„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.
ყველა მასწავლებელს აწუხებს კითხვა, როგორ ვასწავლოთ ქართული ენა და ლიტერატურა? რა სისტემითა და რა სახით დავეხმაროთ მოსწავლეებს ტექსტების ათვისებასა და გაგებაში? რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ საშუალო საფეხურის პედაგოგის პრობლემა არაა და ამ საკითხებზე დაწყებითი საფეხურიდანვე აქტიურად უნდა ვფიქრობდეთ, რადგან წაკითხულის გააზრების უნარი, კრიტიკული აზროვნების უნარი თუ ახალგაზრდას სათანადო დონეზე გააზრებული არ აქვს, ის ვერანაირად გაართმევს თავს უმაღლეს სასწავლებელში აკადემიურ ცხოვრებას და ვერ იქნება წარმატებული სტუდენტი.
როგორ ვასწავლოთ ქართული ენა და ლიტერატურა? რა სისტემითა და რა სახით დავეხმაროთ მოსწავლეებს ტექსტების ათვისებასა და გაგებაში? საკითხი - როგორ ვასწავლო? გახდა უმნიშვნელოვანესი. ამ საკითხის მოგვარების ჩვენეული მცდელობაა წინამდებარე კრებულიც. ეს ჩემთვის წიგნის გამოცემის მეორე მცდელობაა უკვე. პირველი წიგნის გამოცემიდან ერთწლიანი პაუზის შემდეგ, ამჯერად უკვე მეგობართანა და საუკეთესო პროფესიონალთან ერთად გადავწყვიტე დამხმარე სახელმძღვანელოზე მუშაობა.