წიგნი მოგვითხრობს იმის შესახებ, რომ ადამიანს წარსულზე ფიქრი არ მართებს. გაუმაძღარმა დრომ უკვე შთანთქა იგი. მომავალიც არ უნდა გაღელვებდეთ, რადგან ის, რაც ბედად გაქვთ, მაინც მოხდება. ეცადეთ აწმყოში სრულად ენდოთ ყოვლისშემძლეს. დაე ღმერთის რწმენა სამკურნალო ბალზამი გამხდარიყოს ცხოვრების მწარე ტკივილებისთვის. ვინაიდან არ შეიძლება რწმენა ვუწოდოთ იმას, რაც არ იძლევა გამძლეობას, თვინიერებას და სიმშვიდეს. აქ თავმოყრილია საუბრები ყველაზე უფრო მთავარზე, რაც ჩვენამდე მოიტანა ვედების სიბრძნემ – უპანიშადებზე.
"ადამიანთა სამყარო ისეთია, რომ ყოველი ადამიანი თვითონაა მიზეზი თავისი ბედისა, კარგის თუ ცუდისა. თვითონაა მისი შემქმნელი, არქიტექტორი. ბედი, განგება, ბედისწერა, ღვთის ნება მთელი ეს „ამხსნელი“ სიტყვები ასახავს მხოლოდ ერთ კანონს – კარმის კანონს. ახლა კი წარმოიდგინეთ, რამდენად უფრო მომთხოვნი უნდა იყოს უზენაესი, რომელმაც მთელ სამყაროზე პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე. ბუნების ყველა მდგენელი რომ კარგად და უწყვეტად მუშაობდეს, იგი იძულებულია წუნდაუდებელი წესები შემოიღოს. დაფიქრდით, რა მრავალრიცხოვანი და მასშტაბური უნდა იყოს ისინი! ეს კანონები ყველაფერს მართავს, რაც მოქმედებს და რაც უმოქმედოდაა ბუნებაში".
ამერიკელი ფსიქიატრი და ბჰაგავან შრი სატია საი ბაბას ერთგული თაყვანისმცემელი, სემუელ სენდვაისი მკითხველისთვის ცნობილია წიგნის - "საი ბაბა: წმინდანი და ფსიქიატრი" - მეშვეობით. ახალ წიგნში იგი საი ბაბასთან თავისი ურთიერთობის გამოცდილებას გვიზიარებს, მოგვითხრობს, ბაბას სწავლებამ რა გავლენა მოახდინა მის სამედიცინო პრაქტიკაზე, მთელი მისი ოჯახის ცხოვრებაზე, მსჯელობს ზოგადსაკაცობრიო და სულიერ ღირებულებებზე და ადამიანურ ურთიერთობათა პრობლემებზე. წიგნი დაწერილია ცოცხალი და გასაგები ენით, სავსეა ნათელი და საინტერესო მაგალითებით. წიგნი განკუთვნილია იმ მკითხველთა ფართო წრისათვის, რომლებიც საკუთარი თავის გაგებასა და სრულყოფას ცდილობენ.
"უპანიშად" ნიშნავს დაიხარო და დაჯდე. დაჯდე მასწავლებლის პირისპირ და გაირინდო, გახსნა ყური და გული, ხარბად ისმინო სიბრძნის სიტყვები და სვა ნექტარი უკვდავი ცოდნისა საკუთარი თავის შესახებ, და აღტაცებით თრთოდე ახალ აღმოჩენათა გამო. ცოცხალი სიბრძნის შეგნება მხოლოდ იმ გონებით შეიძლება, რომელიც გათავისუფლებულია ყველა მიბმულობისა და სიძულვილისაგან, ეგოიზმისა და საკუთრების გრძნობისაგან. როდესაც გულის ტბა ყლარტის ბლანტი ფენისაგან გასუფთავდება, "მე" მთელი თავისი პირველარსებული ჩინებულებით გაბრწყინდება. ის, ვინც თავისი თავი ჰპოვა, თაყვანისცემის ღირსია, რადგან ჭეშმარითად განთავისუფლებულია. იგი იმას შეერწყა, ვისი შეცნობაც და ვისი საკუთარ თავში გახსნაც ასე სწყუროდა.
