დოსტოევსკის გვიანი პერიოდის რომანთა შორის "ყმაწვილი" განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. იგი მოგვითხრობს მემამულე ვერსილოვისა და მისი მოახლე სოფია ანდრეევნას უკანონო შვილის, 19 წლის არკადის ამბავს, რომელიც საზოგადოებაში ადგილის მოსაპოვებლად იბრძვის, აქვს "იდეა", რომ "გახდეს როტშილდი" - 1870-იანი წლების რუსეთში, ქვეყანაში, რომელიც ტრადიციულ ფასეულობებსაა ჩაფრენილი, იმავდროულად კი შეძრულია სოციალიზმისა და ნიჰილიზმის ახლად ჩასახული მიმდინარეობებით.
პირველად გამოქვეყნებული 1912 წელს, "სიკვდილი ვენეციაში" - ესაა თომას მანის ნოველა საშუალო ასაკის გერმანელი მწერლის, გუსტავ ფონ აშენბახის შესახებ, რომელსაც თოთხმეტი წლის პოლონელი ბიჭის, ტაძიოს მიმართ არაჯანსაღი ვნება წარმოეშობა. მიუხედავად იმისა, რომ გუსტავი არ ზემოქმედებს თავის გრძნობებზე ბიჭთან მიმართებით, თავს დამღუპველ შინაგან სურვილში ჩათრეულად განიცდის. ემოციური განცდების კლასიკური წარმოსახვით "სიკვდილი ვენეციაში" ბრწყინვალედ ავლენს შინაგანი ფსიქოლოგიური ტანჯვის ტრაგიკულ ინტენსივობას.
იასპერსის, ჰუსერლის, ჰაიდეგერის იდეათა კვალდაკვალ ლუდვიგ ბინსვანგერმა შექმნა ეგზისტენციალური ანალიზის უნიკალური თეორია, რომლის გამოყენებით შესაძლებელია მივუახლოვდეთ ადამიანის "მიუწვდომელი ფსიქიკური ცხოვრების" მეცნიერულ გაგებას, რის დემონსტრირებას გვთავაზობს წინამდებარე წიგნში თავისი პაციენტის, ელენ ვესტის, მაგალითზე.
ეს სიურეალისტური ამბავი გაორებისა და ურთიერთპაექრობის შესახებ იკვლევს მდიდარი, უსაქმო ადამიანის ცხოვრებას, რომელიც უეცრად იძულებული გახდება გარდაცვლილი საყვარლის ქმარს დაუპირისპირდეს. ადამიანის მდგომარეობის ღრმა ცოდნით მოგვითხრობს ამბავი ორი მამაკაცის სიძულვილის, სიყვარულისა და დანაშაულის შესახებ. ემოციური თემებით დატვირთული, რომლებიც ცენტრალურია დოსტოევსკის დიდი რომანებისთვის, "მარადი ქმარი" უდაოდ გამორჩეული ქმნილებაა გენიალური ავტორის შემოქმედებაში.
წინამდებარე ესსეიში დიმიტრი უზნაძე გვიჩვენებს, რომ ობიექტის კანონები განსაზღვრავენ და მიმართავენ ადამიანის ცნობიერების კანონებს. თუმცა მოცემულ ეტაპზე ამის ემპირიული მტკიცებულებები არ გააჩნდა, მაგრამ არსებითად ეს გახლდათ ფორმულირება იმ თეორიის ფუნდამენტური პრინციპისა, რომელიც დიმიტრი უზნაძემ მოგვიანებით განავითარა.
დაობლებულ და ჩაგრულ გოგონას თავისი პატრონი, მისთერ როჩესტერი შეუყვარდება, ვის მამულშიც ის პირველ სახლს პოულობს, თუმცა საიდუმლოებითაა აღსავსე, რაც გოგონას შემდგომი თავგადასაველბისკენ უბიძგებს.
"ჯეინ ეარი" დღემდე რჩება ერთ-ერთ უსაყვარლეს ინგლისურ რომანად - ის ეხება ქალის სურვილს, განვლოს ცხოვრება საკუთარი წესებით, ირჩევს რა გამბედაობას შიშის საპირისპიროდ, და პოულობს რა ძალებს სიყვარულსა და თანაგრძნობაში.
