iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ესსეისტიკა

სორტირება:

კამიუს "უცხო" გამოქვეყნებიდან 50 წლის შემდეგაც ყველაზე პოპულარულ ფრანგულენოვან ნაწარმოებად რჩება. სარტრი წინამდებარე ესსეიში ამ წიგნის მისეულ წაკითხვას გვათავაზობს. ესსეი გამოქვეყნებულია 1943 წელს.

ცნობილია, რომ კარლ გუსტავ იუნგს ადამიანის აქტივობის სხვადასხვა სფეროებზე ჰქონდა ჩამოყალიბებული ფსიქოლოგის ორიგინალური შეხედულება. წინამდებარე თხზულება იუნგის მიერ შემოქმედისა და მისი ქმნილების ფსიქოლოგიურ საფუძვლებს იკვლევს. მკითხველი შემოქმედების პროცესის სიღრმეებში ავტორთან ერთად ეშვება და მრავალ საინტერესო აღმოჩენას აკეთებს.

ლევ შესტოვი დანიელი ეგზისტენციალისტის ფილოსოფიას აანალიზებს, აანალიზებს მასში რელიგიური საფუძვლების ძიების მიზნით, და ჰეგელიდან იობისა და აბრაამისკენ დაძრული ფილოსოფოსის ნააზრევში წმინდა, ტრადიციულისგან განსხვავებულ, რელიგიურ საწყისებს პოულობს.

წარმოდგენილ კრებულში გაიზიარებთ სარტრის თავსდატეხილ რისხვას ფრანსუა მორიაკს, დოს პასოსის განდიდებასა და მალარმეს შეფასებას - სარტრისათვის ჩვეული პრინციპულობითა და საკუთარი პოზიციის ურყევობის განცდით. სხვადასხვა წლებში დაწერილ ესსეთა კრებულს პირველად ვთავაზობთ ქართველ მკითხველს.

სამი ესსეი
2.00ლარი

სამი ესსეი

ჟან-პოლ სარტრი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ევრაზიელები რევოლუციის მაღიარებელი თაობაა, ძველ დოქტრინარულ იდეოლოგიათაგან თავისუფალი. მაგრამ მათ ის ემუქრებათ, მომხდარი მართებულს გაუიგივონ და სულიერი თავისუფლების გარეშე მიუდგნენ იმას, რაც აუცილებლად ესახებათ. - ნ. ბერდიაევი.

დეჰუმანიზებული საზოგადოება, სულიერების დათრგუნვა, მანქანების ბატონობა, ეტატიზმი - ესაა ადამიანის თანამედროვე გარემო მაშინ, როდესაც ბერდიაევი ამ თხზულებას ქმნის და ასევეა დღესაც, თითქოს არაფერი შეცვლილა... ხოლო თუ ახალი სულიერების მოძებნა ვერ მოხერხდება, ავტორისავე სიტყვებით, "ადამიანი ორი მიმართულებით დაიშლება - ცხოველურობის ან მანქანურობის მიმართულებით."

რობერტ მუზილი ამ ესსეიში ლიტერატორისა და ლიტერატურის მისეულ გაგებას გვთავაზობს, რაც შესაძლოა ჩვეულებრივი მკითხველისთვის რთულად აღსაქმელი იყოს, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორც ორიგინალური შეხედულება ლიტერატურის როლზე თანამედროვეობაში.

დიალოგში „სიცოცხლის მსწრაფლწარმავლობისათვის“ სენეკა არ იზიარებს საყოველთაო ადამიანურ ჩივილსა და საყვედურს ბუნებისადმი სიცოცხლის ხანმოკლეობის გამო და ამის საწინააღმდეგოდ წამოაყანებს თეზას - სიცოცხლე მხოლოდ მაშინაა ხანმოკლე, როცა არ იციან დროის გამოყენება. ესაა ამ მორალურ-ფილოსოფიური ტრაქტატის დედააზრი, რომელიც სხვადასხვაგვარად მეორდება, ილუსტრირებულია მრავალი მაგალითით, განმტკიცებულია ბევრი არგუმენტით და მთელ ნაწარმოებს გასდევს.

თუ უფლებას სხვა მანიჭებს, ეს ჩემი უფლება აღარ არის, ის სხვისია. ჩემი მხოლოდ ის შეიძლება იყოს, რასაც მე მოვიპოვებ, რასაც შევწვდები, შესაბამისად, რისი ძალაც მაქვს - თითქოს პარადოქსულად აზროვნებს მაქს შტირნერი, რთულად გასაგები ფორმულირებებით. ის ვერც იქნა გაგებული სიცოცხლეში, თუმცა მისი იდეები მეოცე საუკუნის ყველაზე ავტორიტეტულ ფილოსოფიურ მიმდინარეობათა ქვაკუთხედად იქცა. ესსეი ნაწილია წიგნისა „ერთადერთი და მისი საკუთრება“.

