iBooks.Ge - ელექტრონული წიგნების ონლაინ მაღაზია
შემოგვიერთდით:
კატეგორიები
ჟანრი

რომანი

სორტირება:

პირველად გამოქვეყნებული 1830 წელს, "წითელი და შავი" საყოველთაოდაა მიჩნეული სტენდალის შედევრად.  ახალგაზრდა და ღარიბი გლეხის სოციალურ კიბეზე აღმასვლისა, რასაც ის სიცრუისა და პირფერობის საშუალებით ახერხებს, და დაცემის ფონზე ეს რომანი იმ დროის ღრმა სოციალურ კონფლიქტს ასახიერებს.

1884 წელს დასრულებული რომანი, "ნადირობისას მომხდარი დრამა", ზოგი მკვლევარის აზრით, "ეპოქალური ნაწარმოები კრიმინალური რომანის ისტორიაში", კაშკაშა და დინამიური თხზულებაა დეტექტიური სიუჟეტით, რომელიც ტრაგიკული დასასრულის მქონე დრამატულ მოვლენათა მორევში გვითრევს.

ბიჩერ სთოუს აბოლიციონისტური რომანი 1852 წელს გამოქვეყნდა და მთავარი მამოძრავებელი გახდა ადამიანთა უფლებების შესახებ დებატებისა. გმობა რა მონობის ინსტიტუტს დრამატული ფორმით, ეს მომნუსხველი რომანი მალევე იტაცებს მკითხველს მონებისა და მათი ბატონების სამყაროში.

ბიძია თომას ქოხი
1.88ლარი

ბიძია თომას ქოხი

ჰარიეტ ბიჩერ სთოუ

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"დონ კიხოტი", რომელიც პირველ თანამედროვე რომანად ითვლება, დასავლური ლიტერატურის კლასიკაა და უკვე საუკუნეებია საუკეთესო მხატვრულ ნაწარმოებად მიიჩნევა. წიგნი მოგვითხრობს იდალგო ალონსო კიხანოს თავგადასავალს, რომელსაც იმდენი რაინდული რომანი აქვს წაკითხული, რომ ჭკუას კარგავს და რაინდობის აღორძინებას მოისურვებს. ნაწარმოები უბადლო იუმორითაა შეზავებული. გამოქვეყნდა ორ ნაწილად, 1605 და 1615 წლებში.

დონ კიხოტი (წიგნი 2)
4.77ლარი

დონ კიხოტი (წიგნი 2)

მიგელ დე სერვანტესი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

მე-14 საუკუნის შუაწელს შექმნილი რომანი, რომელშიც ათი პერსონაჟის მიერ ათი დღის განამვლობაში სიყვარულის, ღირსების, ჭკუისა და მოხერხებულობის ამბებია მოთხრობილი, პირველ რიგში შუა საუკუნეებიდან რენესანსისკენ გარდამავალ კულტურულ ღირებულებათა ასახვისათვისაამნიშვნელოვანი და ამ თვალსაზრისით ევროპული ლიტერატურის ეპოქალურ ნაწარმოებს წარმოდგენს.

1927 წელს გამოქვეყნებული რომანი ყველაზე მეტად ტიპიურია დიდი იტალიელისთვის. ვიტანჯელო მოსკარდა უეცრად აღმოაჩენს, რომ ადამიანი "ერთი" არ არის, ის "ასი ათასია" ანუ იმდენი, რამდენ ადამიანთანაც აქვს ურთიერთობა. ხოლო ის, ვინც ამ აღმოჩენას აკეთებს, ხდება "არავინ", რადგან იმასღა ხედავს, თუ სხვათა წინაშე როგორ წარმოდგება. ამ განსჯის შედეგად ჯენჯე გადაწყვეტს, რომ საკუთარი ცხოვრება გაანადგუროს.

ისტორიული რომანი: „და აწ გარდასულს მხოლოდ ღმერთი გამოიძიებს“ აქამენიდთა სპარსეთის იმპერიაზე მოგვითხრობს. მიუხედავად იმისა, რომ იგი თანამედროვე სამეცნიერო კვლევებსა და ანტიკურ წყაროებზეა დაფუძნებული, ავტორი ამბავს მაინც თავშესაქცევი, თითქმის ეროტიკული თხრობით გადმოგვცემს. სასახლის ინტრიგები, სისხლისმღვრელი ომები, თავბრუდამხვევი თავგადასავლები, შორეული მოგზაურობები და სასიყვარულო ისტორიები მკითხველს რომანის აკადემიურობას სრულიად ავიწყებს. 

