iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

ფსიქოლოგია

სორტირება:

ეს არის ხანდაზმული, მაგრამ გაუტეხელი ფსიქოლოგის მოგონებები განვლილ გზაზე, ცხოვრებისეულ ქარტეხილებზე; იმ წინააღმდეგობათა დაძლევაზე, რომელსაც მას უქმნიდა გარემო თუ საკუთარი ხასიათი. მკითხველი შეხვდება მრავალ საინტერესო და ცნობილ ადამიანს - ფსიქოლოგებს, ფილოსოფოსებს, პოლიტიკოსებს, სპორტსმენებს და სხვ.,ვისთანაც მას ჰქონია ურთიერთობა.

ბარონი მიხაელ ფონ რ. მდიდარი, საზოგადოებაში მიღებული, გამორჩეული პიროვნებაა, რომელსაც ყველაფერი მობეზრებია, მაგრამ ერთი ფანტასტიური ღამის განმავლობაში ბარონი ქურდად იქცევა, არ რცხვენია ამის და პირველად იღვიძებს სიცოცხლისთვის.

წიგნში განხილულია სხვადასხვა ფსიქოთერაპიული მიმდინარეობა მათი თეორიული წანამძღვრების, აღმოცენების მიზეზების, მკურნალობის მეთოდიკისა და პრაქტიკული გამოყენების ჩვენებით. საკვანძო მნიშვნელობა ენიჭება ქართული ფსიქოთერაპიული სკოლის – “მენცარის” – მიერ განხორციელებულ კვლევა-ძიებას, რის საფუძველზეც მიგნებულ იქნა ფსიქიკური აშლილობის გამომწვევი პირველმიზეზი და მისი განკურნების რეალური გზა. მკურნალობას ექვემდებარება როგორც ნევროზი, ისე ფსიქოზი, ნარკომანია, ეპილეფსია, ალკოჰოლიზმი, სექსუალური მოშლილობები და ა.შ., ისე მრავალი სომატური დაავადება და ანტისოციალური ქმედება.

ფსიქოთერაპია
8.00ლარი

ფსიქოთერაპია

გივი მერაბიშვილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

შრომა ეძღვნება უმნიშვნელოვანეს ადამიანურ პრობლემას - ჯანმრთელობა-ავადმყოფობა. რა იწვევს ფსიქიკურ და სხეულებრივ დაავადებას, როგორ მივაღწიოთ რეალურ ჯანმრთელობას, რა საფუძველზე ფორმირდება ჯანსაღი საზოგადოება? მკითხველი ამ უმწვავეს კითხვებზე პასუხს იპოვის ახალი მიმართულების - ანთროპოანალიზის - თეორიული და პრაქტიკული მიღწევების, მისი სამპლანიანი მოდელის თერაპიული და ფსიქოპროფი¬ლაქტიკური სისტემის განხილვის კვალდაკვალ. ი.

შრომა ეძღვნება უმნიშვნელოვანეს ადამიანურ პრობლემას - ჯანმრთელობა-ავადმყოფობა. რა იწვევს ფსიქიკურ და სხეულებრივ დაავადებას, როგორ მივაღწიოთ რეალურ ჯანმრთელობას, რა საფუძველზე ფორმირდება ჯანსაღი საზოგადოება? მკითხველი ამ უმწვავეს კითხვებზე პასუხს იპოვის ახალი მიმართულების - ანთროპოანალიზის - თეორიული და პრაქტიკული მიღწევების, მისი სამპლანიანი მოდელის თერაპიული და ფსიქოპროფი¬ლაქტიკური სისტემის განხილვის კვალდაკვალ.

იურიდიული ფსიქოლოგია არის ფსიქოლოგიური მეცნიერების ერთ-ერთი გამოყენებითი დარგი. იგი ეფუძვნება ზოგადფსიქოლოგიურ თეორიასა და მეთოდოლოგიას

რა იწვევს ფსიქიკურ, ფსიქოსომატურ დაავადებებს და ანტისაზოგადოებრივ ქმედებებს? რა საშუალებით ავიცილოთ თავიდან ეს მოვლენები და როგორ ჩამოვაყალიბოთ გონებრივად, ფიზიკურად და ზნეობრივად ნორმალური ადამიანი? წინამდებარე ნაშრომში მკითხველი გაეცნობა უახლეს ინფორმაციას დასმულ საკითხებზე და მათი გადაწყვეტის ორიგინალურ გზას

