„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
1719 წელს გამოქვეყნებული რომანი, რომელიც ბიბლიის შემდეგ ყველაზე მეტ ენაზეა ნათარგმნი, დღესაც შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველის წარმოსახვაზე მამაცობის, გამომგონებლობის და სიცოცხლის სიყვარულის დემონსტრირებით უკაცრიელ კუნძულზე ისეთ პირობებში მოხვედრილი ადამიანისა, როგორის წარმოდგენაც კი რთულია. და მაინც, მისი კითხვა დიდი სიამოვნებაა.