ამ წიგნში თავმოყრილია გამონათქვამები სატია საი ბაბას საუბრებიდან, რომლებიც მიძღვნილია თვითშემეცნებისა და ღმერთის შეცნობის ხელოვნებას. ადამიანთა უმრავლესობას, რომელიც თავისი ბედითა და ცხოვრებით უკმაყოფილოა, უნარი არ აქვს რაიმე შეცვალოს. ასეთ ადამიანებს შემოქმედებითი ენერგია არ ყოფნით. თვითშემეცნება გასაღებს წარმოადგენს შემოქმედებითი ენერგიის განვითარებისთვის.
ოღუზ ათაი ამ კრებულში გაერთიანებულ მოთხრობებში სიტუაციებსა და ფაქტებზე მეტად - ადამიანზე და, კიდევ უფრო მეტად, ადამიანის სულიერ თავგადასავალზე მოგვითხრობს - მარგინალებსა და ანტიგმირებზე, რომლებიც თავიანთ პრობლემებს ვერ უმკლავდებიან, რომელთაც საზოგადოება არ აღიარებს; საზოგადოების მიერ დაუნდობლად გარიყულ ლუმპენებზე; მათზე, ვისაც გამოუვალმა მდგომარეობამ თვითმკვლელობისა და დანაშაულისკენ უბიძგა; ვინც გაგიჟების ზღვარზეა; ნეგატივზე, რომელიც მხოლოდ ინდივიდების კი არა, საზოგადოების პრობლემაა.
რომანი "ბატონი და ქალბატონი რივები" მწვავე ირონიით მოგვითხრობს თანამედროვე ახალგაზრდა ქალის ამბავს, რომელიც ცდილობს ჩაწვდეს როგორც საკუთარი ცხოვრების აზრს, ასევე იმას, თუ რა ხდება დღევანდელ მსოფლიოში. ავტორი ხან სატირული, ხან ფილოსოფიური კუთხით ეხება არაერთ სოციალურ საკითხს, რომლებსაც კავშირი არა აქვთ ერთმანეთთან: სამყაროს არასრულყოფილებას, მედიცინას, რელიგიას, ახალი ტიპის ადამიანებს, ტურიზმს, ოჯახს, სიბერეს და ა.შ.
ჩვიდმეტი ქვეყნის წარმომადგენელთა მიერ დაწერილი ეს მოთხრობები იმის იმედს გვაძლევს, რომ ჩვენც შეიძლება შევიცვალოთ, ჩვენი შეცვლა კი მსოფლიოს შეცვლის საწინდარია. მტკიცედ მწამს, რომ ოჯახი საზოგადოების ქვაკუთხედია. ამ წიგნის ფურცლებიდან მშობლები გვიამბობენ, თუ როგორ აგვარებენ შვილებთან ურთიერთობისას პატარ-პატარა პრობლემებს, რომლებიც მომავალში, შესაძლოა, დიდ პრობლემებად მოვლენოდათ. მოზარდების მშობლები მოგვითხრობენ, თუ როგორ შეინარჩუნეს კეთილგონიერება ურთულეს წლებში, როგორ ეხმარებოდნენ თავიანთ შვილებს ნარკოტიკებთან თუ დეპრესიასთან გამკლავებასა და ცხოვრების მიზნის დასახვაში. ანიეტ ქემფბელი
ეს არის ხანდაზმული, მაგრამ გაუტეხელი ფსიქოლოგის მოგონებები განვლილ გზაზე, ცხოვრებისეულ ქარტეხილებზე; იმ წინააღმდეგობათა დაძლევაზე, რომელსაც მას უქმნიდა გარემო თუ საკუთარი ხასიათი. მკითხველი შეხვდება მრავალ საინტერესო და ცნობილ ადამიანს - ფსიქოლოგებს, ფილოსოფოსებს, პოლიტიკოსებს, სპორტსმენებს და სხვ.,ვისთანაც მას ჰქონია ურთიერთობა.