„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
რუსეთში ღვინის ვაჭრობით პაპა დიმომ ფული იშოვნა, მაგრამ უყაირათოდ დახარჯა და სამშობლოში დაბრუნდა. გზად ცოლი და შვილი დაეღუპა, დარჩა ერთადერთი შვილიშვილი, დარეჯანი, რომელსაც პაპა რეჯანს უძახის. რეჯანი ავად ხდება და პაპა მის მოსავლელად ყველაფერს (სიტყვასიტყვით) აკეთებს, რაც კი შეუძლია.
In outlining the central problems of political philosophy, Knowles introduces the ideas of key thinkers, including Hobbes, Locke, Marx, and Mill, and influential contemporary theorists such as Berlin, Rawls, and Nozick. He discusses how to do political philosophy through a detailed examination of utilitarianism, exemplifying a commitment to the liberal practice of rational inquiry. Written in an easily readable style, Political Philosophy will be of interest to general readers as well as to students and teachers of philosophy and political theory.
უოლეს დ. უოთლზმა „გამდიდრების მეცნიერული გზა“ 1900-იანი წლების დასაწყისში დაწერა. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა და წიგნი დღესაც აქტუალურია, რადგან ადამიანები კვლავაც ერთგულებენ მის მოძღვრებას. უოთლზი ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი წიგნი, რომელიც ადამიანს სჭირდება გამდიდრებისთვის. ის იმასაც კი ამბობს, რომ ადამიანებმა არ უნდა წაიკითხონ სხვა წიგნები და უბრალოდ ფოკუსირება მოახდინონ „ენერგიის მუშაობაზე“, რომელსაც ეს წიგნი მოითხოვს.
ბერტრან რასელის „დასავლური ფილოსოფიის ისტორიის“ მესამე წიგნი მოიცავს პერიოდს მეთვრამეტე საუკუნიდან მეოცე საუკუნის პირველ ნახევრამდე და მასში განხილულია ის, რასაც ავტორი „თანამედროვე ფილოსოფიას“ უწოდებს, დაწყებული დევიდ ჰიუმიდან და ლოგიკური ანალიზის ფილოსოფიით დასრულებული. სწორედ ამ უკანასკნელ სკოლას მიაკუთვნებს ავტორი საკუთარ თავსაც.
წინამდებარე კრებულში წარმოდგენილია ქართველი მეფის, მამულიშვილის, მეცენატისა და მწიგნობრის, ვახტანგ მეექვსის პოეზია, გამსჭვალული პატრიოტული, ფილოსოფიური და სატრფიალო მოტვებით, რაც, ალ. ბარამიძის სიტყვებით, „ცხადჰყოფს, რომ ვახტანგს თავისი საკუთარი და საპატიო ადგილი უნდა მიეკუთვნოს როგორც ქართული კულტურის ისტორიაში საზოგადოდ, ისე ქართული პოეტური კულტურის ისტორიაში კერძოდ“.
„ქართული სამართლის ისტორიის“ მეორე ნაწილის მეორე ნაკვეთში ფუნდამენტურად არის განხილული დანაშაულისა და სამართლის სხვადასხვა ასპექტები, მათ შორის, დანაშაულებანი სახელმწიფოს, ადამიანის სიცოცხლის, საკუთრების წინააღმდეგ; სამართლის მხრივ, საკორპორაციო სამართალი, სამოქალაქო სამართალი, სისხლის სამართალი ისევე, როგორც სასამართლოს წარმოება საქართველოში.
მოლა ნასრედინი ცნობილი იყო უცნაურობით, მაგრამ ბრძენ ადამიანთა უმეტესობა თანხმდებოდა, რომ მის მოჩვენებით უგნურებას მიღმა იფარებოდა მკვეთრი აღქმა, რომელიც პირდაპირ ჭეშმარიტებასთან მიდიოდა. ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პერსონაჟია მუსულმანურ ქვეყნებში, რომლის გონებამახვილობის ისტორიები ერთნაირად უყვართ ბავშვებსაც და მოზრდილებსაც.
This book presents an original and accessible analysis of the relationship between commonsense, or "folk," psychology and contemporary scientific psychology, focusing on the ways in which cognitive science presents a challenge to our commonsense self-image. It is designed as a textbook for upper-level undergraduate and beginning postgraduate students in philosophy and cognitive science, but as a text that not only surveys but advances the debates on the topics discussed, it will also be of interest to researchers working in these areas.
წიგნი შედგება მეცამეტე საუკუნის სომეხი ავტორის, ვარდან აიგეკელის 158 იგავისგან, რომლებიც ეზოპეს იგავების მიბაძვით არის შექმნილი და მიზნად ადამიანთა ზნეობრივ დამოძღვრას ისახავდა. თარგმანი შესრულებულია სომხური ენიდან უცნობი ქართველი მთარგმნელის მიერ. წიგნს თან ერთვის ექვთიმე თაყაიშვილის ბოლოსიტყვაობა.
დაახლოებით 1200 წლის წინ უცნობი გერმანელი ავტორის მიერ შექმნილი „სიმღერა ნიბელუნგებზე“ ოცდაცხრამეტი თავგადასავლისგან შედგება და ორ ძირითად ნაწილად არის დაყოფილი. პოემა, რომელსაც ხშირად გერმანულ „ილიადას“ უწოდებენ, წარმოადგენს გმირულ ეპოსს როგორც თავისი ხასიათით, ისე მასშტაბით. მოვლენები უმოწყალოდ მიემართება რომანტიკიდან ტრაგედიისკენ. ის გვიჩვენებს ეგზისტენციალურ ბრძოლას და დაცემას მთელი ერის, ბურგუნდიელებისა, რომლებსაც სამეხდრო კონფლიქტი აქვთ ჰუნებთან და მათ მეფესთან.