ეს არის წიგნი ყველასათვის – ვისაც აწუხებს შიში, უძილობა, არასრულფასოვნების კომპლექსი, ზედმეტი წონა, სხვადასხვა ორგანოს ტკივილი და ბევრი სხვა უსიამოვნება

"ნევროტიკოს ქალთა მამაკაცური მიდგომის შესახებ" - ესაა ნაკვეთი ადლერის ვრცელი ნაშრომიდან "ინდივიდუალური ფსიქოლოგიის თეორია და პრაქტიკა", რომელშიც ავტორი ქალების მიერ საკუთარი როლიდან გადახვევისა და "მამაკაცურის" არჩევის მიზეზებს იკვლევს,

"სამი ქალი" რობერტ მუზილის 1924 წელს გამოქვეყნებულ ნოველათა ციკლია, რომლებიც სიყვარულის თემაზეა შექმნილი და რომლებშიც ავტორი ფსიქიკის შეუცნობელ სფეროებში შეღწევას ცდილობს.

სამი ქალი
2.55ლარი

სამი ქალი

რობერტ მუზილი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

წინამდებარე თხზულებაში, რომელიც უფრო დიდი წიგნის, "ერების ფსიქოლოგია", ნაკვეთს წარმოადგენს, გუსტავ ლე ბონი ერის ხასიათს, მის ფსიქოლოგიურ მახასიათებლებს, ერების დიფერენცირებასა და ისტორიული ერების ჩამოყალიბების მიზეზებს იკვლევს.

„უკმაყოფილება კულტურით“ ზიგმუნდ ფროიდის 1930 წლის ნაშრომია. 1921 წელს გამოქვეყნებულ „მასების ფსიქოლოგიასა და ეგოს ანალიზთან“ ერთად იგი ფროიდის ყველაზე ამომწურავი კულტურულ-თეორეტიკული ტრაქტატია. ეს გახლავთ მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ტექსტი კულტუროლოგიის სფეროში, რომელიც კულტურასა და ინსტინქტურ იმპულსებს შორის კონტრასტებს განიხილავს.

წიგნში საუბარია ორი მეგობრის "თბილისურ" ამბებზე. ბესო აბაშიძე ობსესიურ-კომპულსიური აშლილობით იტანჯება. მის გვერდით მყოფი კოსტა არაბული კი, ცდილობს ქაოტური ამბები ერთმანეთთან შეაკავშიროს. სექსი, ნარკოტიკები, კუდში ადევნება, თვალთვალი, სოციუმის განუწყვეტელი მცდელობა შენი ბედი შენს გარეშე გადაწყვიტონ.

ობსესია
0ლარი

ობსესია

ბოკო ჭიღლაძე

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"ცხოვრების მეცნიერება" იკვლევს ინდივიდუალურ ფსიქოლოგიას, როგორც დამოუკიდებელ მეცნიერებას და მის სხვადასხვა ასპექტებს განიხილავს ყოველდღიურ ცხოვრებისეულ მოვლენებთან მიმართებით, როგორიცაა სიყვარული, ქორწინება, სექსი, ბავშვთა აღზრდა და სხვა, ამ ყველაფერს კი არასრულყოფილებისა და უპირატესობის კომპლექსების ჭრილში აკეთებს. "ცხოვრების მეცნიერება" - ესაა ფუძემდებლური ტექსტი ფსიქოანალიზის ისტორიაში.

წინამდებარე ნაშრომში ქართველი ფსიქოლოგი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა ფსიქოლოგიურ თავისებურბებს იკვლევს, რისთვისაც საკუთარ და უცხოელ მკვლევართა მის ხელთ არსებულ მონაცემებს იყენებს.

წინამდებარე ნაშრომი შეიცავს ფროიდის მოსაზრებებს რელიგიის განსხვავებული ასპექტების შესახებ, რომელთა საფუძველზე ის ებრაელი ხალხის თავისებურებებს ხსნის. მოსეს ლეგენდის დაწვრილებითი შესწავლიდან ფროიდი მიდის გასაოცარ დასკვნამდე, რომ თვით მოსე ეგვიპტელი იყო, რომელმაც თავისი ქვეყნიდან გამოიტანა რელიგია, რომელიც შემდეგ ებრაელებს გადასცა.