iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

მსჯელობა მეთოდის შესახებ

რენე დეკარტი

დეკარტეს "მსჯელობა" გარდამტეხი წერტილია ევროპულ აზროვნებაში; მასში ავტორი მოკლედ გადმოსცემს თავის რადიკალურად ახალ ფილოსოფიას, რომელიც თვითობის არსებობის მტკიცებით იწყება (ცნობილი "cogito ergo sum"). შემდეგ ავტორი აკეთებს დასკვნას ღმერთის არსებობისა და ბუნების შესახებ, ბოლოს კი ფიზიკურ სამყაროზე, ადამიანსა და ცხოველთა სამყაროზე სრულიად ახალ თვალსაზრისს გვთავაზობს.შენახვა/დახურვა

2.99ლარი

ტრაქტატი ადამიანური შემეცნების პრინციპების შესახებ

ჯორჯ ბერკლი

თავის მთავარ ნაშრომში ირლანდიელი ფილოსოფოსი იმატერიალიზმის შეხედულებას აყალიბებს, რომლის თანახმად არაფერი მატერიალური არსებობს, სანამ რაიმეს ან ვინმეს მიერ არ აღიქმება. განსხვავებით სოლიფსიზმისგან, რომლის შესაბამისად მხოლოდ "მე" არსებობს, ბერკლის შეხედულება იმაში მდგომარეობს, რომ მატერიალური საგნები - იდეებია, რომლებიც ცალკეული ცნობიერი გონების მიერ არის ფორმირებული.

3.99ლარი

მეტაფიზიკური განაზრებანი

რენე დეკარტი

ეს წიგნი ექვსი განაზრებისგან შედგება, რომლებშიც დეკარტი თავდაპირველად ყველაფრის რწმენას უარყოფს, შემდეგ კი თანდათანობით ცდილობს მივიდეს იმის რწმენასთან, რისი რწმენას დაუეჭვებლად არის შესაძლებელი. ეს ნაშრომი ყველაზე დეტალურად განმარტავს დეკარტის მეტაფიზიკურ სისტემას, განავრცობს რა იდეებს, რომლებიც მოცემულია მეოთხე ნაწილში მისი "მსჯელობისა მეთოდის შესახებ".

3.77ლარი

სულის ვნებანი

რენე დეკარტი

ხშირად ფიქრობენ, რომ დეკარტმა გონებისა და სხეულის სრული გამიჯვნა შემოიტანა. მაგრამ მან ასევე აღიარა მჭიდრო კავშირი მათ შორის, თავის გვიანდელ ნაშრომებში კი ის ფოკუსირებას ადამიანური ბუნების ამ ასპექტზე ახდენს. "სულის ვნებანი" მისი უდიდესი წვლილია ამ დებატებში. იგი შეიცავს ღრმა განსჯას ემოციების მუშაობისა და მათი ადგილისა ადამიანურ ცხოვრებაში – ესაა საგანი, რომელიც სულ უფრო მეტად იპყრობს ფილოსოფოსების, ინტელექტუალებისა და კულტურის ისტორიკოსების ყურადღებას.

3.99ლარი

ფილოსოფიის საწყისები

რენე დეკარტი

"ფილოსოფიის საწყისები" რენე დეკარტის კლასიკური ტექსტია, რომელიც ლათინურად დაიწერა და 1644 წელს გამოქვეყნდა. იგი ეძღვნება ელისაბედ ბოჰემიელს, ვისთანაც დეკარტს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებდა. წიგნში განსაზღვრულია ბუნების პრინციპები, ანუ ფიზიკის კანონები, როგორც დეკარტი უწოდებდა მათ.

3.99ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

რომანად გადაქცეული დღიური; ავტორი გადმოგვცემს მეგობრის დღიურში ასახულ თბილისის და ქალაქის მცხოვრებთა უახლეს ტრაგიკომიკურ ისტორიას. მოვლენები და ფაქტები, რომლებიც თავისებური განუმეორებელი ტკივილითა და იუმორით დაილექა, მისი ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, შემთხვევით აღმოჩენილ დაკუჭულ ფურცლებზე.

