წინამდებარე მოხსენებაში ალფრედ ადლერი მოკლე მონახაზს აკეთებს შეხედულებისა, რომელიც ინდივიდუალური ფსიქოლოგიის მისეულ კონცეფციას დაედო საფუძვლად.
"სამხედრო მფრინავი" - ეს არის მზვერავი პილოტის მოგონებები 1940 წელს "საფრანგეთისთვის ბრძოლის" შესახებ, როდესაც ეგზიუპერი საფრანგეთის საჰაერო ძალებში მსახურობდა. წიგნში მრავლადაა მსჯელობა ომის, ამ ომში საფრანგეთის როლის, ასევე ერთგულების, თავგანწირვის, ვალდებულების შესახებ. გამოქვეყნდა 1942 წელს.
არის თუ არა ინდივიდუალური ადამიანის სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი კომერციული მიზნის მიღწევა – ესაა ამ ნაწარმოების მთავარი თემა, რომლის განვითარება პილოტ ფაბიენისათვის მისი უფროსის, რივიერის, მიერ მიცემული დავალების შესრულების კვალდაკვალ ხდება. გამოქვეყნდა 1931 წელს და მყისვე საერთაშორისო ბესთსელერად იქცა.
„ადამიანთა მიწა“ სენტ-ეგზიუპერის მემუარია, პირველად გამოქვეყნებული 1939 წელს, რომელიც კოლეგებსა და, ზოგადად, ადამიანებს შორის მეგობრობის, თანადგომის, გმირობისა და სიკვდილის თემებს ეხება და, იმავდროულად, აყალიბებს ავტორის შეხედულებას ცხოვრების საზრისის შესახებ. არის აშშ-ის National Book Award-ის მფლობელი (1939).