iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ესე იტყოდა ზარატუსტრა

ფრიდრიხ ნიცშე

"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

4.77ლარი

სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ ნაშრომში "სიკეთესა და ბოროტებას მიღმა" განვითარებულია იდეები მისი წინამორბედი წიგნისა "ესე იტყოდა ზარატუსტრა, და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა სტანდარტებისათვის, რომლებსაც მორალთან დაკავშირებით იცავდნენ ფილოსოფოსები. წიგნი პირველად 1886 წელს გამოქვეყნდა.

4.33ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

3.77ლარი

ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს საპროგრამო ტექსტი, რომელში ჩამოყალიბებული იდეები მის მთელ შემოქმედებას თანამდევ ზოლად გასდევს. შექმნილი 1873 წელს.

0.99ლარი

ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

ფრიდრიხ ნიცშე

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

წიგნში თავმოყრილია დიმიტრი უზნაძის ფილოსოფიური და ფსიქოლოგიური შრომები, რომლებიც, ძირითადად, თეორიულ და ისტორიულ საკითხებს ეხება. ასევე, დიდი ადგილი ეთმობა სხვადასხვა მოაზროვნეებისა და ფილოსოფიური სკოლების, და ქართველი პოეტების შემოქმედების ამა თუ იმ ასპექტის კრიტიკულ განხილვას.

დიმიტრი უზნაძე (02.12.1886-09.10.1950) – ქართველი ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის ფუძემდებელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

დიდი ქართველი მეცნიერი ამ შედარებით მცირე ზომის ნაშრომში, სხვადასხვა ფსიქოლოგიური მიდგომებისა და მიმდინარეობების კრიტიკული განხილვის ფონზე, ფსიქოლოგიის საგანსა და ამოცანებს აყალიბებს.

ამ წიგნში დიმიტი რუზნაძე XIX საუკუნის დიდი რუსი ფილოსოფოსის, ჩამოყალიბებული ფილოსოფიური სისტემის შემქმნელის, ვლადიმერ სოლოვიოვის, ნააზრევის ფუნდამენტურ ანალიზს გვთავაზობს, რისთვისაც დიდი ოდენობით ფაქტობრივ მასალას მოიხმობს და სხვა მოაზროვნეებთან შედარებები მოაქვს.

წინამდებარე წიგნში დიმიტრი უზნაძე მოკლედ და პოპულარული ენით ხსნის მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი რელიგიისა და არაბთა სახელმწიფოს ჩამოყალიბების მიზეზებს, ასევე, განმარტავს ზოგიერთ მუსულმანურ ადათსა და წესს.

"განწყობის თეორიის ძირითადი დებულებები" სპეციალისტების მიერ დიმიტრი უზნაძის უმთავრეს ნაშრომად არის მიჩნეული, რომელშიც ის ადამიანისა და ცხოველის განწყობის განხილვის საფუძველზე განწყობის ზოგადი მოძღვრების მოკლე განსაზღვრებას გვთავაზობს.

წინამდებარე წიგნი არის ქართული ფსიქოლოგიური სკოლის ფუძემდებელის, დიმიტრი უზნაძის, მთავარი ნაშრომი, რომელშიც განწყობის ფსიქოლოგიის ცდისეული საფუძვლებია ჩამოყალიბებული.

ქართველი პედაგოგის სახელმძღვანელოში სახალისო და შეკუმშული ფორმით არის გადმოცემული ძველი საბერძნეთის ისტორია უძველესი ხანიდან მაკედონიის დამოუკიდებლობის გაუქმებამდე, და განხილულია ყველა საკვანძო ფიგურა და მოვლენა.

ქართველი პედაგოგის სახელმძღვანელოში სახალისო და შეკუმშული ფორმით არის გადმოცემული რომის ისტორია მისი შექმნის დღიდან იმპერიის დაცემამდე, და განხილულია ყველა საკვანძო ფიგურა და მოვლენა.

რომი
2.55ლარი

რომი

დიმიტრი უზნაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ბერგსონი" - არის დიმიტრი უზნაძის კრიტიკული მონოგრაფია ფრანგი ფილოსოფისის შესახებ, რომელიც 1920 წელსაა დაწერილი და ბერგსონის შემოქმედებას ქართველი მეცნიერისათვის ჩვეული სკრუპულოზურობით განიხილავს ამ პერიოდამდე.

ბერგსონი
4.55ლარი

ბერგსონი

დიმიტრი უზნაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე ნაშრომში ქართველი ფსიქოლოგი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ თავისებურბებს იკვლევს, რისთვისაც საკუთარ და უცხოელ მკვლევართა მის ხელთ არსებულ მონაცემებს იყენებს.

"რვეულებიდან" - ესაა დიმიტრი უზნაძის შენიშნვები და ჩანაწერები, შესრულებული 1944-დან 1949 წლამდე, რომლებიც ფსიქოლოგიის სხვადასხვა ასპექტებს ეხება, მათ შორის ავტომატიმზს, ემოციას, ქცევას, განწყობას და სხვა.

რვეულებიდან
1.99ლარი

რვეულებიდან

დიმიტრი უზნაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე ესსეიში დიმიტრი უზნაძე გვიჩვენებს, რომ ობიექტის კანონები განსაზღვრავენ და მიმართავენ ადამიანის ცნობიერების კანონებს. თუმცა მოცემულ ეტაპზე ამის ემპირიული მტკიცებულებები არ გააჩნდა, მაგრამ არსებითად ეს გახლდათ ფორმულირება იმ თეორიის ფუნდამენტური პრინციპისა, რომელიც დიმიტრი უზნაძემ მოგვიანებით განავითარა.

Impersonalia
1.22ლარი

Impersonalia

დიმიტრი უზნაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"პირველყოფილი კულტურის ისტორია" - ესაა დიმიტრი უზნაძის მიერ პირველყოფილი საზოგადოების განვითარების ძირითადი მახასიათებლების აღწერა სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, რაც შესაძლოა დროდადრო გულუბრყვილოდ მოგვეჩვენოს, მაგრამ ერთობ საინტერესო საკითხავს წარმოადგენს.

გარდა იმისა, რომ დიმიტრი უზნაძეს უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქართული ფსიქოლოგიური სკოლის დაფუძნება-განვითარებაში, მას ასევე მრავალი ისტორიული ნაშრომი აქვს შექმნილი. ერთ-ერთი მათგანია აქ წარმოდგენილი წიგნი, "მაჰმადი და მისი მოღვაწეობა", სადაც დიმიტრი უზნაძე ავტორ-რედაქტორის აპლუაში წარმოდგება.

„ზოგადი ფსიქოლოგია“ დიმიტრი უზნაძის ერთ-ერთი მთავარი ნაშრომია. მასში დაყენებული პრობლემატიკა ავტორის კონცეფციის - „განწყობის თეორიის“ პოზიციებიდან არის განხილული და სრულიად ახლებურ ხედვას გვთავაზობს, რაც დღესაც აქტუალურად რჩება და სწორედ ამის გამო წინამდებარე ნაშრომის გავლენა ქართული მეცნირული აზროვნების განვითარებაზე დღემდე განუზომლად დიდია. მეორე ტომში განხილულია შემდეგი ფენომენები: მნემური პროცესები, აზროვნება, ყურადღება და წარმოსახვა.