ისინი სამუდამოდ არ დაინთქმებიან მიწის ქვეშ. ასეთია წესი."