თუმცა არც იმდენად მძიმეა, როგორც დოსტოევსკის სხვა ნაწარმოებები, "მოთამაშე" ფატალური აზარტული თამაშების პირქუშ და დაუნდობელ სურათს გვთავაზობს. ნაწარმოების ძლიერ მხარეებს შორისაა შესანიშნავად დახატული პერსონაჟები, განსაკუთრებით კი ბებია, ანტონიდა ვასილევნა, ისევე, როგორც ფეშენებელური გერმანული კურორტების სათამაშო სამყარო.
ართურ შნიცლერის პიესა "ფერხული" ათი ეროტიული დიალოგისგან შედგება, რომლებშიც ვნება, ძალაუფლება, იმედგაცრუება და სიყვარულის ჟინია აღწერილი. პიესის მონაწილეები არიან ყველა სოციალური კლასის წარმომადგენლები, პროლეტარიატიდან არისტოკრატიამდე.
"ფერხულის" პრემიერა 1920 წლის 23 დეკემბერს შედგა ბერლინის თეატრში Kleines Schauspielhaus და მყისვე უდიდეს სკანდალად მოინათლა. ქართულად ქვეყნდება პირველად.
გარსია მარკესის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ამაღელვებელი ნაწარმოები - „პატრიარქის შემოდგომა“ - ესსაა ბრწყინვალე ისტორია კარიბელი ტირანისა და ხელისუფლების კორუფციის შესახებ. ავტორი ქმნის მომაკვდავი დიქტატორის სახეს, რომელიც ას წელზე მეტია ხელისუფლების სათავეშია და საკუთარი ძალაუფლების ტყვედ ქმნილა უკვე. იგი სისასტიკესა და წყალობას, გულჩვილობასა და ავზნეობას შორის მერყეობს, მაგრამ ავტორი ფაქტებს ხშირად უპირისპირებს ერთმანეთს და რთულია იმის გაგება, სადაა სიმართლე და სად - გამონაგონი.
„გასაღები“ 1956 წელს გამოქვეყნდა. რომანი სექსუალური და დამანგრეველი ეროტიული ვნების შოკისმომგვრელ სამყაროს წარმოაჩენს. წიგნი დღიურის ფორმითაა დაწერილი, სადაც მონაცვლეობითაა მოცემული ასაკში შესული მამაკაცისა და მისი შედარებით ახალგაზრდა ცოლის ჩანაწერები. მეუღლეები ერთმანეთს ატყუებენ, მახეს უგებენ, უყვართ, სძულთ, ღალატობენ, მაგრამ რატომ ხდება ეს და მართლაც ხდება თუ არა ეს ასე, წიგნის წაკითხვის შემდეგაც კითხვად რჩება.
"ტრიუმფალური თაღი" - ესაა რომანი სიყვარულის, ომისა და სიკვდილის , რომანი ქალის შესახებ, რომელიც მხოლოდ ყოველწუთიერ გამარჯვებებს ესწრაფვის, და პარიზში მცხოვრები გერმანიიდან გამოქცეული ექიმისა, შიშისა და უიმედობის მუდმივი განცდით რომ ცხოვრობს. ესაა წიგნი ვნების შესახებ, რომელიც გარდუვალად ტრაგედიით უნდა დასრულდეს. შექმნილია 1945 წელს, აშშ-ში ავტორის ემიგრაციის წლებში (1939-1948).
იასპერსი ნიცშეს სამყაროს ერთ-ერთ უდიდეს ფილოსოფოსად მიიჩნევს, რომლის შემოქმედება, ერთის მხრივ, წინააღმდეგობრივი, პოეტურიც კია, მეორეს მხრივ კი თავად „ფილოსოფია არ იქცევა თქვენთვის აწმყოში ქმედით ძალად ნიცშეს გარეშე“. და მაინც, ვინ იყო ეს კაცი, ნიცშე? ამ ამოცანის ამოხსნას ეძღვნება წინამდებარე შრომა, რომელშიც გასაღებად ქრისტიანობისადმი ნიცშეს დამოკიდებულებაა გამოყენებული.