iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

ესე იტყოდა ზარატუსტრა

ფრიდრიხ ნიცშე

"ესე იტყოდა ზარატუსტრა" ანუ "წიგნი ყველასა და არავისთვის", ფრიდრიხ ნიცშეს ფილოსოფიურ-პოეტური ტრაქტატია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იპოვოს ადამიანმა საკუთარი ადგილი ცხოვრებაში, ბუნებასა და საზოგადოებაში. გერმანელი მოაზროვნის ოთხნაწილიანი ფილოსოფიური თხზულება შექმნილია 1883-85 წწ. უნიკალურ და ექსპერიმენტულ, "დითირამბულ" სტილში შეთხზული ნაწარმოები ეხება ისეთ მძაფრ ფილოსოფიურ და მორალურ თემებს, როგორიცაა "ერთი და იგივეს მარადი დაბრუნება", "ღმერთის სიკვდილი" და "ზეკაცის მოსვლა".

4.77ლარი

სიკეთესა და ბოროტებას მიღმა

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს ცნობილ ნაშრომში "სიკეთესა და ბოროტებას მიღმა" განვითარებულია იდეები მისი წინამორბედი წიგნისა "ესე იტყოდა ზარატუსტრა, და კიდევ უფრო დიდი გამოწვევაა სტანდარტებისათვის, რომლებსაც მორალთან დაკავშირებით იცავდნენ ფილოსოფოსები. წიგნი პირველად 1886 წელს გამოქვეყნდა.

4.33ლარი

ანტიქრისტე

ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს ბოლო წლების ნაშრომი შექმნილია მას შემდეგ, რაც უკვე დაიწერა "ესე იტყოდა ზარატუსტრა" და მცირე ხნით ადრე ფსიქიურ კოლაფსამდე, რომელმაც იგი სრულიად უუნაროდ აქცია. ნაშრომი წარმოადგენს, როგორც შეუკავებელ თავდასხმას ქრისტიანობაზე, ისე მომდევნო განვითარებას ნიცშეს ძალაუფლებისთვის ნების ფილოსოფიისა. ცდილობს რა გადასინჯოს დასავლური ფასეულობები, რასაც იუდეურ-ქრისტიანულ ტრადიციათა გავლენის განადგურებით გულისხმობს, "ანტიქრისტე" ფრიად წინააღმდეგობრივ წიგნს, მეორეს მხრივ კი სტიმულის საფუძველს წარმოადგენს ფილოსოფოსთა მომდევნო თაობებისთვის.

3.77ლარი

ჭეშმარიტებისა და სიცრუის შესახებ მორალის გარეშე აზრით

ფრიდრიხ ნიცშე

ფრიდრიხ ნიცშეს საპროგრამო ტექსტი, რომელში ჩამოყალიბებული იდეები მის მთელ შემოქმედებას თანამდევ ზოლად გასდევს. შექმნილი 1873 წელს.

0.99ლარი

ტრაგედიის დაბადება მუსიკის სულიდან

ფრიდრიხ ნიცშე

ამ ნაშრომის ყმაწვილკაცური ნაკლოვანებები თავად ავტორმა ამხილა "თვითკრიტიკის მცდელობაში", რომელიც 1886 წლის გამოცემას დაერთო თან. მაგრამ თავად წიგნი ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან შეფასებას წარმოადგენს ტრაგედიისა, რაც კი ოდესმე შექმნილა. მან გამოუთხარა ძირი ბერძნული კულტურის კონცეფციას, გაბატონებულს ვიქტორიანულ ეპოქაში და გააანალიზა თემები, რომლებიც მეოცე საუკუნეში განავითარეს ნიცშეს მომდევნო მოაზროვნეებმა.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

დაზაი ოსამუს ნოველა, „ვილონის ცოლი“, ცუნეკოსა და თავისი მწერალი ქმრის, იოზოს მშფოთვარე ქორწინებას აღწერს ომის შემდგომ იაპონიაში. მასში განხილულია სოციალური ზეწოლა, ექზისტენციალური სასოწარკვეთა და სიყვარულისა და იდენტობის სირთულეები. ნოველა გვთავაზობს ადამიანის მდგომარეობის ღრმა გაგებას მისი ტრანსფორმაციის დროს.

წიგნში გაერთიანებულია ავტორის ხუთი მოკლე ისტორია. რამდენიმე მათგანი ავტობიოგრაფიული ხასიათისაა.

მოთხრობები
3.00ლარი

მოთხრობები

ოსამუ დაზაი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, იაპონიის მთავრობამ შეიმუშავა სამეურნეო რეფორმები და ისინი, ვინც მიწას ფლობდნენ, კრიტიკისა და რევოლუციის მსხვერპლნი გახდნენ. მიწების ჩამორთმევის შედეგად, მრავალმა არისტოკრატიული კლასის წარმომადგენელმა დაკარგა ეკონომიკური სახსრები. დაზაი ოსამუს “ჩამავალი მზე” ასეთ ისტორიულ კონტექსტში დაიბადა. ნოველის მთავარი გმირები მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაცემული არისტოკრატების საცხოვრებელ პირობებსა და სულიერ ცვლილებებს წარმოაჩენენ. ნაწერის პრინციპი, დამარცხების შემდგომ ჩვეულებრივი ადამიანების ჩვეულებრივ ცხოვრებას წარმოაჩენს.

„დისკვალიფიცირებული როგორც ადამიანი“ (人間失格) არის სიმბოლო უსიამოვნო სიტუაციისა დღევანდელი იაპონელი მწერლების. ეს არის ისტორია კაცის, რომელიც მიტოვებულია თავისი ამხანაგების მიერ, მისი სერიოზულად მიღების უარყოფით. მამამისის სიყვარულისგან მიტოვებული, მეგობრების მიერ გამოყენებული, საბოლოოდ დაუნდობლად ექცევა ქალს, ვისაც უყვარს. ის არ ფიქრობს, თავისი გამოცდილებებისდა მიუხედავად, რომ სხვები ცდებიან და მხოლოდ ის არის მართალი. პირიქით, ის წარმოუდგენელი გულწრფელობით წერს თავის ყველა დარღვევაზე, ადამიანის ყველა კოდზე, რომელსაც ის ვერ გებულობს. საუცხოო ეპილოგში, ერთადერთი თვითმხილველი ამბობს: „ის ანგელოზი იყო“ და ჩვენ მოულოდნელად ვაანალიზებთ იოზოს პორტრეტის დაუსრულებლობას. როგორც კაცების უმეტესობა ვერ ამჩნევს თავის დაუნდობლობას, იოზოსაც არ შეუმჩნევია თავისი სიკეთე და თავისი სიყვარულის უნარი.