iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ესე იტყოდა ზარატუსტრა

ფრიდრიხ ნიცშე

"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

4.77ლარი

სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ ნაშრომში "სიკეთესა და ბოროტებას მიღმა" განვითარებულია იდეები მისი წინამორბედი წიგნისა "ესე იტყოდა ზარატუსტრა, და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა სტანდარტებისათვის, რომლებსაც მორალთან დაკავშირებით იცავდნენ ფილოსოფოსები. წიგნი პირველად 1886 წელს გამოქვეყნდა.

4.33ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

3.77ლარი

ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს საპროგრამო ტექსტი, რომელში ჩამოყალიბებული იდეები მის მთელ შემოქმედებას თანამდევ ზოლად გასდევს. შექმნილი 1873 წელს.

0.99ლარი

ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

ფრიდრიხ ნიცშე

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

ეს გახლავთ ბავშვების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი წიგნის ორენოვანი ვერსია, ის პარალელურად შეგიძლიათ წაიკითხოთ ქართულ და ინგლისურ ენებზე.

"უფლისწული და მათხოვარი" მარქ ტვენის პირველი და ყველაზე ცნობილი ისტორიული რომანია, რომელშიც ირონიულად არის აღწერილი XVI საუკუნის ინგლისის სახელმწიფო და სასამართლო სისტემების ნაკლოვანება-შეუსაბამობანი. პირველად გამოქვეყნდა კანადაში 1881 წელს.

ალბათ არ არსებობს უფრო ცნობილი წიგნი, ვიდრე "ტომ სოიერის თავგადასავალი", რომელსაც უკვე ას წელზე მეტია თანაბარი სიამოვნებით კითხულობენ ბავშვები და მოზრდილები. მასში ყველაფერია, რაც ასე იზიდავს მკითხველს: თავგადასავლები, რომანტიული სამყარო, იუმორი, დაძაბული სიუჟეტი და თავად მთავარი გმირის - ტომ სოიერის სასიყვარულო განცდები.

მკითხველთა მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავაგდასავლებთან ერთად მარქ ტვენი გახლავთ ავტორი მრავალი ნაწარმოებისა, რომლებიც რელიგიურ თემებს ეხება. მათ შორისაა "წერილები დედამიწიდან" - სარკასტულ სტილში შექმნილი თხზულება, რომელშიც ავტორი აბუჩად იგდებს ქრისტიანობას და ქრისტიანულ მორალს, როგორც თეოლოგიური, ისე ცხოვრებისეული პოზიციებიდან. ნაწარმოების შინაარსიდან გამომდინარე, მისი გამოქვეყნება მწერლის სამშობლოში პირველად 1962 წელს მოხერხდა. ამჯერად გთავაზობთ ამ წიგნის ინგლისურ ვერსიას.

Letters from the Earth
0.99ლარი

Letters from the Earth

მარქ ტვენი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ბავშვის თვალით დანახული რელიგიურ-თეოლოგიური საკითხები, შეზავებული მარქ ტვენისეული ხალასი იუმორით, ეს გახლავთ დიალოგის სტილში შექმნილი მოთხრობა "ციცქნა ბესი".

ყველასათვის საყვარელი ბიჭუნას, ტომ სოიერის, თავგადასავალი, რომელიც ამავე სახელწოდების რომანის სახით პირველად 1876 წელს გამოქვეყნდა, არის საბავშვო-სათავგადასავლო ამბავი, რომლის ძირითადი თემა მთავარი გმირის ზნეობრივი, ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური განვითარებაა. ნაწარმოები დღემდე წარმოადგენს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად წიგნს.

მკითხველთა მცირე ნაწილმა თუ იცის, რომ ტომ სოიერისა და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლებთან ერთად მარქ ტვენი გახლავთ ავტორი მრავალი ნაწარმოებისა, რომლებიც რელიგიურ თემებს ეხება. მათ შორისაა "წერილები დედამიწიდან" - სარკასტულ სტილში შექმნილი თხზულება, რომელშიც ავტორი აბუჩად იგდებს ქრისტიანობას და ქრისტიანულ მორალს, როგორც თეოლოგიური, ისე ცხოვრებისეული პოზიციებიდან. ნაწარმოების შინაარსიდან გამომდინარე, მისი გამოქვეყნება მწერლის სამშობლოში პირველად 1962 წელს მოხერხდა.