ჩემი ძალა
1.44ლარი

ჩემი ძალა

მაქს შტირნერი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„შესაძლებელია თუ არა სრულყოფილი ცხოვრება „მიწაზე“ ანუ მიწიერი ცხოვრების არსობრივად არასრულყოფილ პირობებში?“ - ესაა მთავარი კითხვა XIX-XX საუკუნეების რუსი რელიგიური მოაზროვნის ესსეისა. არსებითად, სიმონ ფრანკი უტოპიზმს უწოდებს ყველაფერს, რაც ამქვეყნად სრულყოფილების დამკვიდრების მცდელობას წარმოადგენს, და მას ერთადერთ, ზეციური სამყაროს სრულყოფილებას უპირისპირებს.

ქრისტიანობისა და ანტისემიტიზმის საუკუნებრივ დაპირისპირებაზე ბევრია ცნობილი და ბევრი მოსაზრებაც გამოთქმულა, მრავალი ბრალდებაა ებრაელთა მიმართ სამყაროში, მაგრამ დიდი რუსი ფილოსოფოსის აზრით ეს მრავალი, რაშიც ებრაელებს ადანაშაულებენ, სულაც არ ყოფილა მათი ბრალი. ბერდიაევი, როგორც ყოველვის, ორიგინალურად და განსხვავებულად ჭვრეტს და იაზრებს მოვლენებს.

„მასების ამბოხი“ ხოსე ორტეგა ი გასეტის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია, რომელიც წიგნად 1929 წელს გამოქვეყნდა (მანამდე სტატიების სახით იბეჭდებოდა გაზეთში El Sol) და ოცზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. ავტორი ევროპის უახლესი ისტორიის განხილვის საფუძველზე აგებს ადამიანი-მასის კონცეფციას, „ბრბოსი“, რომელმაც ადამიანის აქტივობის ყველა სფეროში შეაღწია, ეხება მიზეზებს, რომლებმაც ასეთ ადამიან-მასათა უმრავლესობის მიერ უმცირესობის გაძევება გამოიწვია. წიგნის მეორე ნაწილი ერების წარმოშობის მიზეზებსა და მათი განვითარების გზებს იკვლევს.

მასების ამბოხი
5.00ლარი

მასების ამბოხი

ხოსე ორტეგა ი გასეტ

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე ესსეი ფროიდის ფუნდამენტური შრომის, „სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიის შესახებ“, ნაწილს წარმოადგენს, რომელიც 1905 წელს გამოქვეყნდა და ავტორის უმნიშვნელოვანესი თვალსაზრისი ჩამოაყალიბა ამ საკითხზე, რაც მხოლოდ დღეს, სექსუალური რეკონცეპტუალიზაციის ეპოქაში ხდება გასაგები.

მიგელ დე უნამუნო - შეუპოვარი და პრინციპული ფილოსოფოსი, რომელიც დროს არ უშინდებოდა და ღიად საუბრობდა მისი თანამედროვე ესპანეთის მანკიერ მხარეებზე. წინამდებარე ესსეი ქართველი მკითხველისთვის უდაოდ საინტერესო იქნება იმ მიზეზით, რომ იმას, რასაც უნამუნო ესპანეთში ამხელდა, თითქოს ჩვენს ქვეყანაში ჰქონდეს ნანახი დღეს.

წინამდებარე ნაშრომი ერთ-ერთი ნაწილია შემგომში „სული და მითი. ექვსი არქეტიპი“-ს სახელწოდებით გაერთიანებული წიგნისა. „მეორედ დაბადების შესახებ“ განახლების, აღორძინების არქეტიპს განიხილავს, რისთვისაც ყურანის მე-18 სურაში გადმოცემულ მითს იყენებს.

წინამდენარე კრებულში თავმყორილია დიდი ინგლისელი ფილოსოფოსის სკეპტიკური ხასიათის სამი ესსეი: "ათეისტი ვარ თუ აგნოსტიკოსი", "რატომ ვარ რაციონალისტი" და "სკეპტიციზმის ღირებულების შესახებ", სადაც ბერტრან რასელი სამყაროსა და სინამდვილისადმი დამოკიდებულების მოდელს გვთავაზობს.