iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ესსეისტიკა

სორტირება:

წინამდებარე ნარკვევი კიდევ ერთი მცდელობაა დემოკრატიის ქრისტიანული ფესვების დემონსტრირებისა და ამ უკანასკნელის მორიგებისა თანამედროვე პოლიტიკურ გამოწვევებთან.

ქართველი ფილოსოფოსი ვაჟა-ფშაველას ფილოსოფიურ-რელიგიურ საწყისებსა და მსოფლმხედველობას იკვლევს არატრადიციულ და უაღღესად საინტერესი ჭრილში, თუმცა ამით არ შემოიფარგლება და ზოგადად ქართველი ერის სულიერ პორტრეტსაც გვთავაზობს.

მწერლის დანიშნულების, ამ დანიშნულების ურღვევობისა და მარადიულობის შესახებაა ეს ბრწყინვალე ესსეი, რომელშიც მაგალითების სახით სამი დიდი ფრანგის - სენტ-ეგზიუპერის, მალროსა და კამიუს -სამწერლო მსოფლმხედველობაა განხილული.

"რვეულებიდან" - ესაა დიმიტრი უზნაძის შენიშნვები და ჩანაწერები, შესრულებული 1944-დან 1949 წლამდე, რომლებიც ფსიქოლოგიის სხვადასხვა ასპექტებს ეხება, მათ შორის ავტომატიმზს, ემოციას, ქცევას, განწყობას და სხვა.

რვეულებიდან
1.99ლარი

რვეულებიდან

დიმიტრი უზნაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

არეოპაგელის ერთ-ერთი ძირითაიდ ტრაქტატი, "საიდუმლო ღმრთისმეტყველებისათვის" ანუ "მისტიკური თეოლოგია" ეხება პირველმიზეზის ანუ სამყაროს საწყისის საიდუმლო განსაზღვრებას.

ზაქარია ჭიჭინაძე წინამდებარე ნარკვევში საქართველოს ძირძველი ნაწილების, მესხეთის, ჯავახეთისა და აფხაზეთის გამაჰმადიანების ფაქტებს მოგვითხრობს, ასევე ეხება გურიის გამაჰმადიანების მცდელობასა და ამით გამოწვეულ დაცემას მრეწველობის სხვადასხვა დარგებში.

დიდი გერმანელის მსჯელობა პოლიტიკის შესახებ, მცდელობა პოლიტიკის გადმოცემისა რეალურად, როგორც ეს ხდებოდა და, ასევე, წინასწარმეტყველება (რაც შპენგლერის აზროვნებისთვის დამახასიათებელია) იმისა, რაც მოხდება ან უნდა მოხდეს ამ მიმართულებით, - ესაა ამ წიგნის ამოცანა.

თქვენს წინაშეა პირველი მცდელობა ვაზის მოშენებაზე მეცნიერული თვალსაზრისის ჩამოყალიბებისა, რაც შესაძლოა დღეს დროგასულადაც მოჩანდეს, მაგრამ უდაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამ აგრარული დარგის განვითარებისთვის.

ვაზის მოშენება
1.99ლარი

ვაზის მოშენება

ილია წინამძღვრიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს სტატია 1927 წელს დაიწერა "ენციკლოპედია ბრიტანიკასთვის" და პრაქტიკულად პირველ მცდელობას წარმოადგენს გერმანიის გარეთ ფენომენოლოგიის ძირითადი პოსტულატების გავრცელებისა. ქართულ ენაზე ქვეყნდება პირველად.

ფენომენოლოგია
1.00ლარი

ფენომენოლოგია

ედმუნდ ჰუსერლი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

რუსი რელიგიურ-ფილოსოფიური მოაზროვნე რუსული რევოლუციის ისტორიული და რელიგიური აზრის გარკვევას ცდილობს, რისთვისაც დასავლეთის ისტორიულ გამოცდილებასა და რუსეთში იმ დროს გაბატონებულ საზოგადოებრივ განწყობას აანალიზებს.

„სქესობრივი ლტოლვის თეორიისათვის“ გახლავთ პირველი ნაწილი ფროიდის ყველა დროის ბესთსელერისა „სამი ესსეი სექსუალურობის თეორიის შესახებ“ (1905), რომელშიც იგი სხვადასხვა სახის სექსუალურ გადახრებსა და სექსუალურ ლტოლვას აანალიზებს და სადაც იგი ამ გადახრების ფორმირებაში ხაზგასმით ანიჭებს მნიშვნელოვან როლს ბავშვობისდროინდელ შთაბეჭდილებებს. მკითხველი მრავალ საინტერესო მაგალითსა და იდეას გაეცნობა. ამასთან, წიგნი ისეთი ენითაა დაწერილი, რომ ფსიქოლოგიაში ღრმად განსწავლულობას არც კი მოითხოვს.

დიდი ესპანელი მწერლისა და ფილოსოფოსის ესსეების კრებულში შესულია სხვადასხვა წლებში შექმნილი ფილოსოფიური, პოლიტიკური, ლიტერატურული და ზნეობრივი ესსეები, რაც ავტორის კიდევ ერთ იპოსტასს გაგვაცნობს.

ესსეები
3.88ლარი

ესსეები

მიგელ დე უნამუნო

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"საბოლოო ანგარიშით, ცოცხალ პიროვნებას ყოველგვარ სამართალზე მეტი ფასი აქვს და მორალური ტანჯვა-წამება და მსჯავრისდება გულისხმიერ და ჰუმანურ ზნეობრივ შეგნებას ვინძლო არანაკლებ ულმობელადაც მიაჩნდეს, ვიდრე მართლმსაჯულების განაჩენი და სასჯელი." - სიმონ ფრანკი.

კამიუს "უცხო" გამოქვეყნებიდან 50 წლის შემდეგაც ყველაზე პოპულარულ ფრანგულენოვან ნაწარმოებად რჩება. სარტრი წინამდებარე ესსეიში ამ წიგნის მისეულ წაკითხვას გვათავაზობს. ესსეი გამოქვეყნებულია 1943 წელს.

ცნობილია, რომ კარლ გუსტავ იუნგს ადამიანის აქტივობის სხვადასხვა სფეროებზე ჰქონდა ჩამოყალიბებული ფსიქოლოგის ორიგინალური შეხედულება. წინამდებარე თხზულება იუნგის მიერ შემოქმედისა და მისი ქმნილების ფსიქოლოგიურ საფუძვლებს იკვლევს. მკითხველი შემოქმედების პროცესის სიღრმეებში ავტორთან ერთად ეშვება და მრავალ საინტერესო აღმოჩენას აკეთებს.

ლევ შესტოვი დანიელი ეგზისტენციალისტის ფილოსოფიას აანალიზებს, აანალიზებს მასში რელიგიური საფუძვლების ძიების მიზნით, და ჰეგელიდან იობისა და აბრაამისკენ დაძრული ფილოსოფოსის ნააზრევში წმინდა, ტრადიციულისგან განსხვავებულ, რელიგიურ საწყისებს პოულობს.