iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

შემეცნების ფილოსოფია და თეორია

ლევ შესტოვი

„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.

2.22ლარი

კირკეგორი - რელიგიური ფილოსოფოსი

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვი დანიელი ეგზისტენციალისტის ფილოსოფიას აანალიზებს, აანალიზებს მასში რელიგიური საფუძვლების ძიების მიზნით, და ჰეგელიდან იობისა და აბრაამისკენ დაძრული ფილოსოფოსის ნააზრევში წმინდა, ტრადიციულისგან განსხვავებულ, რელიგიურ საწყისებს პოულობს.

1.99ლარი

დამანგრეველი და შემოქმედი სამყარო

ლევ შესტოვი

რწმენით თუ მეცნიერებით? ღმერთით თუ მის გარეშე? როგორ იცხოვროს ადამიანმა? როგორ არის მართებული? და თუ რომელიმე გზა მართებულია, შესაძლებელიც თუა? ამ კითხვებზე ცდილობს პასუხის გაცემას დიდი რუსი ფილოსოფოსი. და ეს ყველაფერი ლევ ტოსლტოის ცხოვრების ფონზე. უაღრესად საინტერესო ნაწარმოებია.

2.55ლარი

უკანასკნელის წინა სიტყვები

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვი ტრადიციას არ ღალატობს და სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების მწერლებისა თუ ფილოსოფოსების ნააზრევის კრიტიკის საფუძველზე აყალიბებს თავის შეხედულებას, რომელიც კვლავაც რელიგიურია, თუმცა უკვე საგრძნობლად შერბილებული ფორმით... საქმე უკანასკნელის წინას სიტყვებს ეხება.

1.99ლარი

უსაფუძვლობის აპოთეოზი

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვის მთავარი ნაწარმოები, შერაცხული მის მანიფესტად, რომელიც აფორიზმული ფორმით აკრიტიკებს და სატირულ ჭრილში ხატავს ადამიანთა ფუნდამენტურ მიდგომას ცხოვრების მიმართ. წარმოადგენს ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაშრომს.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

შარლ-მარი გუსტავ ლე ბონ (07.05.1841-13.12.1931) - ფრანგი ფსიქოლოგი, სოციოლოგი, ანთროპოლოგი, არქეოლოგი, ექიმი, ფიზიკოსი და გამომგონებელი

წინამდებარე ტექსტი უფრო ვრცელი ნაშრომის, "ერების ფსიქოლოგიის", დასკვნით ნაწილს წარმოადგენს და მასში ერებისა და ცივილიზაციების განვითარებაში იდეების, განსაკუთრებით, რელიგიური იდეების, ისევე, როგორც დიად ადამიანთა როლია განხილული, ასევე ჩამოყალიბებულია ცივილიზაციათა განადგურების მიზეზები. 

წინამდებარე ნაშრომში, რომელიც "ერების ფსქიოლოგიის" ნაწილს წარმოადგენს, მრავალრიცხოვანი მაგალითების ფონზეა განხილული გენეზისი ერებისა და ხალხების ცივილიზებულობის ელემენტებისა, ისეთების, როგორიცაა აღმსარებლობა, ხელოვნება და ინსტიტუტები.

წინამდებარე თხზულებაში, რომელიც უფრო დიდი წიგნის, "ერების ფსიქოლოგია", ნაკვეთს წარმოადგენს, გუსტავ ლე ბონი ერის ხასიათს, მის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, ერების დიფერენცირებასა და ისტორიული ერების ჩამოყალიბების მიზეზებს იკვლევს.

"მასების ფსიქოლოგია" გუსტავ ლე ბონის ფუნდამენტური შრომაა, რომელიც 1895 წელს გამოქვეყნდა. ეს არის წიგნი სოციალური ფსიქოლოგიის შესახებ, რომლის თეორიები დღემდე განხილვის საგანს წარმოადგენს. აღნიშნული წიგნი გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა "ცნობილი ექიმის" კარიერაში."მასების ფსიქოლოგიაში" გუსტავ ლე ბონი გვიჩვენებს, რომ ბრბოდ გაერთიანებული ინდივიდების ქცევა იგივე არ არის, რაც იზოლირებული ადამიანებისა და ამ შეხედულების თანახმად ხსნის ბრბოს ირაციონალურ ქმედებებს.

ბრბოს ინსტინქტური მოთხოვნილება აქვს აირჩიოს ბელადები, რომლებსაც უნდა დაემორჩილოს, თუმცა დღევანდელ დღეს, ავტორის აზრით, ბრბო თავად იქცა დიდი ძალაუფლების მომხვეჭელად, რაც არაერთ სირთულეს უქმნის კაცობრიობას. წინამდებარე ნაშრომი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია მასების ფსიქოლოგიის შესწავლის გზაზე.

ბრბო, ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა სინამდვილეში უაღრესად რთული ორგანიზმია. მისი შეხედულებების ჩამოყალიბება საუკუნეთა განმავლობაში მიმდინარეობს და ექვემდებარება, როგორც დისტანციურ (დრო, რასა, ტრადიციები, აღზრდა, განათლება), ისე მყისიერ ფაქტორებს (ხატები, ფორმულები, ილუზიები, გამოცდილება, გონება). სწორედ ამ ფაქტორების და არა ლოგიკის მართებულად გამოყენებით არის შესაძლებელი ბრბოს მართვა. როგორც თავად ავტორი ამბობს, „ვისაც ბრბოს შეცდომაში შეყვანა შეუძლია, ის იოლად იქცევა მის მბრძანებლად; ხოლო ვინც მის ჭკუაზე მოყვანას ცდილობს, ყოველთვის მისი მსხვერპლია“.

წინამდებარე ნაშრომი ბრბოზე მოქმედ იდეებს, მის მიერ შეხედულების ჩამოყალიბების მექანიზმს, მისი მრწამსის რელიგიურ შემადგენელსა და ზოგადად რელიგიურობის გავლენას ეხება. ბრბო რელიგიურია, რელიგია კი ბრბოზე მოქმედებს - ამიტომაც აღმოჩნდა ეს სიმბიოზი ესოდენ გრძლევადიანი.

ბრბოს მრწამსი
1.22ლარი

ბრბოს მრწამსი

გუსტავ ლე ბონი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ბრბოს განსხვავებული ფსიქოლოგიური მახასიათებლები აქვს, ის კეთილშობილიც არის და სასტიკიც, გმირიც და ლაჩარიც, მონაცა და ბატონიც. ის ცვალებადია, იმპულსური და მიამიტი. ამ ურთიერთსაწინააღმდეგო და შესაძლოა ურთიერთგამომრიცხავ მახასიათებლებს განმარტავს ავტორი მაგალითების საფუძველზე.

წინამდებარე ნაწილში ვრცელი კვლევიდან "ბრბოს ფსიქიკა" ავტორს ბრბოს ძირითადი მახასიათებლების - დაუმარცხებლობა, ინფიცირებულობა და შთაგონებულობა - ცნებები შემოაქვს და განსაზღვრავს მათი წარმოშობის მიზეზებს; აყალიბებს მსგავსებასა და განსხვავებას ჰომოგენურ და ჰეტეროგენურ ბრბოს შორის.