რომანად გადაქცეული დღიური; ავტორი გადმოგვცემს მეგობრის დღიურში ასახულ თბილისის და ქალაქის მცხოვრებთა უახლეს ტრაგიკომიკურ ისტორიას. მოვლენები და ფაქტები, რომლებიც თავისებური განუმეორებელი ტკივილითა და იუმორით დაილექა, მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, შემთხვევით აღმოჩენილ დაკუჭულ ფურცლებზე.
Godesses are famously beautiful. When one such girl suddenly appeared in an early Bronze Age town near modern Akhaltsikhe from the sky with amazing magical powers, she is assumed to be the daughter of their Moon Godess, Ka-Mar. But, she was actually a tourist to Georgia who accidentally triggered a time-gate from far in their future.
თქვენს წინაშეა ქართველი მასონის, სოლომონ ასურელის ნაშრომი „მასონობა და ოკულტიზმი“, გაგრძელება ციკლის, რომელიც მოკლედ მოგითხრობთ მასონურ ტრადიციებზე, ოკულტიზმზე, ეზოთერიკულ კვლევებზე და ცოდნაზე, მარტინისტთა ორდენის აღმოცენებაზე, ჰერმეტიკულ საზოგადოებებზე მათ განვითარების ისტორიას და სხვადასხვა მოვლენის ურთიერთკავშირს ისტორიულ და ორგანიზაციულ ჭრილში. ჩემი წიგნების ციკლი დავყავი ოთხი მიმართულებით - „მიწა“, „ჰაერი“, „წყალი“ და „ცეცხლი“, თითოეულში კი 3 ნაწილია. ჩვენს საზოგადოებაში, მრავალი ობიექტური მიზეზის გამო, ამ წიგნებში აღწერილ საკითხებზე ცოდნა საკმაოდ ბუნდოვანია ან მცდარი. შესაბამისად, ვცდილობ მოკლედ, მაგრამ ნათლად წარმოვაჩინო რიგი საკითხები, თემები, რომელთა ცოდნა და ანალიზი აუცილებელია, ყველა განათლებული, კულტურული და განვითარებული ადამიანისთვის.
მე-18 საუკუნის დასაწყისში ლონდონში ფუნქციონირებდა ფრანგული მასონური ლოჟაც, რომლის წევრები ძირითადად შოტლანდიელები, ირლანდიელები და ფრანგები იყვნენ, მათ შორის გახლდათ შოტლანდიელი ჯეიმს ანდერსონი. სწორედ მას, მე-18 საუკუნის დასაწყისში ინგლისის პირველი დიადი ლოჟის დიადმა ოსტატმა სთხოვა და დაავალა მასონური ორდენის განვითარების ისტორიის, მასონობის პრინციპებისა და წესების, ტრადიციების წიგნი დაეწერა. შედეგად, დაიბადა „კონსტიტუციის წიგნი“, რომელიც პირველად 1723 წელს გამოიცა ინგლისურ და შემდგომ ფრანგულ ენაზე.
თქვენს წინაშეა ქართველი მასონის, სოლომონ ასურელის მცირე ნაშრომი „მასონობა და ეზოთერიკა“, რომელშიც მოკლედ მოგითხრობთ მასონურ ეზოთერულ ტრადიციებზე, მ.შ. წმინდა გეომეტრიის არსზე, ეზოთერიკულ კვლევებზე და ცოდნაზე, და სხვა მრავალ საინტერესო ეპიზოდს საძმოს და კაცობრიობის ისტორიიდან. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს დიად ლოჟას და ყველა ჩვენს ძმას, იმისათვის, რომ ვგრძნობთ მათ არსებობას, სიყვარულს და მხარდაჭერას! ეს წიგნი - მცირედი ბროშურა, როგორც მე ვუწოდებ ჩემს ნაშრომებს, განეკუთვნება როგორც მასონ ძმებს, ასევე, საინტერესო იქნება პროფანებისთვის. მასონური ორდენის არსის გასაგებად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საზოგადოების, ორდენის, აზროვნების ფილოსოფიის და რიგი ინდივიდების ცხოვრების შესწავლა.
„მასონური საიდუმლოს ფესვები“ არის ქართველი მასონი ავტორის სოლომონ ასურელის საქართველოს ისტორიაში პირველი ქართულენოვანი ორი გამოცემის (2010 - 2012) - „მასონები - საიდუმლო საძმო თუ საძმო საიდუმლოებებით“ და „მასონური საიდუმლოს ფესვები - სინათლის ძიებაში“ გაერთიანებული, ჩასწორებული, ჰარმონიზებული და დამატებული ვერსია - კრებული, რომელშიც ქართველი მასონის რეალური ამბავია გადმოცემული. ამ წიგნში მასონური საძმოს ისტორიას, ორდენის რიტუალების და სიმბოლიკის ზოგად განმარტებებსა და მასონური ფილოსოფიის საფუძვლებს წარმოგიდგენთ.
"ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია" ეპოქალური ნაწარმოებია ადამიანის უფლებათა ისტორიაში. ის შემუშავებულ იქნა მსოფლიოს ყველა რეგიონის სამართლისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა მიერ, ხოლო დამტკიცებულ იქნა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 1948 წლის 10 დეკემბერს პარიზში. მასში პირველადაა ჩამოყალიბებული ადამიანის ძირითადი უფლებები, რომლებიც საყოველთადო დაცვას ექვემდებარება. ტექსტი ხელმისაწვდომია ექვს ენაზე.
როგორი იყო ნიუ იორკი გასული საუკუნის 20-იან წლებში? ამერიკის ამ უმთავრეს ქალაქს გვიჩვენებს ავტორი მისი მედღეური მუშებით, ნავსადგურთა მშრომელებით, საქონლის დამტარებლებით, მკერავებით და მეტწილად გაბატონებული უსამართლობით, რომელიც, მიუხედავად ამ ყველაფრისა, მრავალი ჯურის ადამიანისთვის საოცნებო ქალაქს წარმოადგენდა იმ დროს.
გიორგი კვინიტაძის "ВОСПОМИНАНИЯ 1917-1921" იმ მცირერიცხოვან ქმნილებათა რიცხვს ეკუთვნის, რომლებიც ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოში (1918-1921) მიმდინარე სამხედრო და პოლიტიკურ ცხოვრებას აღწერს, იკვლევს ომისა და დემოკრატიული ხელისუფლების დაცემის ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზებს, და გარკვეულწილად ქართულ ემიგრაციაში არსებულ დაპირისპირებებს ჰფენს ნათელს.