iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

იდიოტი (წიგნი პირველი)

ფიოდორ დოსტოევსკი

რომანის სახელწოდება, „იდიოტი“, ნაწარმოების მთავარ მოქმედ პირზე (თავადი ლევ ნიკოლაევიჩ მიშკინი) ირონიული მინიშნებაა. მისი გულღიობა, სიკეთე და უბრალოება გარშემომყოფებს შეცდომით აფიქრებინებს, რომ ის ჭკუას და გამჭრიახობას მოისაკლისებს. დოსტოევსკი ამოცანად ისახავდა „კეთილი და ყოვლად პოზიტიური“ ადამიანის სახის შექმნას და შეცნობას იმისა, თუ რას გამოიწვევდა ასეთი უნიკალური პიროვნების განთავსება მიწიერი კონფლიქტების, სურვილების, ვნებებისა და ეგოიზმის შუაგულში. შედეგად მივიღეთ ერთ-ერთი უმშვენიერესი რომანი ლიტერატურის ისტორიაში. გამოქვეყნდა 1869 წელს.

3.33ლარი

დანაშაული და სასჯელი (წიგნი 1)

ფიოდორ დოსტოევსკი

1866 წელს გამოქვეყნებული რომანის მთავარი თემა ღარიბი სტუდენტის, როდიონ რასკოლნიკოვის ღრმა სულიერი აშლილობა და მორალური დილემაა - შესაძლებელია თუ არა დანაშაულის ჩადენა მომავალი კეთილი საქმის სახელით. რომანი ასევე სინჯავს რასკოლნიკოვის თეორიას იმისა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ბუნებრივად აქვთ მინიჭებული დანაშაულის ჩადენის უნარი. „დანაშაული და სასჯელი“ ფსიქოლოგიური რომანის მწვერვალად მიიჩნევა.

2.99ლარი

ძმები კარამაზოვები (წიგნი I)

ფიოდორ დოსტოევსკი

წიგნი, მიჩნეული უდიდეს მიღწევად მსოფლიო ლიტერატურაში, "ძმები კარამაზოვები" არის სულიერი დრამა, რომელიც ისეთ საკითხებზე სიღრმისეულ დებატებს ეხება, როგორიცაა ღმერთი, თავისუფალი ნება, ბედისწერა, ზნეობა, ეჭვი, სამსჯავრო და სხვა. ამ ფილოსოფიური რომანის მოქმედება მე-19 საუკუნის რუსეთში მიმდინარეობს, მთავარ თემას კი შვილის მიერ მამის მოკვლა წარმოადგენს. იბეჭდებოდა "რუსეთის მაცნეში" 1879-80 წწ.

3.44ლარი

ეშმაკნი (წიგნი პირველი)

ფიოდორ დოსტოევსკი

რომანი "ეშმაკნი" 1869 წელს რუსეთში მომხდარი საზარელი მკვლელობით არის შთაგონებული. ეს სოციალური და პოლიტიკური სატირა, ისევე, როგორც ფსიქოლოგიური დრამა, გმობს მატერიალისტურ იდეოლოგიას და წინასწარმეტყველურად გვიჩვენებს რუსეთში მცირე ხნის შემდეგ მომხდარ მოვლენებს.

3.55ლარი

მისტერიები

კნუტ ჰამსუნი

რომანის გმირი, იუჰან ნილსენ ნაგელი, იდუმალი პიროვნებაა, რომელიც ერთი პატარა ნორვეგიული ქალაქის მშვიდ და ბიურგერულ ცხოვრებას ააფორიაქებს და ააშფოთებს. ის თითქოს უცხოა ამ პლანეტაზე, ცდილობს წესების მიხედვით იცხოვროს და არ იცის, როგორ; მოიპოვებს ორი ქალის სიყვარულს, მაგრამ ვერც ერთის რეალიზებას ვერ შეძლებს; მას არეული აქვს რეალობისა და სიზმრის აღქმა. 1892 წელს გამოქვეყნებული „მისტერიები“ ეგზისტენციალისტური რომანია, ზოგჯერ უცნაური, ზოგჯერ მხიარული, დროდადრო სევდიანიც, რომელიც საბოლოოდ მარადიულ კითხვას სვამს: „რისთვის ვცხოვრობთ?“

