iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

შემეცნების ფილოსოფია და თეორია

ლევ შესტოვი

„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.

2.22ლარი

კირკეგორი - რელიგიური ფილოსოფოსი

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვი დანიელი ეგზისტენციალისტის ფილოსოფიას აანალიზებს, აანალიზებს მასში რელიგიური საფუძვლების ძიების მიზნით, და ჰეგელიდან იობისა და აბრაამისკენ დაძრული ფილოსოფოსის ნააზრევში წმინდა, ტრადიციულისგან განსხვავებულ, რელიგიურ საწყისებს პოულობს.

1.99ლარი

დამანგრეველი და შემოქმედი სამყარო

ლევ შესტოვი

რწმენით თუ მეცნიერებით? ღმერთით თუ მის გარეშე? როგორ იცხოვროს ადამიანმა? როგორ არის მართებული? და თუ რომელიმე გზა მართებულია, შესაძლებელიც თუა? ამ კითხვებზე ცდილობს პასუხის გაცემას დიდი რუსი ფილოსოფოსი. და ეს ყველაფერი ლევ ტოსლტოის ცხოვრების ფონზე. უაღრესად საინტერესო ნაწარმოებია.

2.55ლარი

უკანასკნელის წინა სიტყვები

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვი ტრადიციას არ ღალატობს და სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების მწერლებისა თუ ფილოსოფოსების ნააზრევის კრიტიკის საფუძველზე აყალიბებს თავის შეხედულებას, რომელიც კვლავაც რელიგიურია, თუმცა უკვე საგრძნობლად შერბილებული ფორმით... საქმე უკანასკნელის წინას სიტყვებს ეხება.

1.99ლარი

უსაფუძვლობის აპოთეოზი

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვის მთავარი ნაწარმოები, შერაცხული მის მანიფესტად, რომელიც აფორიზმული ფორმით აკრიტიკებს და სატირულ ჭრილში ხატავს ადამიანთა ფუნდამენტურ მიდგომას ცხოვრების მიმართ. წარმოადგენს ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაშრომს.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

დევიანტურად (deviation - გადახრილი) იწოდება ფსიქოლოგიურად მდგრადი ქცევის ისეთი ტიპი, რომელიც არ შეესაბამება საზოგადოებრივად მიღებულ და ოფიციალურად დადგენილ მორალურ-სამართლებლივ ნორმებსა და ღირებულებებს. სოციუმის მწვავედ უარყოფითი შეფასება-დამოკიდებულება, რასაც თან სდევს სტიგმატიზაცია/სოციალური მარკირება, დევიანტს მხოლოდ იზოლაციის, მკურნალობის ან სასჯელის ალტერნატივას სთავაზობს. დევიანტური ქცევის განმსაზღვრელი კრიტერიუმები არაერთმნიშვნელოვანი და ხშირად საკამათოა, რაც განპირობებულია მისი წინააღმდეგობრივი, ფარდობითი და დროში ცვალებადი ბუნებით.

საზოგადოების შემდგომი ჰუმანიზაციის პროცესს ბევრად შეუწყობს ხელს ფილოსოფიისა და ეთიკის პრობლემატიკის გახსენება-შესწავლა, რათა აღადგინოს ერთ დროს თითქმის მიღწეული წონასწორობის, ანუ - გრძნობა-გონების ჰარმონიულობისაკენ სწრაფვის საყოველთაო პრინციპი. ამ რწმენით ვთავაზობთ საზოგადოებას ქართველი ეთიკოსის პროფესორ გელა ბანძელაძის „ეთიკის“ მოკლე შინაარსს და ზოგიერთი თანამედროვე „ჰუმანისტური ფსიქოლოგიის“ წარმომადგენელთა ეთიკურ-ფსიქოლოგიურ თვალსაზრისებს (ალტერნატიულ ეთიკას და ფსიქოლოგიას), რომელთა შორის თანამშრომლობა, მხოლოდ უმნიშვნელო წინააღმდეგობების მიუხედავად, სულაც არ არის ძნელი!

ალტერნატიული ეთიკა და ფსიქოლოგია
6.00ლარი

ალტერნატიული ეთიკა და ფსიქოლოგია

როზა გაფრინდაშვილი ლია მეტრეველი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

კაცობრიობა გაჩენის დღიდან იბრძვის გადარჩენისათვის: სხვა გზა უბრალოდ არ აქვს. კიდევ ერთხელ დავდექით საფრთხის წინაშე პანდემიის გამო. კოვიდ 19-მა შეცვალა მსოფლიო და გვაიძულა განათლების ახალ რელსებზე გადავსულიყავით. საქართველოში დისტანციური განათლების მნიშვნელობაზე, მის დადებით თუ უარყოფით თვისებებზეა საუბარი პროფესორ ლია მეტრეველის წარმოდგენილ ნაშრომში. წიგნში საინტერესოდაა ნაჩვენები ონლაინ სწავლების ფუნქცია, რომელმაც გადაარჩინა განათლება. წიგნი თანამედროვე განათლების აქტუალურ პრობლემებზეა და, ცხადია, მნიშვნელოვან ადგილს დაიმკვიდრებს საგანმანათლებლო სივრცეში.

ამ ნაშრომის მკითხველი გაეცნობა სოციალური გავლენის მნიშვნელობას და ფსიქოლოგიური გავლენის სფეროებს; შეიტყობს თუ რატომ არის ადამიანი მგრძნობიარე გავლენისადმი; რა კანონზომიერებით ხორციელდება გავლენა, რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნებად ჩამოყალიბებაზე ოჯახის, კომუნიკაციის, ტრადიციის, ფოლკლორის, მასმედიის ზემოქმედებას; თუ როგორ დაიცვა თავი სხვისი ნეგატიური ზეგავლენისგან და რა ფაქტორები განაპირობებენ პოზიტიურ გავლენას; თუ რა მნიშვნელობა აქვს პოზიტიურ აზროვნებას, ემოციური ინტელექტის განვითარებას, ცხოვრების საზრისის არსებობას და რწმენას ადამიანის ცხოვრებაში.

 

გავლენის ფსიქოლოგია
6.00ლარი

გავლენის ფსიქოლოგია

ლია მეტრეველი, ირმა ხურცია-ანდრიაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star