iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

საბავშვო

სორტირება:

თუკი ვინმეს შესახებ შეიძლება ითქვას, მუცლით მეზღაპრეაო, ეს პირველ რიგში ალბათ გერმანელი ბარონი მიუნჰაუზენია, ვის ყოვლად დაუჯერებელ თავგადასავლებს მოგვითხრობს რუდოლფ ერიხ რასპე საქვეყნოდ ცნობილ წიგნში.

ეს გახლავთ თბილი მოთხრობა შვედეთის დაშორებულ სოფელ ბიულერბიუში მცხოვრები ექვსი საყვარელი პატარას ცხოვრების, მათი ოცნებებებისა და სურვილების, უერთიერთობისა და არსებობის წესის შესახებ, რაც ალბათ მთელი დედამიწის ყველა პატარისათვის საერთო და ნაცნობია.

სითბოთი და სევდით აღსავსე ზღაპრების კრებულში შესულია ისეთი საქვეყნოდ ცნობილი ნამუშევრები, როგორიცაა „თოვლის დედოფალი“, „შიშველი მეფე“, „მახინჯი იხვის ჭუკი“, „ბულბული“ და სხვა, რაც უკვე 150 წელზე მეტია ყველა ქვეყნის ბავშვის საყვარელ საკითხავს წარმოადგენს.

ზღაპრები
1.66ლარი

ზღაპრები

ჰანს ქრისტიან ანდერსენი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ეს არის თავგადასავალი დაბადებიდან ძალიან მაღალი ხმით დაჯილდოვებული პატარა ბიჭუნა ჯელსომინოსი, რომელიც მრავალ სიკეთეს სჩადის, ბევრ ფათერაკს გადაეყრება, საბოლოოდ კი ცნობილი მომღერალი ხდება.

„უდაბნოსა და ტევრში“ (1911) სენკევიჩის ერთადერთი საბავშვო რომანია, რომელიც სუდანში მაჰდის აჯანყებისას გატაცებული ორი მეგობრის, სტაშ ტარკოვსკისა და ნელი რავლისონის ამბავს მოგვითხრობს. ეკრანიზებულია ორჯერ.

უდაბნოსა და ტევრში
1.99ლარი

უდაბნოსა და ტევრში

ჰენრიკ სენკევიჩი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"უფლისწული და მათხოვარი" მარქ ტვენის პირველი და ყველაზე ცნობილი ისტორიული რომანია, რომელშიც ირონიულად არის აღწერილი XVI საუკუნის ინგლისის სახელმწიფო და სასამართლო სისტემების ნაკლოვანება-შეუსაბამობანი. პირველად გამოქვეყნდა კანადაში 1881 წელს.

ალბათ არ არსებობს უფრო ცნობილი წიგნი, ვიდრე "ტომ სოიერის თავგადასავალი", რომელსაც უკვე ას წელზე მეტია თანაბარი სიამოვნებით კითხულობენ ბავშვები და მოზრდილები. მასში ყველაფერია, რაც ასე იზიდავს მკითხველს: თავგადასავლები, რომანტიული სამყარო, იუმორი, დაძაბული სიუჟეტი და თავად მთავარი გმირის - ტომ სოიერის სასიყვარულო განცდები.

"პატარა უფლისწული" (1943) სენტ-ეგზიუპერის საქვეყნოდ ცნობილი მოთხრობაა, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვანს, ჩვენს პლანეტაზე ცხოვრებას ეხება, რომელიც ხშირად გულცივი, მაგრამ მაინც ერთადერთი და საყვარელია.

პატარა უფლისწული
2.33ლარი

პატარა უფლისწული

ანტუან დე სენტ-ეგზიუპერი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ყველასათვის საყვარელი ბიჭუნას, ტომ სოიერის, თავგადასავალი, რომელიც ამავე სახელწოდების რომანის სახით პირველად 1876 წელს გამოქვეყნდა, არის საბავშვო-სათავგადასავლო ამბავი, რომლის ძირითადი თემა მთავარი გმირის ზნეობრივი, ინტელექტუალური და ფსიქოლოგიური განვითარებაა. ნაწარმოები დღემდე წარმოადგენს ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად წიგნს.