წიგნი მოიცავს 1993-2000 წლებში შექმნილ ნაწარმოებებს, რომლებიც გამსჭვალულია იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი ემოციური და ფსიქოლოგიური სიმძიმით, ამავე დროს ინარჩუნებს ხალისის და კომიკურობის ელემენტებს, რითაც ასე სავსე იყო ჩვენი იმ დროინდელი ყოფა და ცხოვრება.

რომანი ეძღვნება რომანტიზმით, მოგზაურობისა და თავგადასავლების ჟინით გამსჭვალულ ახალგაზრდობას. აქ მკითხველი იხილავს საინტერესო და მრავალფეროვან ისტორიას, რომელიც თავს გადახდა რამდენიმე ქართველ ახალგაზრდას ერაყში ყოფნის დროს. ისინი რომანტიულ - ავანტურისტული იდეებითა და მიზნებით შეპყრობილნი მოგზაურობენ ამ უძველეს ქვეყანაში და ეძებენ „სადამ ჰუსეინის გადამალულ განძს“. 

ბაღდადელი ქურდები
7.00ლარი

ბაღდადელი ქურდები

კობა ცხაკაია, სოსო მჭედლიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

აქ წარმოდგენილი ნაწარმოები დოკუმენტურ მასალაზეა აგებული. ეს დოკუმენტი, ანუ საბრალდებლო დასკვნა "ს.ს. #!!!!!!! საქმეზე" გადასცა ავტორს, მისი პირველი პედაგოგის თ.მ. ძმის შვილმა, პოლიციის პოლკოვნიკმა ზ.მ., რომელიც თავის დროზე ქალაქის ერთერთი საგამოძიეო სამმართველოს უფროსად მუშაობდა... მასალა საინტერესო იყო იმდენად, რამდენადაც ახლოს იყო იმ პრობლემატიკასთან, რასაც 3045 წლის ადამიანები შეეჯახნენ, 1991 2004 წწების პერიოდში და შექმნეს თანამედროვე საქართველოსათვის დამახასიათებელი საზოგადოებრივი შრე, რომელსაც სამწუხაროდ "დაკარგული თაობის" ფენომენი ეწოდა... 

რეალური ამბებით ჩახატული დიალოგები, ზღაპრები და მითები. ყველაფერი, რაც ამ წიგნშია მოცემული, მოსმენილია ჩვეულებირვი ადამიანებისგან, რომლებიც 1993-2000 წლებში ცდილობდნენ გადარჩენილიყვნენ და თან არ დაეკარგათ ის მნიშვნელოვანი ძარღვი, რაზეც ადამიანობა და ადამიანური ურთიერთობები იყო აწყობილი. თქვენს წინაშეა წიგნი სადაც ყოფითი სასტიკი რეალობა, უსამართლობა, მკვლელობები, უბრალო ადამიანების აბუჩად აგდება, სხვადასხვა ფორმითაა გადმოცემული. აქ ადამიანები არ ებრძვიან რეალობას, ისინი იბრძვნიან თვითგადარჩენისათვის, პირველ რიგში სულიერად და ფსიქოლოგიურად და შემდგომ ფიზიკურად. ისინი ამისთვის იყენებენ ყველაზე უებარ საშუალებას, საკუთარ გრძნობებს, რწმენას, ფანტაზიას და მომავლის იმედს, როს გარეშეც შეუძლებელია ცხოვრება. ცხოვრება და არა არსებობა.

ციხე, ზონა, კრიმინალური სამყარო, ფულთან დაკავშირებელი მკვლელობა, რომლის გამოძიებასაც აწრიალებული ქურდები იწ-ყებენ

ზონაში
8.00ლარი

ზონაში

კობა ცხაკაია, სოსო მჭედლიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წიგნში შესულია სხვადასხვა ჟანრის მოთხრობა, გამსჭვალულია იუმორით, ტრაგიზმით და ასევე საჭირბოროტო სოციალურ-ფსიქოლოგიური თემატიკით. ჟანრების მრავაფეროვნების მიუხედავად მოთხრობები განკუთვნილია 12-იდან ზევით ასაკის მკითხველისათვის, რადგან იქ ასახული პრობლემები, საკითხები და თემატიკა მნიშვნელოვნად პასუხობს მკითხველის ამ დიდი ასაკობრივი პლასტის გრძნობებს, ინტერესებს და შეხედულებებს.