"დედა კურაჟი და მისი შვილები" თანამედროვე თეატრის ერთ-ერთ უდიდეს დრამატულ ნაწარმოებადაა მიჩნეული და ბერტოლტ ბრეხტის ყველაზე მგზნებარე და ფუნდამენტურ განცხადებას წარმოადგენს ომის წინააღმდეგ. პიესის მოქმედება მე-17 საუკუნეში მიმდინარეობს და აგებულია ანა ფირლინგის ("დედა კურაჟი"), მოხეტიალე მოვაჭრის გარშემო, რომელიც თავის ფურგონსა და შვილებს ევროპის რელიგიური ომების ქარცეცხლში დაატარებს.
ამ პიესაში კორუმპირებული კომერსანტის ვაჟი მამის ორპირობას ამხელს, მაგრამ იმავდროულად ანადგურებს ადამიანებს, რომელთა ხსნა აქვს მიზნად დასახული. გრეგერს ვერლე აიძულებს თავის მეგობრებს, ეკდალებს, რომ სიმართლე აღიარონ საკუთარი ცხოვრების შესახებ, თუმცა ეს სიმართლე მხოლოდ დამატებით ჭრილობებს აყენებს მათ. პიესაში დაჭრილი იხვი ამ ოჯახისა და, შესაძლოა, იბსენის ყმაწვილური იდეალიზმის განქარვების სიმბოლოს წარმოადგენს.
გრაფ ალმავივას ახალგაზრდა ობოლი როზინა შეუყვარდება და მზად არის ყველაფერი გააკეთოს, რათა ბართოლოს გამოგლიჯოს ხელიდან, მის მოხუც მეურვეს, რომელსაც ასევე სურს როზინას შერთვა. ცდილობს რა გეგმის ფარულად განხორციელებას, გრაფი ხვდება ფიგაროს, ხუმარასა და მაჭანკალს, რომელიც ჩანაფიქრის განხორციელებაში ეხმარება.
"პატარა ეიოლფი" არის პიესა ცალი ფეხით პარალიზებული პატარა ბიჭისა და მისი ოჯახის, ალმერსების შესახებ. პიესის დასაწყისში ეიოლფის მამა, ალფრედი, მთაში მოგზაურობიდან ბრუნდება, სადაც მან უარი თქვა წიგნზე მუშაობაზე, რათა შვილის აღზრდისათვის მეტი დრო დაეთმო. 1894 წელს შექმნილი პიესა იბსენის ერთ-ერთ კლასიკურ და ტრაგიკულ დრამად ითვლება.
ორი იდენტური პერსონაჟი, დიურანი და დიუპონი უკიდურესად სიმეტრიულად კამათობს ერთმანეთთან პუბლიკისთვის უცნობ საგანზე. შემოდის მარტენი, შემდეგ მშვენიერი ქალბატონი, რომელსაც სამივე თავის საცოლედ მიიჩნევს. ამ საფუძვლით ჩხუბი იწყება, რომელშიც დაზარალებული ქალბატონი გამოდის. სცენის ბოლოს ის ახერხებს მოჩხუბართათვის თავის დაღწევას და პუბლიკას მიმართავს სიტყვებით: "დიახ, ქალბატონებო და ბატონებო, მე სრულებით გეთანხმებით. ეს ტოტალური სისულელეა."
"მიჯაჭვულ პრომეთეში" ესქილე გვიჩვენებს დრამატულ კონფლიქტს ადამიანის პროგრესის თავისუფალ სულსა და ღვთიური კანონით დადგენილ შეზღუდვებს შორის. პრომეთე მთაზე იქნა მიჯაჭვული, მას მარადიული და ჯოჯოხეთური ტანჯვა მიესაჯა, რადგან გაბედა და ღმერთებს ცეცხლი მოპარა დედამიწაზე მის ჩასატანად. პრომეთეს ამბავი იქცა ადამიანის ხასიაის სიმტკიცის, გამარჯვებისა და განათლების უნივერსალურ სიმბოლოდ.
ექიმი სტოკმანი ცდილობს წყლის დაბინძურების სკანდალი გამოიძიოს თავის მშბლიურ ქალაქში, რომელიც საკუროტო ცენტრად უნდა იქცეს. როდესაც მისი ძმა, ბურგომისტრი, შეთქმულებას მოაწყობს ადგილბრივ პოლიტიკოსებსა და გაზეთთან ერთად, სტოკანი იძულებულია საზოგადოებას მიმართოს, თუმცა პასუხად მხოლოდ "ხალხის მტრის" სახელს იღებს. პირველად დადგმული 1883 წელს, "ხალხის მტერი" დღემდე რჩება ავტორის ერთ-ერთ ყველაზე ხშირად წარმოდგენილ პიესად.
ეს სამაქტიანი პიესა პირველად 1879 წლის 21 დეკემბერს შესრულდა დანიის სამეფო თეატრში. პიესა ნიშანდობლივია XIX საუკუნის ქორწინების ნორმებისადმი კრიტიკული დამოკიდებულებით. ამას დიდი კამათი მოჰყვა, რადგან მთავარი გმირი, ნორა, ქმარსა და შვილებს სტოვებს, რადგან საკუთარი თავის პოვნა სურს.