ახდენს რა ყველას პაროდირებას, კლასიკური ავტორებიდან თანამედროვეებამდე, ფრანსუა რაბლეს მომნუსხველი და მრავალფეროვანი ისტორიები ადამიანთა უგნურებას ხალისითა და ხშირად მოურიდებელი იუმორით გვიჩვენებს. "გარგანტუასა და პანტაგრუელის" პირველი წიგნი 1534 წელს გამოქვეყნდა.

თუმცა არც იმდენად მძიმეა, როგორც დოსტოევსკის სხვა ნაწარმოებები, "მოთამაშე" ფატალური აზარტული თამაშების პირქუშ და დაუნდობელ სურათს გვთავაზობს. ნაწარმოების ძლიერ მხარეებს შორისაა შესანიშნავად დახატული პერსონაჟები, განსაკუთრებით კი ბებია, ანტონიდა ვასილევნა, ისევე, როგორც ფეშენებელური გერმანული კურორტების სათამაშო სამყარო.

მოთამაშე
2.33ლარი

მოთამაშე

ფიოდორ დოსტოევსკი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

„დაფნისი და ქლოე“ ბუკოლიკური რომანია, რომელშიც მწყემსი გოგონასა და ბიჭის სიყვარულის ამბავია მოთხრობილი. სავარაუდოდ, შექმნილი უნდა იყოს I ან II საუკუნეში.

"ჯენი გერჰარდტი" ესაა ისტორია ქალისა, რომელსაც სიყვარული სურს. უანგარო და მიმნდობი, ის მუშათა ღარიბი ოჯახიდანაა, თუმცა ამა ქვეყნის ძლიერის ყურადღებას იპყრობს, ვინც მასთან ქორწინებას გეგმავს, თუმცა ხდება ტრაგედია, საქმრო იღუპება, ჯენი კი ფეხმძიმედ რჩება მარტო – სამყაროს წინაშე, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისია, მას მრავალი გამოცდის ჩაბარება მოუწევს...

ჯენი გერჰარდტი
2.55ლარი

ჯენი გერჰარდტი

თეოდორ დრაიზერი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

გუსტავ ფლობერის 1857 წლის რომანი, "მადამ ბოვარი", მიუხედავად წინააღმდგობრიობისა და უხამსობაში ბრალდებისა პირველი პუბლიკაციისას, ძალიან მალე საყოველთაოდ აღიარებულ შედევრად იქცა. ის მოიხსენიება მეცხრამეტე საუკუნის უდიდეს რომანთა შორის და დღემდე ინარჩუნებს გავლენას თანამედროვე მწერლებზე.

მადამ ბოვარი
2.88ლარი

მადამ ბოვარი

გუსტავ ფლობერი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

ლუციუს აპულეუსის "ოქროს ვირი" ანუ "მეტამორფოზები" ლათინურ ენაზე შექმნილი და ჩვენამდე სრულად მოღწეული ერთადერთი რომანია, რომელშიც ჯადოქრობის წყალობით ადამიანის ვირად გადაქცევის ამბავია მოთხრობილი, რის შემდეგ ის სხვადასხვა სოციალური ფენების ადამიანთა ტანჯულ ცხოვრებას ეცნობა, სანამ ღმერთების შემწეობით კვლავ ადამიანად არ იქცევა. შექმნილი უნდა იყოს ჩვენი წელთაღრიცხვის 170-180 წწ.

მოლიერის რომანიზებული ბიოგრაფია ბულგაკოვმა 1933 წელს შექმნა, თუმცა „მარქსისტული სულის“ უქონლობის გამო ტექსტი დაწუნებულ იქნა. ორიგინალი პირველად გამოქვეყნდა 1962 წელს გამომცემლობა „Молодая гвардия“-ს მიერ.

„აღდგომა“ ლევ ტოლსტოის უკანასკნელი რომანია, რომელიც შესვენებებით იწერებოდა 1889-90, 1895-96 და 1898-99 წლებში. ნაწარმოებში აღწერილია ცდუნებული და მიტოვებული გოგონას ბედი, რომლის წინაშე დანაშაულის გრძნობა შემდგომში ორივე მათგანის ცხოვრების ცვლილების საბაბი ხდება. თაგრმნილია ყველა ძირითად ევროპულ ენაზე და არაერთხელაა ეკრანიზებული.

აღდგომა
4.99ლარი

აღდგომა

ლევ ტოლსტოი

  • Star
  • Star
  • Star
  • Star
  • Star

"სამი მუშკეტერი" - ესაა სათავგადასავლო-ისტორიული რომანი, რომელიც ახალგაზრდა გასკონელის, დ'არტანიანისა და მისი მეგობრების ხიფათითა და რომანტიზმით აღსავსე ისტორიას მოგვითხრობს. გამოქვეყნებულია 1844 წელს.