3.44ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

გარსია მარკესის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ამაღელვებელი ნაწარმოები - „პატრიარქის შემოდგომა“ - ესსაა ბრწყინვალე ისტორია კარიბელი ტირანისა და ხელისუფლების კორუფციის შესახებ. ავტორი ქმნის მომაკვდავი დიქტატორის სახეს, რომელიც ას წელზე მეტია ხელისუფლების სათავეშია და საკუთარი ძალაუფლების ტყვედ ქმნილა უკვე. იგი სისასტიკესა და წყალობას, გულჩვილობასა და ავზნეობას შორის მერყეობს, მაგრამ ავტორი ფაქტებს ხშირად უპირისპირებს ერთმანეთს და რთულია იმის გაგება, სადაა სიმართლე და სად - გამონაგონი.

პატრიარქის შემოდგომა
3.77ლარი

პატრიარქის შემოდგომა

გაბრიელ გარსია მარკესი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მწერლის ესსეები და მოთხრობები, წარმოდგენილი წინამდებარე კრებულში, ეხება სოციალურ, ფილოსოფიურ და ფსიქოლოგიურ თემებს, რაც მარკესის მთელი შემოქმედების ქვაკუთხედია. ქართულ ენაზე ქვეყნდება პირველად.

მარიონეტი და სხვა მოთხრობები
2.55ლარი

მარიონეტი და სხვა მოთხრობები

გაბრიელ გარსია მარკესი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

უბიწობა, უდანაშაულობა და ბოროტება, სიყვარული და მისი შებრუნებული, მახინჯი ფორმა, მეძავად იძულებით ქცეული გოგონას ბრძოლა თავისუფლებისთვის, უფრო ზოგადად კი ბრძოლა სიყვარულისა ბოროტებასთან. ესაა ამ ვრცელი მოთხრობის მთავარი თემები. საბოლოოდ კი, სიყვარული ამარცხებს ბოროტებას, მაგრამ თავადაც დამარცხებულია. ასეთია კარიბის უდაბნოს კანონები. გაეცანით კიდევ ერთ შედევრს მარკესისგან.

1955 წელს გარსია მარკესი ბოგოტაში გამომავალ გაზეთ "ელ ესპექტადორში" მუშაობდა, როდესაც იმ წლის თებერვალში კოლუმბიურ ნაღმოსან "კალდასის" ეკიპაჟის რვა წევრი ტალღამ ზღვაში მოისროლა. ათი დღის შემდეგ ერთ-ერთი მათგანი, სიკვდილის ზღვარზე მყოფი გამოცურავს ჩრდილოეთ კოლუმბიის სანაპიროზე. ეს წიგნი, რომელიც თავდაპირველად 14 საგაზეთო სტატიის სახით იქნა გამოქვეყნებული, ამ მეზღვაურის მძიმე განსაცდელის აღწერას წარმოადგენს.

ოთხმოცდაათ წელს მიღწეული ნაკლებადცნობილი ჟურნალისტის გიჟური სურვილი დაბადების დღის აღნიშვნისა ქალწულთან გართობით მას უბრუნდება გრძნობით, როგორიც არასოდეს განუცდია. ნაზი, სათუთი და ფარულად კომიკური მოთხრობა „ჩემი ნაღვლიანი მეძავების გახსენების ჟამს“ კიდევ ერთი ოსტატური ნამუშევარია დიდი მწერლის არსენალში. გამოქვეყნდა 2004 წელს.

„გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკა“ - ეს არის ჟურნალისტიკის, რეალიზმისა და დეტექტივის ნაზავი, რომელშიც მკვლელობა აღწერილია ინვერტულად, მკვლელობა რომელიც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ მაინც მოხდა, რაც, ალეგორიის სახით განხილული, თითოეული ადამიანის ბედს მოგვაგონებს. ეს ბრწყინვალე ნაწარმოები, რომელიც შეიძლება მოვნათლოთ, როგორც ეგზისტენციალიზმი ლათინოამერიკული ელფერით, მარკესისთვის ნობელის პრემიის მინიჭებამდე ერთი წლით ადრე გამოქვეყნდა (1981).