iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია

შემეცნების ფილოსოფია და თეორია

ლევ შესტოვი

„შემეცნების ფილოსოფია და თეორია“ შესტოვის ღრმა და შეუდარებლად ორიგინალური ექსკურსია წარსულში, როგორც ყოველთვის, სხვა ფილოსოფიურ სისტემათა მიუკერძოებელი და განყენებული კვლევა-შესწავლის ფონზე, შექმნილი 1912 წელს.

2.22ლარი

კირკეგორი - რელიგიური ფილოსოფოსი

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვი დანიელი ეგზისტენციალისტის ფილოსოფიას აანალიზებს, აანალიზებს მასში რელიგიური საფუძვლების ძიების მიზნით, და ჰეგელიდან იობისა და აბრაამისკენ დაძრული ფილოსოფოსის ნააზრევში წმინდა, ტრადიციულისგან განსხვავებულ, რელიგიურ საწყისებს პოულობს.

1.99ლარი

დამანგრეველი და შემოქმედი სამყარო

ლევ შესტოვი

რწმენით თუ მეცნიერებით? ღმერთით თუ მის გარეშე? როგორ იცხოვროს ადამიანმა? როგორ არის მართებული? და თუ რომელიმე გზა მართებულია, შესაძლებელიც თუა? ამ კითხვებზე ცდილობს პასუხის გაცემას დიდი რუსი ფილოსოფოსი. და ეს ყველაფერი ლევ ტოსლტოის ცხოვრების ფონზე. უაღრესად საინტერესო ნაწარმოებია.

2.55ლარი

უკანასკნელის წინა სიტყვები

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვი ტრადიციას არ ღალატობს და სხვადასხვა ეპოქისა და ეროვნების მწერლებისა თუ ფილოსოფოსების ნააზრევის კრიტიკის საფუძველზე აყალიბებს თავის შეხედულებას, რომელიც კვლავაც რელიგიურია, თუმცა უკვე საგრძნობლად შერბილებული ფორმით... საქმე უკანასკნელის წინას სიტყვებს ეხება.

1.99ლარი

უსაფუძვლობის აპოთეოზი

ლევ შესტოვი

ლევ შესტოვის მთავარი ნაწარმოები, შერაცხული მის მანიფესტად, რომელიც აფორიზმული ფორმით აკრიტიკებს და სატირულ ჭრილში ხატავს ადამიანთა ფუნდამენტურ მიდგომას ცხოვრების მიმართ. წარმოადგენს ეგზისტენციალიზმის ერთ-ერთ ფუნდამენტურ ნაშრომს.

3.88ლარი
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

წიგნები

სორტირება:

„გაუგებრობა მოსკოვში“ ბევრს მოგვითხრობს ბოვუარზე, მათ შორის, მის შეხედულებებზე ურთიერთობებისა და ოჯახის შესახებ. სასოწარკვეთილ ფემინისტს, რომელმაც გამოაცხადა ოჯახური კავშირებისგან თავისუფლება, შესაძლოა, ეს კავშირები არანაკლებ სჭირდებოდა, ვიდრე ნებისმიერ სხვა „ჩვეულებრივ“ ქალს. ასე რომ, ნიკოლი და ანდრე, შუახნის ცოლ-ქმარი, საბჭოთა მოსკოვში ჩადიან. აქ ცხოვრობს ანდრეის მეგობარი მაშა (ამ გმირს ჰყავს პროტოტიპი – მთარგმნელი ლენა ზონინა, სარტრის მეგობარი). მაშას შეხედვით, რომელიც გაიზარდა ქვეყანაში, სადაც ქალებმა, საბედნიეროდ თუ სამწუხაროდ, მიაღწიეს თანასწორობას, ნიკოლი იხსენებს საკუთარ ახალგაზრდობას. მოსკოვში ვიზიტი არის შემთხვევა, რომ ანდრესთან ცოლ-ქმრული ცხოვრების ეპიზოდები გაიარონ, ბევრი რამ გადააფასონ. მაგრამ – ვაი! – დროს უკან ვერ დააბრუნებ და ნიკოლს ესმის, რომ ასაკთან ერთად არასოდეს დაუძლევია სიცოცხლის შიში, რომლის ეშინია თითქმის სიკვდილზე მეტად და არ გამხდარა ჭეშმარიტად ბედნიერი.

„ძალიან ადვილი სიკვდილი“ (1964) სიკვდილთან მთხრობელის დედის გარდუვალ შეხვედრას აღწერს. რთული საკითხავია, რამდენადაც სიკვდილთან ჭიდილი დეტალურად არის აღწერილი, თუმცა მის უკან ვხედავთ ზოგადად ადამიანის ტრაგედიას, ყველა ადამიანის საერთო ბედს კონკრეტული შემთხვევის მაგალითზე. მიჩნეულია ავტორის შედევრად.