1927 წელს გამოქვეყნებული რომანი ყველაზე მეტად ტიპიურია დიდი იტალიელისთვის. ვიტანჯელო მოსკარდა უეცრად აღმოაჩენს, რომ ადამიანი "ერთი" არ არის, ის "ასი ათასია" ანუ იმდენი, რამდენ ადამიანთანაც აქვს ურთიერთობა. ხოლო ის, ვინც ამ აღმოჩენას აკეთებს, ხდება "არავინ", რადგან იმასღა ხედავს, თუ სხვათა წინაშე როგორ წარმოდგება. ამ განსჯის შედეგად ჯენჯე გადაწყვეტს, რომ საკუთარი ცხოვრება გაანადგუროს.
ისტორიული რომანი: „და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს“ აქამენიდთა სპარსეთის იმპერიაზე მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ იგი თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და ანტიკურ წყაროებზეა დაფუძნებული, ავტორი ამბავს მაინც თავშესაქცევი, თითქმის ეროტიკული თხრობით გადმოგვცემს. სასახლის ინტრიგები, სისხლისმღვრელი ომები, თავბრუდამხვევი თავგადასავლები, შორეული მოგზაურობები და სასიყვარულო ისტორიები მკითხველს რომანის აკადემიურობას სრულიად ავიწყებს.
თუმცა არც იმდენად მძიმეა, როგორც დოსტოევსკის სხვა ნაწარმოებები, "მოთამაშე" ფატალური აზარტული თამაშების პირქუშ და დაუნდობელ სურათს გვთავაზობს. ნაწარმოების ძლიერ მხარეებს შორისაა შესანიშნავად დახატული პერსონაჟები, განსაკუთრებით კი ბებია, ანტონიდა ვასილევნა, ისევე, როგორც ფეშენებელური გერმანული კურორტების სათამაშო სამყარო.
"ჯენი გერჰარდტი" ესაა ისტორია ქალისა, რომელსაც სიყვარული სურს. უანგარო და მიმნდობი, ის მუშათა ღარიბი ოჯახიდანაა, თუმცა ამა ქვეყნის ძლიერის ყურადღებას იპყრობს, ვინც მასთან ქორწინებას გეგმავს, თუმცა ხდება ტრაგედია, საქმრო იღუპება, ჯენი კი ფეხმძიმედ რჩება მარტო – სამყაროს წინაშე, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, მას მრავალი გამოცდის ჩაბარება მოუწევს...
გუსტავ ფლობერის 1857 წლის რომანი, "მადამ ბოვარი", მიუხედავად წინააღმდგობრიობისა და უხამსობაში ბრალდებისა პირველი პუბლიკაციისას, ძალიან მალე საყოველთაოდ აღიარებულ შედევრად იქცა. ის მოიხსენიება მეცხრამეტე საუკუნის უდიდეს რომანთა შორის და დღემდე ინარჩუნებს გავლენას თანამედროვე მწერლებზე.
ლუციუს აპულეუსის "ოქროს ვირი" ანუ "მეტამორფოზები" ლათინურ ენაზე შექმნილი და ჩვენამდე სრულად მოღწეული ერთადერთი რომანია, რომელშიც ჯადოქრობის წყალობით ადამიანის ვირად გადაქცევის ამბავია მოთხრობილი, რის შემდეგ ის სხვადასხვა სოციალური ფენების ადამიანთა ტანჯულ ცხოვრებას ეცნობა, სანამ ღმერთების შემწეობით კვლავ ადამიანად არ იქცევა. შექმნილი უნდა იყოს ჩვენი წელთაღრიცხვის 170-180 წწ.
„აღდგომა“ ლევ ტოლსტოის უკანასკნელი რომანია, რომელიც შესვენებებით იწერებოდა 1889-90, 1895-96 და 1898-99 წლებში. ნაწარმოებში აღწერილია ცდუნებული და მიტოვებული გოგონას ბედი, რომლის წინაშე დანაშაულის გრძნობა შემდგომში ორივე მათგანის ცხოვრების ცვლილების საბაბი ხდება. თაგრმნილია ყველა ძირითად ევროპულ ენაზე და არაერთხელაა ეკრანიზებული.
გაზაფხულის ერთ საღამოს მოსკოვში სატანა გამოჩნდება თავისი ამალით - მოლაპარაკე კატით, მკვლელითა და მშვენიერი შიშველი მოახლით. საბჭოთა სინამდვილის ბულგაკოვისეული ფანტასტიური, მხიარული და განამადგურებელი სატირა ორ განსხვავებულ, თუმცა ურთიერთდაკავშირებულ ამბავს აერთიანებს, რომელთაგან ერთს თანამედროვე მოსკოვში აქვს ადგილი, მეორეს კი ანტიკურ იერუსალიმში. სტალინის ეპოქაში დაწერილი წიგნი მხოლოდ 1966 წელს გამოქვეყნდა და მყისვე გამორჩეულ ლიტერატურულ მოვლენად იქცა.
გარსია მარკესის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა და ამაღელვებელი ნაწარმოები - „პატრიარქის შემოდგომა“ - ესსაა ბრწყინვალე ისტორია კარიბელი ტირანისა და ხელისუფლების კორუფციის შესახებ. ავტორი ქმნის მომაკვდავი დიქტატორის სახეს, რომელიც ას წელზე მეტია ხელისუფლების სათავეშია და საკუთარი ძალაუფლების ტყვედ ქმნილა უკვე. იგი სისასტიკესა და წყალობას, გულჩვილობასა და ავზნეობას შორის მერყეობს, მაგრამ ავტორი ფაქტებს ხშირად უპირისპირებს ერთმანეთს და რთულია იმის გაგება, სადაა სიმართლე და სად - გამონაგონი.
„გასაღები“ 1956 წელს გამოქვეყნდა. რომანი სექსუალური და დამანგრეველი ეროტიული ვნების შოკისმომგვრელ სამყაროს წარმოაჩენს. წიგნი დღიურის ფორმითაა დაწერილი, სადაც მონაცვლეობითაა მოცემული ასაკში შესული მამაკაცისა და მისი შედარებით ახალგაზრდა ცოლის ჩანაწერები. მეუღლეები ერთმანეთს ატყუებენ, მახეს უგებენ, უყვართ, სძულთ, ღალატობენ, მაგრამ რატომ ხდება ეს და მართლაც ხდება თუ არა ეს ასე, წიგნის წაკითხვის შემდეგაც კითხვად რჩება.
"დონ კიხოტი", რომელიც პირველ თანამედროვე რომანად ითვლება, დასავლური ლიტერატურის კლასიკაა და უკვე საუკუნეებია საუკეთესო მხატვრულ ნაწარმოებად მიიჩნევა. წიგნი მოგვითხრობს იდალგო ალონსო კიხანოს თავგადასავალს, რომელსაც იმდენი რაინდული რომანი აქვს წაკითხული, რომ ჭკუას კარგავს და რაინდობის აღორძინებას მოისურვებს. ნაწარმოები უბადლო იუმორითაა შეზავებული. გამოქვეყნდა ორ ნაწილად, 1605 და 1615 წლებში.